საკნატუნო ამბები

მიკროსახელმწიფოები, რომლებსაც ერთ დღეში მოივლით

fun time

19 წუთის წინ

მიკროსახელმწიფო სამ
მარინო

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში რამდენიმე ათეული პატარა ქვეყანა არსებობს, რომლებსაც საერთაშორისო პოლიტიკასა და გეოგრაფიაში „მიკროსახელმწიფოებს“ უწოდებენ. ჩვეულებრივ, მიკროსახელმწიფოებად მიიჩნევენ ქვეყნებს, რომელთა ფართობი 1 000 კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო მოსახლეობა — 500 000 კაცს არ აღემატება.

მსოფლიოს 195 აღიარებული სახელმწიფოდან დაახლოებით, 25-30 მიკროსახელმწიფოების კატეგორიას მიეკუთვნება.

გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა დასათვალიერებლად 24 საათი სრულიად საკმარისია. თუ მარშრუტს სწორად დაგეგმავთ, ამ ქვეყნების შემოვლას რამდენიმე დღეში შეძლებთ.

გიბრალტარი

ეს ულამაზესი კლდოვანი ნახევარკუნძული ესპანეთის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიად ითვლება. გიბრალტარის მოსახლეობა სულ რაღაც 30 000 ადამიანს შეადგენს.

მენის კუნძული

ირლანდიის ზღვაში მდებარე კუნძულზე 84 000 ადამიანი ცხოვრობს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა ისტორიული მემკვიდრეობაა — ტურისტების უმეტესობა აქ იმისთვის ჩადის, რომ ვიკინგების ეპოქის სული იგრძნოს. გარდა ამისა, მენის კუნძულზე ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რბოლა — Tourist Trophy.

მონაკო

მონაკოს 37 000 მუდმივი მცხოვრები ნამდვილი პოლიგლოტია: ადგილობრივები თავისუფლად საუბრობენ ფრანგულ, იტალიურ, ინგლისურ და საგრაფოს ადგილობრივ ენაზე. ულამაზესი ნავსადგურის, კაზინოებისა და სხვა ღირსშესანიშნაობების წყალობით, მონაკო თანამედროვე მსოფლიოში ფუფუნების მთავარ სიმბოლოდ იქცა.

სან-მარინო

ეს ჯუჯა სახელმწიფო იტალიურ აპენინებში მდებარეობს. სან-მარინომ სუვერენიტეტი 301 წელს, რომის იმპერიისგან მიიღო და მსოფლიოში უძველესი სახელმწიფოს სტატუსით დღემდე ამაყობს. (მთავარ ფოტოზე)

ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინი ევროპის მიკროსახელმწიფოა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და მხოლოდ ორ ქვეყანას — ავსტრიასა და შვეიცარიას ესაზღვრება. მისი ფართობი 160,48 კმ²–ია. საზღვრის სიგრძე კი 76,6 კმ. ქვეყნის მოსახლეობა 37 000 ადამიანს შეადგენს. ის სამეფო ოჯახს ემორჩილება, რომელიც, ზღაპრებისს მსგავსად, მთის მწვერვალზე აღმართულ სასახლეში ცხოვრობს.

ფოლკლენდის კუნძულები

ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორია, რომლის დედაქალაქია პორტ-სტენლი. ფოლკლენდის არქიპელაგი ატლანტის ოკეანეში, სამხრეთი ამერიკის სანაპიროებთან მდებარეობს. ის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფოლკლენდის კუნძულებს და 776 პატარა კუნძულს მოიცავს. აქ პინგვინების პოპულაცია მოსახლეობის რაოდენობას რამდენჯერმე აღემატება, რაც გასაკვირიც არ არის — კუნძულებზე სულ რაღაც სამი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. მოგზაურები აქ ძირითადად საკრუიზო ხომალდებით ჩადიან, ფოლკლენდი ხომ ანტარქტიდისკენ მიმავალ გზაზე ერთგვარ შუალედურ გაჩერებას წარმოადგენს.

ვატიკანი

რომში, წმინდა პეტროს ბაზილიკის არქიტექტურით აღფრთოვანებულმა ტურისტებმა ხშირად არც კი იციან, რომ სულ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. ვატიკანში რომის პაპის ჩათვლით, 900-მდე ადამიანი ცხოვრობს,.

ანდორა

მიკროსახელმწიფო, სადაც 76 000 ადამიანი ცხოვრობს ბარსელონიდან სულ რაღაც სამი საათის სავალზე, პირინეის მთებში, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მდებარეობს. ამ მდიდარი და ძვირად ღირებული კურორტის ოფიციალური ენა კატალონიურია.

მაკაო

მაკაოს ისტორიული ცენტრი იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტადაა აღიარებული და შესაბამისად დაცულია. ეს პატარა სახელმწიფო დიდი ხანია იმისთვის იბრძვის, რომ ჩინეთის ადმინისტრაციულ რეგიონად არ მოიხსენიებდნენ და დამოუკიდებელი სტატუსი შეინარჩუნოს.

კატარი

კატარის ტერიტორია დაახლოებით 9 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უდაბნოს უკავია, კატარს ყოველწლიურად, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ათასობით ტურისტი სტუმრობს.


ყველაზე პატარა ქვეყნების ათეული ფართობის მიხედვით ასე გამოიყურება:

ქვეყანა

ფართობი

მდებარეობა

ვატიკანი

0.49 კვ.კმ

ევროპა (რომის შიგნით)

მონაკო

2.02 კვ.კმ

ევროპა (დასავლეთ)

ნაურუ

21 კვ.კმ

ოკეანეთი

ტუვალუ

26 კვ.კმ

ოკეანეთი

სან-მარინო

61 კვ.კმ

ევროპა (იტალიის შიგნით)

ლიხტენშტაინი

160 კვ.კმ

ევროპა (ცენტრალური)

მარშალის კუნძულები

181 კვ.კმ

ოკეანეთი

სენტ-კიტსი და ნევისი

261 კვ.კმ

კარიბის ზღვა

მალდივები

298 კვ.კმ

აზია (ინდოეთის ოკეანე)

მალტა

316 კვ.კმ

ევროპა (ხმელთაშუა ზღვა)




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ გაჩნდა დაბადების დღის აღნიშვნ...

როგორ გაჩნდა დაბადების
დღის აღნიშვნის ტრადიცია

გაგიმარჯოს! — როგორ გაჩნდა ჭიქების...

როგორ გაჩნდა ჭიქების
მიჭახუნების ტრადიცია

ვინ იყო კაცი, რომელიც ერთდროულად, 2...

ფელა ანიკულაპო კუტი

რატომ ითრევს ჭაობი ადამიანს?

ჭაობები საქართველოში

რატომ გაიზარდა საფრანგეთში სიგარეტზ...

რატომ გაიზარდა
საფრანგეთში სიგარეტზე
მოთხოვნა

რა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის გარ...

რა მნიშვნელობა აქვს
პოლიტიკოსის გარეგნობას?

კარნი-მატა - ტაძარი, სადაც შავ ვირთ...

კარნი-მატას ტაძარი

ბრიტანელების 15 ჩვევა, რომელიც უცხო...

ბრიტანელების 15 ჩვევა,
რომელიც უცხოელებს აოცებს

როგორ ახერხებენ იაპონელები ქალაქებშ...

ქუჩების დასახელებების
თავისებურება იაპონიაში