იცით თუ არა

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანეს წყნარი?

fun time

14:55

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?

14
დაკოპირებულია

ოკეანეების ამოუცნობი ბუნება მკვლევრებსა და მოგზაურებს ყოველთვის იზიდავდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საინტერესო დედამიწის უდიდესი და უღრმესი წყნარი ოკეანეა.

სახელი თითქოს მის ბუნებას ეწინააღმდეგება, რადგან, წყნარად წოდებული ოკეანე ხშირად მძვინვარებს და ზოგჯერ უდიდეს კატასტროფებსაც იწვევს.

მაშინ რატომ უწოდეს წყნარი იმ ოკეანეს, სადაც უამრავი გრიგალი და ცუნამი იბადება?

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ცოტა ხნით შორეულ წარსულში გადავინაცვლოთ, იმ დროს, როდესაც წყნარი ოკეანე მკვლევრებმა პირველად აღმოაჩინეს.

პირველ ევროპელად, ვინც ამ უსასრულო წყლების ხედით მოიხიბლა, ესპანელი მკვლევარი - ვასკო ნუნიეს დე ბალბოა მიიჩნევა. იმ დროისთვის ზღვისა და ოკეანის მასშტაბებზე წარმოდგენა საკმაოდ ზოგადი იყო, თანაც ბალბოამ არ იცოდა, რომ მის წინაშე უზარმაზარი ოკეანე იყო, ამიტომ მას „სამხრეთის ზღვა“ უწოდა.

მოგვიანებით, ისტორიამ ეს შეცდომა გამოასწორა. როდესაც პორტუგალიელი მეზღვაური, ფერნანდ მაგელანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაემგზავრა, მისმა მარშრუტმა ჯერ კიდევ უცნობ წყნარ ოკეანეზე გაიარა. მაგელანს და მის გუნდს ძალიან გაუმართლა - წინამორბედებისგან განსხვავებით, ისინი შტორმებს არც ერთხელ არ შეჯახებიან.

როდესაც მაგელანის გემი ოკეანის წყლებს მიაპობდა, კაპიტანმა სრულად შეიგრძნო ამ სივრცის სიმშვიდე და სილამაზე. სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ამ ოკეანეს ლამაზი და კეთილგანწყობილი სახელი შეეფერებოდა. ასე გაჩნდა „წყნარი ოკეანე“ — სახელი, რომელიც შთაბეჭდილებასთან ერთად, მეზღვაურთა სურვილსაც გამოხატავდა, რომ მის წყლებში მოგზაურობა მშვიდობიანი ყოფილიყო.

წყნარი ოკეანის სახელის ისტორია იმის შესანიშნავი მაგალითია, რომ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მატყუარა იყოს და ჭეშმარიტი სახის დასანახად საგანს სხვადასხვა მხრიდან უნდა შევხედოთ.

ესეც საინტერესოა:

კოლუმბს ამერიკის აღმოჩენის სანაცვლოდ არაფერი მიუღია

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და ატლანტის ოკეანეების წყლები?

დედამიწაზე შეიძლება ახალი ოკეანე წარმოიქმნას, რომელიც აფრიკის ნაწილს „ჩაყლაპავს“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ უწოდებენ იაპონიას ამომავალი მ...

რატომ უწოდებენ იაპონიას
ამომავალი მზის ქვეყანას?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყე...

ცისარტყელას ფერები

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?