საკნატუნო ამბები

იაპონიის 10 უცნაურობა

fun time

11:00 ორშ. 18 იანვარი, 2021 წელი

იაპონია - კანონები

14
დაკოპირებულია

თუ ერთ დღესაც მიხვდები, რომ დედამიწაზე შენი ადგილი არაა და დროა, მარსის კოლონიზაციის საკითხს სერიოზულად გადახედო, არ დაგავიწყდეს იაპონია - სხვა პლანეტა დედამიწაზე, ადგილი, რომელიც ანიმეს პერსონაჟად გაქცევს და საერთოდ დაგავიწყებს, რომ ზღაპარში კი არა, მიწაზე ხარ. და მაინც - რა არის ასეთი იაპონიაში?

მაშ ასე - იაპონიის 10 უცნაურობა:

1. იაპონიაში სიმსუქნე კანონით იკრძალება

იაპონელების კვების რაციონის შესახებ, ალბათ გსმენიათ, თუმცა მათი მუდმივად ფორმაში ყოფნა დიეტის დამსახურება სულაც არაა.

2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, მთავრობა 40 წელს გადაცილებულთა წელის ზომას აკონტროლებს. მამაკაცის წელის გარშემოწერილობა 85,09 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ქალების კი - 89,92 სმ-ს. წონის შენარჩუნებაში მოქალაქეებს თავიანთი დამსაქმებლებიც ეხმარებიან და ფიტნეს-ვაუჩერებით ანებივრებენ.

2. იაპონიაში მძღოლი დაჯარიმდება, თუ ფეხით მოსიარულეს წვიმის წყალს შეაშხეფებს

კანონში ასევე ნათქვამია, რომ მანქანებმა წვიმის დროს ტალახის დაფები უნდა დააყენონ ან უფრო ნელა იარონ. ფეხით მოსიარულეებს, კი ასეთი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაშ, ფოტოს გადაღებისკენ მოუწოდებენ. უყურადღებო მძღოლებს 7000 ფუნტ სტერლინგის გადახდა მოუწევთ (.266,24 აშშ დოლარი).

3. იაპონიაში ნაგავს ვერ გადაყრით მაშინ, როცა მოგინდებათ

იაპონიაში ცხოვრება ეკოლოგიური ცხოვრების წესის მიღებას ნიშნავს, რაც თქვენი ნაგვის სახლში დალაგებას და გადამმუშავებელთათვის შენახვასაც გულისხმობს. აქ მრავალი წესის დაცვაა საჭირო, მაგალითად, დაგეგმილ დღეებშიპიკაპის სატვირთო მანქანისთვის ნაგვის გამოტანა.

4. იაპონელი თავის საფოსტო ყუთში შეცდომით ჩაგდებულ მეზობლის წერილს მეზობელს ვერ მისცემს - ეს არალეგალური ქმედებაა

მეზობლისთვის გაგზავნილი წერილი შემთხვევით თუ თქვენს საფოსტო ყუთში აღმოჩნდა, ადრესატისთვის მიცემა ჩვეულებრივი და სასარგებლო საქმეა, მაგრამ ეს საფოსტო კანონის 42-ე მუხლის დარღვევაა. კანონი გამგზავნისა და მიმღების კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით შეიქმნა. თუ თქვენს საფოსტო ყუთში არასწორად გაგზავნილი წერილი აღმოჩნდება, ისევ ფოსტას უნდა გაუგზავნოთ.

5. იაპონიის მოქალაქეებმა მთავრობას უნდა აცნობონ, თუ ისინი ანტრაქტიდაზე აპირებენ გამგზავრებას

მოსახლეობის უმეტესობას არ სჭირდება მთავრობის ინფორმირება მათი შემდეგი სადღესასწაულო დანიშნულების ადგილის შესახებ. იაპონელებს კი ამის გაკეთება უწევთ, თუ ანტარქტიდაზე მიდიან. 1997 წელს იაპონიამ ხელი მოაწერა ანტარქტიდის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ანტარქტიდა დაცული იქნებოდა გარემოსდაცვითი ზიანისგან. ხელშეკრულების ფარგლებში, იაპონია ზღუდავს მოქალაქეების იქ ვიზიტს.

6. თუ იაპონიაში ბარძაყს ან დუნდულებს საჯაროდ გამოაჩენთ, 29-დღიანი პატიმრობა გელოდებათ

ასეთი კანონი 1948 წელს მიიღეს.

7. უკანონოა ალკოჰოლის დაძალება!

იაპონიაში „არ მინდა“ ნიშნავს „არას“.

8. 1960-იან წლებამდე იაპონიაში თეთრი და წითელი მანქანები იკრძალებოდა

ამის მიზეზი ისაა, რომ სახანძრო, პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანებიც ამავე ფერისაა და როგორც ჩანს, ეს მძღოლების დაბნეულობას იწვევდა.

9. იაპონიაში მოქმედებს კანონი ბავშვის სახელის შესახებ - შვილს რასაც გინდა იმას, ვერ დაარქმევ

იაპონელებს სწამთ, რომ ადამიანის სახელი მის მომავალს განაპირობებს. 1997 წელს ერ იაპონურ ოჯახში ბავშვს დაარქვეს სახელი „აკუმა“, რაც „ეშმაკს“ ნიშნავს. ამის გამო მშობლები გაასამართლეს და ბავშვს სახელი შეუცვალეს

10. იაპონიაში სასმელების სახლში დამზადება იკრძალება

თუ სახლში დამზადებულ ნატურალურ ღვინოს აღმოგიჩენენ, 5000 $-ით დაჯარიმდებით ან მოგესჯებათ თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.


წყარო: thesmartlocal.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში