+18

15 საუკეთესო ფილმი სექსის თემაზე (+18)

fun time

23:00 შაბ. 3 აპრილი, 2021 წელი

ფილმები სექსის თემაზე

14
დაკოპირებულია

ამ ფილმებიდან ზოგიერთი უკვე იქცა მსოფლიო კინემატოგრაფის კლასიკად, ზოგს კი ჯანსაღი ამბიცია აქვს, ამ საპატიო შეფასებას იმსახურებდეს...

1. „ემანუელა“ (1974)

ფრანგული ეროტიკული ფილმი ემანუელ არსენის რომანის ეკრანიზაცია. ფილმში აღწერილია ლამაზი ახალგაზრდა ფრანგის - ემანუელას სექსუალური თავგადასავლები. ის მეუღლესთან, საელჩოს თანამშრომელთან ერთად ცხოვრობს ბანკოკში და მოწყენილობისგან გასაქანს აძლევს სექსუალურ ფანტაზიებს. ჯანი, რომელიც ბევრად უფროსია ემანუელაზე, არა მარტო არ უშლის ცოლს შემთხვევით სქესობრივ კავშირებს, არამედ ახალისებს კიდეც მას. ძალიან მოკლე დროში ემანუელა გამოცდის ყველაფერს - პირველივე შემხვედრთან შემთხვევით სექსუალურ კავშირს, ლესბოსურ სიყვარულს და ა.შ.

„ემანუელამ“ გზა გაუხსნა მსგავსი ჟანრის ფილმებს. ის მრავალი წლის მანძილზე არ ჩამოსულა მსოფლიო კინოთეატრების ეკრანებიდან.

როლებში: სილვია, კრისტელი, ალენ კიული
რეჟისორი: ჟიუსტ ჟაკენი



2. „სახელად კარმენი“ (1983)

ფილმი ვენეციური კინოფესტივალის ორი პრიზის მფლობელია, გადაღებულია პროსპერ მერიმეს ნოველის „კარმენის“ მიხედვით. მთავარი გმირი კარმენი ბანდის მეთაურია, რომელიც ბანკის გაძარცვას გეგმავს. ძარცვის დროს კარმენს ერთი ნახვით შეუყვარდება დაცვის თანამშრომელი.

რეჟისორი: ჟან-ლიუკ გოდარი
როლებში: მარუშკა დეტმერსი, ჟაკ ბონაფე.


3. „9 1/2 კვირა“ (1986)

ედრიან ლაინის საკულტო ეროტიკული მელოდრამა, გადაღებული ელიზაბეტ მაკნეილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმის პრემიერა 1986 წლის 14 თებერვალს გაიმართა.
ფილმის სათაური შეესატყვისება დროის იმ მონაკვეთს, რაც ერთად გაატარეს უოლ სტრიტის ინვესტორმა ჯონ გრემმა და გალერეის ახალგანქორწინებულმა თანამშრომელმა ელიზაბეტ მაკგროუმ.

საყვარლები თავს არ იზღუდავენ სექსუალურ და ეროტიკულ ქმედებებში. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდია, როცა ჯონი თვალახვეული ელიზაბეტის სხეულზე ყინულის კუბიკს დაატარებს; ან როცა, ასევე, თვალახვეულს კოვზით კვებავს სხვადასხვა ტკბილეულით; ან ეპიზოდი, როცა წყვილი კიბეზე კავდება სექსით. და, რა თქმა უნდა, სტრიპტიზის სცენა, როცა ელიზაბეტი ჯონ კოკერის მიერ შესრულებულ რენდი ნიუმანის სიმღერაზე - «You Can Leave Your Hat On» ცეკვავს.

რეჟისორი: ედრიან ლაინი
მტავარ როლებში: მიკი რურკი, კიმ ბესინჯერი


4. „მ. ბატერფლაი“ (1993)

დ.გ. ხვანის პიესის ეკრანიზაცია, ში პეიპუს ბიოგრაფიის მიხედვით.

სიუჟეტი: „ჩინეთის კულტურული რევოლუციის“ პერიოდში ფრანგი დიპლომატი სასიყვარულო რომანს გააჩაღებს ჩინური თეატრის მსახიობთან, ოღონდ არ იცის, რომ იქ როლებს მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ...

რეჟისორი: დევიდ კრონენბერგი.
როლებში: ჯერემი აირონსი, ბარბარა ზუკოვა, ჯონ ლოუნი.


5. „ღამის ფერი“ (1994)

ამერიკული ფილმი ბრიუს უილისით ფსიქოლოგის როლში, რომლის პაციენტმაც მის თვალწინ თავი მოიკლა. „ოქროს ჟოლოს“ პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „ყველაზე ცუდი ფილმი“. ამავე დროს ფილმი წარდგენილი იყო „ოქროს გლობუსზე“, ნომინაციაში „საუკეთესო სიმღერა“ - The Color of the Night ლორენ კრისტის შესრულებით.

რეჟისორი: რიჩარდ რაში
მთავარ როლში: ბრუს უილისი

6. „ინტიმური დღიური“ (1996)

ფილმი მოგვითხრობს კალიგრაფიის უძველესი ხელოვნებით მოხიბლული თანამედროვე იაპონელი გოგონას შესახებ, რომელიც სასტიკი ქმრისგან ჰონკონგში გარბის და იქ ინგლისელ თარჯიმანთან დიდ სასიყვარულო ურთიერთობაში შედის.

რეჟისორი: პიტერ გრინუეის ფილმი.
მთავარ როლში: ვივიენ ბუ

7. „ავტოკატასტროფა“ (1996)

რეჟისორ დევიდ კრონენბერგის ფილმი, გადაღებული ჯეიმს ბალარდის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით (1973). ფილმში მოთხრობილია სექსუალური გადახრის მქონე ადამიანთა ერთი ჯგუფის შესახებ, რომლებიც ავტოკატასტროფებით იღებენ სექსუალურ სიამოვნებას.

ამ ფილმზე საზოგადოებას ურთიერთსაწინააღმდეგო რეაქცია ჰქონდა. ერთნი მას შემოქმედებითი სითამამისა და ორიგინალურობისთვის აქებდნენ. მეორენი კი სექსუალური გადახრების გადაჭარბებულად ღიად ჩვენებისთვის აკრიტიკებდნენ. კანის ფესტივალზე „ავტოკატასტროფა“ დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით „გამბედაობისთვის, სითამამისა და ორიგინალურობისთვის“.

8. „ლოლიტა“ ( 1997)

რეჟისორ ედრიან ლაინის წლის ფილმი, გადაღებული ვლადიმირ ნაბოკოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. საერთო ჯამში, ფილმი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა კინოგაქირავებაში მან ვერ შეძლო დიდი თანხის შეგროვება.

რეჟისორი: ედრიან ლაინი
როლებში: ჯერემი აირონსი, დომენიკ სუეინი


9. „ინტიმი“ (2001)

თეატრის რეჟისორისა და ექსპერიმენტატორის, „დედოფალი მარგოს“ ავტორის პატრის შეროს სკანდალური ფილმი. 2001 წლის ბერლინის კინოფესტივალზე ფილმმა ორი ჯილდო მოიპოვა: „ოქროს დათვი“, „ვერცხლის დათვი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის და ასევე, პრემია საუკეთესო ევროპული ფილმისთვის „ცისფერი ანგელოზი“.

ფილმი იწყება სცენით: მამაკაცი აღებს კარს და ქალს ეკითხება, შეთანხმებულები არიან თუ არა ისინი. ქალი პასუხობს: არა. კაცი ქალს ყავაზე შეიპატიჟებს, თუმცა ამის მაგივრად ისინი სექსით კავდებიან, რომლის კადრებიც ძალიან გახსნილადაა ნაჩვენები. მოქმედება ხდება ღარიბულ და დაულაგებელ ბინაში, სადაც დაღლილსახეებიანი ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. მაყურებელი იგებს, რომ ეს შეხვედრები ყოველ ოთხშაბათსაა. არავითარი საუბარი - მხოლოდ სექსი.

რეჟისორი: პატრის შერო

როლებში: ტიმოთი სპოლი, მარკ რაინელსი, კერი ფოქსი.


10. „მომკალი ნაზად“ (2002)

ამერიკული ტრილერი, გადაღებული ინგლისელი მწერლის ნიკი ფრენჩის 1999 წლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

რეჟისორი: ჩენ კეიგი.
როლებში: ხეზერ გრემი, ჯოზეფ ფაინსის

11. „მდივანი ქალი“ (2002)

ბავშვობაში ლი აღმოაჩენს, რომ საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება სიამოვნებს. ამის გამო ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხვდება. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ლი მუშაობას იწყებს მისტერ გრეის მდივნად. და აქ იწყება არაორდინარული სექსუალური თავგადასავლები...

რეჟისორი: სტივენ შეინბერგი
როლებში: მეგი ჯილენჰოლი, ჯეიმს სპეიდერი.


12. „ცუდი აღზრდა“ (2004)

27 წლის რეჟისორი ენრიკე ახალი ფილმისთვის სიუჟეტს ეძებს. მასთან მოდის მისი ბავშვობის მეგობარი იგნასიო და სთხოვს, დაასაქმოს. ასევე, აძლევს ბავშვობისდროინდელ ჩანაწერებს.

ენრიკე და და იგნასიო კათოლიკურ ინტერნატში იზრდებოდნენ, სადაც იგნასიო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება ინტერნატის დირექტორის მხრიდან. იგნასიოს ნაზი გრძნობები აქვს ენრიკეს მიმართ, რის შესახებაც პადრე მანოლო შეიტყობს. და ენრიკეს ინტერნატიდან გარიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ იგნასიო მას სიჩუმის სანაცვლოდ დანებდება...

რეჟისორი: პედრო ალმადოვარი
როლებში: გაელ გარსია ბერნალი, ფელე მარტინესი, დანიელ ჰიმენეს კაჩო.

13. „კაპრიზული ღრუბელი“ (2005)

ტაივანელი კინორეჟისორის ცაი მინლიანის ეროტიკული მიუზიკლი. 2005 წელს - ბერლინის კინოფესტივალის ჯილდო, ასევე „ვერცხლის დათვი“ - ხელოვნებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ალფრედ ბაუერის სახელობის მემორიალური პრემია კინემატოგრაფში ნოვატორობისთვის ცაი მანლიანს.

სიუჟეტი: ტაივანში გვალვაა. საზამთროა წყალიც, საჭმელიც, სტუმრებისთვის მისართმევიც და აფროდიზიაკიც. სიაო კანი და შიან ჩი ერთმანეთს შემთხვევით მრავალბინიან სახლში ხვდებიან. ქალი კაცს იმ დროიდან იცნობს, როცა ის საათებს ყიდდა, ახლა კი პორნოფილმებში მონაწილეობს.

რეჟისორი: ცაი მინლიანი
როლებში: ლი კემშენი, ჩენ სიანცი.


14. „კუზიანი მთა“ (2005)

ენგ ლის ფილმი ორი კოვბოის სასიყვარულო ურთიერთობაზე. ეს ფილმი კინემატოგრაფის ისტორიაში „პირველ გეი ვესტერნად“ მიიჩნევა. მას საფუძვლად უდევს ენი პრუს ამავე სახელწოდების მოთხრობა.

რეჟისორი: ენგ ლი
როლებში: ჰიტ ლეჯერი, ჯეიკ ჯილენჰოლი.


15. „მარადიული საყვარლები“ (2010)

სიუჟეტი: პარიზი, 1968 წლის მაისი. ათასობით ახალგაზრდა პროტესტისთვის ქუჩაში გამოდის. მთავარ გმირს ფრანსუას ეს-ესაა 20 წელი შეუსრულდა და მას, ისევე როგორც მთელ მის თაობას, არაფერი აქვს დასაკარგი. ბუნტის დროს ფრანსუა ხვდება ლილის და მათ შორის გიჟური ვნება იფეთქებს.

რეჟისორი: ფილიპ გარელი
როლებში: ლუი გარელი, კლოტილდა ესმე, მორის გერე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში