+18

მითები „უკანა კარზე“ - 11 მცდარი მოსაზრება ანალურ სექსზე

fun time

23:37 შაბ. 6 თებერვალი, 2021 წელი

მითები „უკანა კარზე“

14
დაკოპირებულია

მართალია, ანალური სექსი ტაბუ აღარ არის, მაგრამ კითხვა და მითი ამ თემის გარშემო ბევრია. მტკივნეულია? შესაძლებელია ორგაზმის მიღება? ვინმე მუდმივად კავდება ანალური სექსით? სპეციალისტები გვიმხელენ, რა არის სიმართლე და რა მითი.

1. მითი: ანალური სექსი მხოლოდ კაცებს მოსწონთ.

სიმართლე: არა, ის შეიძლება ორივე პარტნიორისთვის იყოს სასიამოვნო, თუკი ეს პროცესი ორმხრივი თანხმობით სრულდება.

2. მითი: ანალური სექსი მხოლოდ ის არის, რასაც პორნოფილმებში ვნახულობთ.

სიმართლე: არა, ის მოითხოვს მომზადებას და, როგორც წესი, დეტალების განხილვას. ის არ ხდება სპონტანურად და სწრაფად, ისე, როგორც ფილმებში გვაჩვენებენ.

3. მითი: ანალური სექსით შეგვიძლია, დავკავდეთ პრელუდიის გარეშე.

სიმართლე: ანალურ სპინქტერს (სწორი ნაწლავის ბოლო ნაწილში არსებული კუნთი) სჭირდება დრო სექსსათამაშოებსა და პენისზე მისაჩვევად, რადგან ეს კუნთი საჭიროებს ვარჯიშს. რეკომენდებულია, დაიწყოთ რამდენიმე სხვადასხვა ზომის ფალომინატორით.

4. მითი: არავინ კავდება ანალური სექსით!

სიმართლე: ცდის ბევრი, მაგრამ კმაყოფილი ყველა ვერ რჩება.

5. მითი: შესაძლოა, მოხდეს ფიასკო

სიმართლე: ამის ალბათობა საკმაოდ მცირეა. იმისთვის, რომ ეს ალბათობა კიდევ უფრო შემცირდეს, მოერიდეთ ამ დღეს ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც ნაწლავებში გაზების წარმოქმნას იწვევს.

6. მითი: მტკივნეულია.

სიმართლე: სულაც არა, თუკი წინასწარ შეემზადებით, არ იჩქარებთ და ისარგებლებთ ლუბრიკანტებით.

7. მითი: პრეზერვატივი საჭირო არ არის.

სიმართლე: ამგვარი გზით ბევრი ინფექცია გადადის, უმჯობესია, არ გარისკოთ.

8. მითი: ანალური სექსი საჭიროა ურთიერთობის გადასარჩენად.

სიმართლე: ურთიერთობა, რომელშიც ეს მითი გაჩნდა, გადარჩენას არ საჭიროებს.

9. მითი: პენისი პირდაპირ სწორ ნაწლავში ხვდება.

სიმართლე: სწორი ნაწლავში ფეკალიები გაცილებით ღრმად გროვდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ და თუკი მეტ-ნაკლებად სწორად იმოქმედებთ, საჭირო ადგილი სუფთა დაგხვდებათ. თუკი ეჭვი გეპარებათ, დაიწყეთ მომზადება სწორ ნაწლავში სექსსათამაშოს შეყვანით და დარწმუნდებით სიმართლეში.

10. მითი: ტრანსგენდერი ქალები მიიჩნევენ, რომ ანალური სექსი ჩვეულებრივი სექსის შემცვლელია.

სიმართლე: არა, არავინ არ უნდა დაკავდეს ისეთი სექსით, როგორიც არ მოსწონს.

11. მითი: ანალური სექსის შემდეგ კაცი მუდმივად ამგვარ სექსს მოითხოვს.

სიმართლე: სულაც არა, ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც სიამოვნების მიღება მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი ვარიანტით სურს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში