იცით თუ არა

კუნძული, სადაც ქალებს ფეხის დადგმა ეკრძალებათ

fun time

14:00 სამ. 28 სექტემბერი, 2021 წელი

ოკინოშიმა

14
დაკოპირებულია

უცნაურია, მაგრამ ისეთ პროგრესულ და განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც არის იაპონია, მკაცრი რელიგიური ტაბუები ჯერ კიდევ არსებობს. მაგალითად, კუნძულ ოკინოშიმაზე ქალების ყოფნა აკრძალულია.  

იუნესკოს მრჩეველთა საბჭომ იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ფუკუოკას პრეფექტურაში მდებარე კუნძულისა და რელიგიური ცენტრის ოკინოშიმას (Okinoshima) ისტორიული ძეგლების ნუსხაში შეტანა გადაწყვიტა.

თავის დროზე, კუნძულზე დაახლოებით, 80 000 სხვადასხვა არტეფაქტი აღმოაჩინეს: მძივები, ბეჭდები, სარკეები, ხმლები და მინის თასების ფრაგმენტები. დღეს ეს ყველაფერი ეროვნულ საგანძურად მიიჩნევა.

ოკინოშიმა კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიის სიდიდით მესამე კუნძულ კიუშუს შორის მდებარეობს. კუნძულის მთავარ ღირსშესანიშნაობას ოკიცუს შინტოისტური ტაძარი წარმოადგენს.

ვინ უკრძალავს ქალებს კუნძულზე შესვლას


ოკინოშიმა უძველესი დროიდან მრავალი ცერემონიისა და რიტუალის ცენტრი გახლდათ, სადაც შძორეულ ნაოსნობაში მიმავალი გემების უსაფრთხო ცურვისთვის და მეზობელ კორეის ნახევარკუნძულსა და ჩინეთში მცხოვრებ „ბარბაროსებთან“ მშვიდობიანი ურთიერთობებისთვის ლოცულოდნენ.

კუნძულზე თაყვანს სცემენ შინტოისტურ ღვთაებას, რომელიც ნახსენებია ერთ-ერთ პირველ წერილობით ძეგლში. ოკინოშიმა ისეთ წმინდა ადგილად ითვლება, რომ ბერები დღემდე უკრძალავენ ქალებს მის მონახულებას, მაგრამ ამ კუნძულზე მოხვედრა არც მამაკაცებისაა ადვილი.

შეზღუდვები მამაკაცებისთვისაც არსებობს


ოკინოშიმაზე სტურობა მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 27 მაისს შეიძლება - ამ დღეს კუნძულზე იმართება რელიგიური ფესტივალი, რომელიც 1905 წელს იაპონიის ზღვაზე, ბრძოლის დროს დაღუპული იაპონელი და რუსი მეზღვაურების სულების დამშვიდებას ეძღვნება. ამ დღესაც არსებობს ერთი შეზღუდვა - კუნძულის ერთდროულად მონახულება მხოლოდ 200 მამაკაცს შეუძლია.

მკაცრი წესები, რომლებიც კუნძულზე მოქმედებს


მამაკაცებმა, რომლებსაც ფესტივალში მონაწილეობის პატივი ერგოთ, სანამ სალოცავისკენ მიმავალ გზას დაადგებიან, ტანსაცმელი უნდა გაიხადონ და ზღვაში განწმენდის რიტუალი ჩაატარონ. მამაკაცებმა თავიანთი მოგზაურობის შესახებ არავის უნდა უამბონ და რაც მთავარია, მათ ეკრძალებათ კუნძულიდან რაიმეს გატანა, თუნდაც ეს ყვავილი ან ბალახი იყოს.

ფესტივალის დასრულების შემდეგ, მთელი წლის განმავლობაში, კუნძულზე რამდენიმე ბერი რჩება, რომლებიც ოკიცაას იცავენ.

სამწუხაროდ, ადამიანებისგან იზოლაციას კუნძულისთვის სიკეთე არ მოუტანია. ის ფაქტობრივად, ვირთხებმა დაიპყრეს, რომლებმაც ფრინველები მთლიანად გაანადგურეს, თუმცა ტაძრის მცველები წესების შეცვლას არ აპირებენ.

„ჩვენ არ გავხსნით კუნძულს ხალხისთვის, თუნდაც ის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდეს, რადგან ადამიანებმა ოკინოშიმა ცნობისმოყვარეობის გამო არ უნდა ნახონ“ - ამბობს ტაძრების მცველი ტაკაიუკი აშიძუ.


🔰:

იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს

რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე