საკნატუნო ამბები

იაპონიაში რკინიგზის სადგური ერთადერთი მგზავრისთვის მუშაობს

fun time

16:00 სამ. 9 თებერვალი, 2021 წელი

ერთადერთი მგზავრი, რომლის
გამოც რკინიგზა მუშაობს

14
დაკოპირებულია

ამბავი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს სულის სიღრმემდე შეძრავს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იაპონიის ხელისუფლებისთვის თითოეული მოქალაქის ინტერესები მნიშვნელოვანია. 

 

რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ჰოკაიდოში, კამი-შირატაკის დასახლებაში მდებარე რკინიგზის სადგური მუშაობას ერთადერთი მგზავრის გამო აგრძელებს - სკოლის მოსწავლე გოგონა ამ ადგილზე ყოველდღე მოდის, რათა მატარებლით ქალაქში ჩავიდეს.

სამი წლის წინ კამი-შირატაკის სადგურზე მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა და მენეჯმენტმა სადგურის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ყველა რეისი გაუქმდა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ მოსწავლე გოგონას მატარებელი ყოველდღიურად, ქალაქში ჩასასვლელად სჭირდებოდა და გადაწყვეტილება შეიცვალა. ეს მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მოდერნიზებული ქვეყანაა და იაპონიის კანონები მკაცრია, აქ ადამიანი კვლავაც მთავარ ფასეულობად ითვლება. ქვეყნის ხელმძღვანელობა არავის ივიწყებს და თითოეულ მოქალაქეზე, რაც ამ ქვეყანას განსაკუთრებულს ხდის.

ახლა კამი-შირატაკის მატარებელი დღეში მხოლოდ ორჯერ მოძრაობს: დილის 7:00 საათზე, როდესაც გოგონა სკოლაში მიდის და 17:00 საათზე, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდება.

ძველი რკინიგზა მუშაობას გოგონას სკოლის გრაფიკის შესაბამისად გააგრძელებს, სანამ ის სკოლას დაასრულებს, შემდეგ კი სადგური ისევ დაიკეტება.

ასეთი კეთილშობილური ჟესტით იაპონიის მთავრობამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და ერთსულოვანი მოწონება დაიმსახურა. ახლა ბევრისთვის გასაგები გახდა, რატომ არის ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე მზად, რომ სამშობლოსთვის მოკვდეს.


ესეც საინტერესოა 🔰

რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უცნაური ჰიბრიდი ცხოველები, რომლებიც...

ლეოპონი

როგორ ცხოვრობენ შვედურ „ხრუშჩოვკებშ...

შვედური „ხრუშჩოვკები“
Lamellhus

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით უფრო...

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა,
მით უფრო გრძელი
კონსტიტუცია აქვს

იაპონიის „ყველაზე ხანდაზმულ“ სოფელშ...

გუმას პრეფექტურის სოფელი
ნანმოკუ

10 ებრაული ანდაზა ცხოვრების შესახებ

10 ებრაული ანდაზა
ცხოვრებაზე

პერუში ააშენეს სახლი, რომლის სიგანე...

პერუში ააშენეს სახლი,
რომლის სიგანე 63
სანტიმეტრია

ვარსკვლავები და მათი უცნაური დიეტებ...

რენე ზელვეგერი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები