იცით თუ არა

რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?

fun time

16:00 კვი. 7 თებერვალი, 2021 წელი

იაპონური აღზრდა

14
დაკოპირებულია

იაპონელების შრომისმოყვარეობისა და დისციპლინის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა მათი, როგორც მშობლების, ერთი თვისება...

 

იაპონელი ბავშვები თითქმის არასდროს ჭირვეულობენ, ამის მიზეზი კი აღზრდის განსაკუთრებული ტრადიციაა, რომლის ფესვებს შორეულ წარსულში მივყავართ.

საუკუნეების წინათ იაპონელი დედები სამსახურსა და ბავშვების აღზრდას ერთმანეთს უთავსებდნენ. იმ დროს არც საბავშვო ბაღები არსებობდა და არც ბებია-ბაბუები ისხდნენ სახლში, რომ ბავშვი დაეტოვებინათ, ამიტომ პატარა ყოველთვის და ყველგან დედის გვერდით იყო.
მინდორში სამუშაოდ წასული დედა შვილს სხეულზე ქსოვილის ნაჭრით იმაგრებდა, მუშაობის დროს კი ელაპარაკებოდა და უხსნიდა, რას და რატომ აკეთებდა.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ბავშვი სამყაროს ადვილად შეიცნობდა და ვითარდებოდა.
იაპონელი ქალები დღემდე ბავშვთა აღზრდის ასეთ წესს ამჯობინებენ - სადაც არ უნდა მიდიოდეს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, დედას ბავშვი ყოველთვის თან ახლავს.

სანამ ბავშვი 3 წლის გახდება, იაპონელი დედები სახლში სხედან. მათთვის შვილის ბაგაში მიყვანა ან ბებია-ბაბუასთან დატოვება სამარცხვინოდ მიიჩნევა.

როგორც კი 3 წელი შეუსრულდება, იაპონელებს შვილები საბავშვო ბაღებში მიჰყავთ. სახლშიც და ბაღშიც ბავშვს ასწავლიან, რომ სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ სითბო და მზრუნველობა გამოიჩინოს. უყვარდეს ბუნება და უსულო საგნებიც კი.
მაგალითად, თუ ბავშვმა სათამაშო მანქანა დაამტვრია, დედა არ ეჩხუბება, მაგრამ უხსნის, რომ მან სათამაშოს ტკივილი მიაყენა. მშობლები არასოდეს უწევენ ხმას შვილთან ურთიერთობისას. არ ეჩხუბებიან და არ სცემენ. ამის ნაცვლად, პატარებს თავაზიანად ქცევას ასწავლიან.

რას აკეთებს იაპონელი მშობელი, როცა ბავშვი ცუდად იქცევა?

პასუხი მარტივია - საკუთარ უკმაყოფილებას ის ინტონაციით და მზერით გამოხატავს. იაპონელი ბავშვი ზუსტად ხვდება, როდისაა მშობელი ნაწყენი და ამ დროს, მას დანაშაულის გრძნობა უჩნდება.

ამომავალი მზის ქვეყანაში ბავშვები მშობლების სითბოთი და სიყვარულით გარემოცულნი იზრდებიან. მშობლის მიდგომა ასეთია: ყოველთვის წაახალისოს ბავშვის კარგი ქცევა ღიმილით, სიტყვით, ჩახუტებით; წაახალისოს ბავშვის ბავშვის დამოუკიდებლობა და მისცეს მას სამყაროს შეცნობის საშუალება; ყოველთვის გაცილებით მეტჯერ შეაქოს, ვიდრე - უსაყვედუროს;

ამას მეცნიერულად „პოზიტიური აღზრდა“ ეწოდება. ეს მეთოდი კარგად მუშაობს ნებისმიერ ბავშვთან, რა ხასიათისაც არ უნდა იყოს ის. პოზიტიური აღზრდის პრინციპი ის არის, ბავშვთან ურთიერთობაში უფრო მეტია მოწონება, შექება, ნდობის გამოხატვა და სხვა., შედეგად კი მშობლის ნებისმიერი მინიმალური საყვედური თუ მსუბუქი გაფრთხილებაც კი, რომლის დანიშნულებაა ბავშვის ქცევის კორექცია განსაზღვრულ რთულ სიტუაციებში, გაცილებით კარგად მუშაობს.

იაპონელმა მშობელმა იცის, რომ მკაცრი დასჯით ვერ აღკვეთს დაუშვებელ ქცევას და, უბრალოდ, ბავშვი უფრო ფრთხილად „ჩაიდენს დანაშაულს“, უფრო უკეთ წაშლის დანდაშაულის კვალს. ანუ ის უფრო ფრთხილი გახდება და არა - უფრო პასუხისმგებლიანი.

საუკუნეების გამოცდილებამ კი გვაჩვენა, რომ „პოზიტიური აღზრდა“ დაუჯერებლად ეფექტურია და მშობლებს კანონმორჩილი, თავაზიანი და კარგი ადამიანების გაზრდაში ეხმარება.

ფოტო Alexander Schimmeck


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი

მაცუტაკე - ძვირად ღირებული სოკოს სა...

სოკო მაცუტაკე

რატომ არის კალათბურთის ბურთი ნარინჯ...

რატომ არის კალათბურთის
ბურთი ნარინჯისფერი?

რატომ არის გველი მედიცინის სიმბოლო?

მედიცინის სიმბოლო
მითოლოგიაში

სისხლის ჯგუფი და ადამიანის ხასიათი

სისხლის ჯგუფი და
ადამიანის ხასიათი

წავიდა ცისარტყელაზე - რატომ მოიხსენ...

წავიდა ცისარტყელაზე -
ფრაზის განმარტება

„ნიშანი ზემოდან“ - რას უნდა ველოდეთ...

რას უნდა ველოდეთ, თუ
კვერცხში ორი გულია

ქვეყნები, სადაც წელიწადის 6 დროა

ქვეყნები, სადაც წელიწადის
6 დროა