ცუდი საყვარლის 6 ნიშანი
23:00 პარ. 26 ნოემბერი, 2021 წელი
ამოშალეთ მისი ტელეფონის ნომერი მობილურიდან და შეეშვით ამ ადამიანზე ფიქრს, თუკი მის ქმედებებს ამ 6 მინიშნებიდან თუნდაც ერთი ემთხვევა.
❌ არ იცის კარგი კოცნა
დიახ, მნიშვნელოვანია, რომ კარგმა საყვარელმა კარგი კოცნა იცოდეს. თუკი პარტნიორი ცუდად გკოცნით, ის საწოლშიც ვერ შეძლებს თქვენს აღფრთოვანებას. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება პირველი კოცნა, რადგან ყველამ ვიცით, პირველ კოცნას, შესაძლოა, ახლდეს გარკვეული სახის შეზღუდვები, მაგრამ თუკი ის მუდმივად ცუდად გკოცნით, ამ ფაქტს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. უბრალოდ, გაიხსენეთ ეს პუნქტი და სიფრთხილე გამოიჩინეთ.
❌ მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს
თუკი ყველა შეხვედრაზე კაცი საუბრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, სამსახურზე, ხელფასზე, იმ ქვეყნებზე, რომლებშიც იმოგზაურა და იმ წვეულებებზე, სადაც რეგულარულად დადის, დიდი ალბათობით, მისი ეგოიზმის ალბათობა საწოლშიც საკმაოდ დიდია. ეს ცუდი საყვარლის ყველაზე პირველი მინიშნებაა. თუკი თქვენ შემთხვევაშიც ასეა, აუცილებლად აუფრიალეთ მას ცხვირწინ წითელი ბარათი და გააძევეთ „სათამაშო მოედნიდან“.
❌ არასდროს გეუბნებათ კომპლიმენტებს
მიუხედავად დიდი ხნის ნაცნობობისა და მრავალჯერ შეხვედრისა, მას არასდროს უთქვამს თქვენთვის, როგორი ლამაზი ან მომხიბვლელი ხართ? სწორედ ამიტომ, თავს სექსუალურად ან სასურველად არ მიიჩნევთ და მუდმივად ეკითხებით საკუთარ თავს, მისთვის ოდნავ მაინც თუ ხართ მიმზიდველი? არანაირი შანსი არ გაქვთ იმისთვის, რომ ასეთი კაცის გვერდით საწოლში თავი კომფორტულად იგრძნოთ.
❌ ცუდი სუნი აქვს
კიდევ ერთი ასპექტი, რომლის იგნორირება არ შეიძლება. თუკი კაცს ცუდი სუნი ასდის, ის ვერანაირად ვერ აღგაგზნებთ საწოლში. ცუდი ჰიგიენა - ამაზრზენია!
❌ მაგიდასთან ჯდომისას ცუდი მანერები აქვს
აკვირდებით, როგორ ჭამს და მისი ჭამის მანერები თქვენში გაღიზიანებას იწვევს? შესაძლოა, ჭამის დროს უცნაურ ხმებს გამოსცემს და არ ერიდება გამოტენილი პირით საუბარს ან ჭამის დროს მთელი მენიუ ტანსაცმელზე აწერია. ყველა ეს ფაქტორი ვერაფრით იქნება კარგი ინდიკატორი იმისა, როგორ მოიქცევა ასეთი ადამიანი საწოლში.
❌ არ იცის ზომიერების მნიშვნელობა
თუკი ხშირად გიწევთ იმის შეხსენება, რომ რაღაც არ გააკეთოს და ის მაინც ჯიუტად განაგრძობს ისე მოქცევას, რაც თქვენ არ მოგწონთ. დაუყოვნებლივ მოიშორეთ ასეთი კაცი. შესაძლოა, მან გითხრათ, რომ, უბრალოდ, მოსწონს თქვენი გაბრაზება, რადგან განრისხებულ მდგომარეობაში „საოცრად“ გამოიყურებით, მაგრამ არაფერი გესაქმებათ კაცთან, რომელიც თქვენს სურვილებს პატივს არ სცემს. თუკი მას არ ესმის სიტყვა „არა“, მასთან სექსით ნამდვილად არ უნდა დაკავდეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან