იცით თუ არა

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხებზე“?

fun time

16:50 შაბ. 18 აპრილი

ქოხი ქათმის ფეხებზე

14
დაკოპირებულია

თუ ფიქრობთ, რომ „ქათმის ფეხებზე“ მდგარი ქოხი მხოლოდ ზღაპრებში გვხვდება, ცდებით. ძველად, სკანდინავიასა და ძველ რუსეთში ბევრგან ნახავდით ხიმინჯებზე ან ხის კუნძებზე შემდგარ სახლებს, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ ან მოსავალს ინახავდნენ.

შვედეთსა და ნორვეგიაში დღესაც ნახავთ „ქათმის ფეხებზე“ მდგარ XVIII საუკუნის შენობებს. მოსკოვში, დაჭაობებულ ადგილას, კუნძებზე იდგა ხის ეკლესია, სახელად „ნიკოლა ქათმის ფეხებზე“, რომელმაც ეს სახელი ქვის შენობის აგების შემდეგაც კი შეინარჩუნა.

გვერდიდან თუ შეხედავდით, ასეთი საყრდენები მართლაც ქათმის ფეხებს წააგავდა. არქიტექტურული თვალსაზრისით, „ქათმის ფეხები“ რთული კლიმატური პირობებისთვის გენიალური გადაწყვეტა იყო:

ვენტილაცია და ნესტი: დაჭაობებულ ან ძალიან ნესტიან ტყეებში სახლის პირდაპირ მიწაზე დადგმა ნიშნავდა, რომ ხე 2-3 წელიწადში დალპებოდა. მიწასა და იატაკს შორის სივრცე ჰაერის მუდმივ მოძრაობას ქმნიდა, რაც ხეს სიმშრალეს უნარჩუნებდა.

მცურავისაძირკველი: ყინვის დროს ნიადაგი ფართოვდება და იკუმშება. ხიმინჯებზე შემდგარი სახლი ამ მოძრაობების მიმართ უფრო მდგრადია, ვიდრე მყარი საძირკველი, რომელიც შეიძლება დასკდეს.

დაცვა დაუპატიჟებელი სტუმრებისგან: „ქათმის ფეხებზე“ მდგარ ბეღლებსა და საწყობებს ბოძის ზედა ნაწილში ხშირად სპეციალურ გადასასვლელებს უკეთებდნენ. ეს მღრღნელებს ხელს უშლიდა, რომ ზემოთ ასულიყვნენ და მარაგი გაენადგურებინათ.

ხის ბოძებს, რომლებზეც სახლს დგამდნენ, კვამლით ან ცეცხლით ამუშავებდნენ, რათა ნესტს და მწერებს არ დაეზიანებინა.

***

შენების ეს ხერხი საინჟინრო ტექნოლოგიების გარდა, სიმბოლიზმსაც მოიცავდა. მითოლოგიაში ეს ქოხი მხოლოდ საცხოვრებელი კი არა, ერთგვარი „ფანჯარაა“ ცოცხლებისა და მკვდრების სამყაროს შორის.

ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ასეთი სახლების შენება ძველ წეს-ჩვეულებებს უკავშირდება, როდესაც წინაპრების ნეშტს მიწაში კი არ მარხავდნენ, არამედ მაღალ ბოძებზე შემდგარ პატარა სახლებში ასვენებდნენ. ეს „ჰაეროვანი სამარხები“ სულებს ეხმარებოდა, რომ ზეციურ სამყაროში გადასულიყვნენ.

სლავურ ფოლკლორში ითვლებოდა, რომ ზღაპრული გმირი ბაბა-იაგა „მიცვალებულთა სამეფოს“ კარიბჭესთან ცხოვრობდა. მის ქოხს წინა მხარეს ფანჯრები და კარი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ უკან - გარდაცვლილების სამეფოსკენ იყურებოდა. როდესაც ასეთი ქოხი უკნიდან წინა მხარეს ბრუნდება, ის ადამიანისთვის ერთგვარ კარიბჭეს ხსნის.

„ქათმის ფეხებზე“ მდგარი სახლი მხოლოდ სლავური თუ სკანდინავიური ფენომენი არ არის. ინდონეზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში სახლები ხიმინჯებზე (stilt houses) არა სიცივის, არამედ წყალდიდობებისგან თავის დასაცავად იდგა. იაპონიაში ტრადიციული ბეღლები, სახელად „აზეკურა“, მიწის ზედაპირიდან საკმაოდ მაღლა შენდებოდა, რათა ჰაერის მოძრაობას ბრინჯი და სხვა პროდუქტები ნესტისგან დაეცვა.

***

მსგავსი კონსტრუქციები თანამედროვე მშენებლობაში დღესაც გამოიყენება, განსაკუთრებით პერმაფროსტის (მრავალწლიანი მზრალობის) ზონებში. იქ სახლებს მიწაზე ვერ აგებენ, რადგან შენობის სითბო ნიადაგს გაალღობს და სახლი ჩაიძირება. ამიტომ, მათ „ფეხებზე“ დგამენ, ოღონდ ახლა ხის კუნძების ნაცვლად, რკინა-ბეტონის ხიმინჯებს იყენებენ.

ასე რომ, „ქათმის ფეხებზე“ მდგარი ქოხი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფი კი არა, რეალური არქიტექტურული და მითოლოგიური ტრადიციების ანარეკლია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები