არ მინდა და მორჩა! - 10 არგუმენტი ორალურ სექსზე უარის სათქმელად
23:00 პარ. 3 სექტემბერი, 2021 წელი
თუკი ორალური სექსი არ მოგწონთ, სულაც არ ხართ ვალდებული, პარტნიორს დასთანხმდეთ. ამიტომ გთავაზობთ, ათ უტყუარ არგუმენტს, რომლებიც უარის გასამყარებლად გამოგადგებათ.
1. შეგიძლიათ, კუნილინგუსი უამისოდაც დაიმსახუროთ
თუკი ვინმემ გითხრათ, რომ მინეტი - ეს არის „სამაგიეროს გადახდის“ აქტი, ის, ალბათ, კაცი იყო და მოგატყუათ. თუკი პარტნიორს არ სურს გასიამოვნოთ, მოიშორეთ თავიდან. თუკი იმ პირობით გასიამოვნებთ, რომ „ვალს“ აუცილებლად დაუბრუნებთ, მაინც მოიშორეთ თავიდან. ნამდვილი კაცი ყველაფერს გააკეთებს თქვენი სიამოვნებისთვის, სამაგიეროს მოთხოვნის გარეშე. ასეთი კაცები ნამდვილად არსებობენ!
2. გეძინებათ
მოაჩვენეთ თავი, თითქოს ამთქნარებთ. თუმცა, ფრთხილად, რადგან, შესაძლოა, იფიქროს, რომ მისი პენისი შესანიშნავად მოთავსდება თქვენს დაღებულ პირში. მაგრამ თუკი ძალიან მოიმძინარებთ თავს და ისეთ გამომეტყველებას მიიღებთ, რომ არაფერი გინდათ, თქვენი მზაკვრული გეგმა აუცილებლად გაამართლებს.
3. ჩვენს დროში მინეტზე უარის თქმა - თითქმის პოლიტიკაა
ქალები, რომლებიც თანასწორუფლებიანობისთვის იბრძვიან, ამ საკითხში აუცილებლად დაგიჭერენ მხარს.
4. სამსახურში დაიღალეთ
ახლა კიდევ სახლში უნდა „გამუშაონ“. საიდან უნდა მოვიდეს ამდენი ძალა და სურვილი?
5. ის ისედაც ბევრჯერ განიცდის ორგაზმს
განსხვავება ორგაზმის ხარისხსა და სქესშია - სტატისტიკის თანახმად, თუკი ქალი ხართ, რომელსაც კაცთან აქვს სექსუალური აქტი, ორგაზმს კაცთან შედარებით ნაკლებად განიცდით. ზოგჯერ ამგვარი სტატისტიკა გვაწყობს და თუკი ამ მაჩვენებელს ეთანხმებით, გამოსავალიც აქვეა... სწორია, ეს მინეტზე უარის თქმაა.
6. ამ პოზაში საუბარი თქვენთვის მოუხერხებელია
ხოლო გულახდილი საუბრები - ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია.
7. ახლახან გაიხეხეთ კბილები
თუკი მინეტის სურვილი ჰქონდა, ვერ გითხრათ სამი წუთით ადრე?!
8. ორივეს გსიამოვნებთ სექსში შეღწევის პროცესი
ხოლო მისთვის, პრინციპში, სულ ერთია, რაში შეაღწევს. ამიტომ შეგიძლიათ, თამამად გადახვიდეთ ჩვეულებრივ, ტრადიციულ სექსზე.
9. ელოდებით შესაფერის მომენტს
ისევე, როგორც ერთი ბოთლი დიდებული ღვინის შემთხვევაში, რომლის გახსნა შესაფერისი სიტუაციის გარეშე, დასანანია. ამ მნიშვნელოვან დღემდე კი ჯერ ძალიან შორია...
10. ის არ ზრუნავს საკუთარ ჰიგიენაზე
რას გაუგებ კაცს, ზოგი ძალიან ზრუნავს პირად სისუფთავეზე, ზოგს კი საცვლის გამოცვლაც კი ავიწყდება და საერთოდ არ მეგობრობს ჰიგიენასთან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან