იცით თუ არა

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახელმწიფო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ

fun time

16:03

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

14
დაკოპირებულია

იცით თუ არა, რომ აშშ-ის 8 შტატში სახელმწიფო თანამდებობებზე ათეისტების ყოფნა კონსტიტუციით აკრძალულია? გამოკითხვების თანახმად, ამერიკელების ნახევარი ათეისტ პრეზიდენტს ხმას არ მისცემს, რადგან მათთვის ღვთის რწმენა ადამიანის ზნეობის ერთ-ერთი მთავარი საზომია.

ნახეთ შტატების ჩამონათვალი, სადაც ათეისტების სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნა აკრძალულია.

არკაზასი

არკანზასის მოსახლეობის თითქმის 80% ქრისტიანია. არკანზასის კონსტიტუციის მე-19 მუხლში ვკითხულობთ:

„არცერთ პირს, რომელიც უარყოფს ღვთის არსებობას, არ აქვს უფლება, ეკავოს რაიმე თანამდებობა ამ შტატის სამოქალაქო უწყებებში და იყოს კომპეტენტური ნებისმიერ სასამართლოში ჩვენების მისაცემად “.

მერილენდი

მერილენდში ქრისტიანები მოსახლეობის, დაახლოებით, 70%-ს შეადგენენ. მერილენდის კონსტიტუციის 37-ე მუხლში წერია:

„ამ შტატში ადამიანს თანამდებობის დასაკავებლად არანაირი რელიგიური შემოწმება არ მოეთხოვება, გარდა ღვთის რწმენის აღიარებისა. საკანონმდებლო ორგანოს არ აქვს უფლება, დააწესოს რაიმე სხვა ფიცი, წინამდებარე კონსტიტუციით გათვალისწინებულის გარდა“.

მისისიპი

მისისიპში მოსახლეობის 83% ქრისტიანია. მისისიპის კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს:

„ამ შტატში არცერთ პირს, რომელიც ღმერთის არსებობას უარყოფს, არ აქვს უფლება ეკავოს რაიმე თანამდებობა“.

ჩრდილოეთ კაროლინა

ჩრდილოეთ კაროლინაში მოსახლეობის 77% ქრისტიანია. ამ შტატის კონსტიტუციის მე-6 მუხლი ამბობს:

„ნებისმიერ პირს, რომელიც უარყოფს ყოვლისშემძლე ღვთის არსებობას, უნდა ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება“.

პენსილვანია

პენსილვანიაში მოსახლეობის 71% ქრისტიანია. პენსილვანიის კონსტიტუციის პირველი მუხლი ადგენს:

„პირს, რომელიც აღიარებს ღვთის არსებობას და მომავალ საზღაურსა თუ სასჯელს (future rewards and punishments), არ შეიძლება ჩამოერთვას უფლება, დაიკავოს რაიმე თანამდებობა“.

პენსილვანიის კანონის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასში გაწერილია მხოლოდ მორწმუნეთა უფლებების დაცვა და არა - ათეისტების.

სამხრეთ კაროლინა

სამხრეთ კაროლინაში ქრისტიანები შტატის მთლიანი მოსახლეობის 78%-ს შეადგენენ. ამ შტატის კონსტიტუციის მე-17 მუხლში წერია:

„წინამდებარე კონსტიტუციის შესაბამისად, არცერთ პირს, ვინც უარყოფს უზენაესის არსებობას, არ აქვს უფლება ეკავოს რაიმე თანამდებობა “.

ტენესი

ტენესის შტატში მოსახლეობის 82% ქრისტიანია. ტენესის კონსტიტუციის მე-9 მუხლი ადგენს:

„არცერთ პირს, ვინც უარყოფს ღვთის არსებობას ან მომავალ საზღაურსა თუ სასჯელს, არ აქვს უფლება, ეკავოს რაიმე თანამდებობა ამ შტატის სამოქალაქო უწყებებში“.

ამ შტატში, ათეისტების გარდა, სახელმწიფო თანამდებობების დაკავება არ შეუძლიათ სასულიერო პირებსა და რელიგიურ ლიდერებს, რათა საჯარო მოხელე ძირითად საქმიანობას არ მოცდეს.

ტეხასი

ტეხასში მოსახლეობის 77% ქრისტიანია. ტეხასის კონსტიტუციის პირველი მუხლი ამბობს:

„არ შეიძლება ადამიანის გათავისუფლება თანამდებობიდან მისი რელიგიური შეხედულებების გამო, იმ პირობით, თუ ის აღიარებს ღმერთის არსებობას“.

***

ცნობისათვის — ცალკეული შტატის კონსტიტუცია იერარქიულად, ქვეყნის კონსტიტუციაზე დაბლა დგას. აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორება და მე-6 მუხლი ზღუდავს ცალკეული შტატების უფლებას, არ დაუშვან ათეისტები სახელმწიფო თანამდებობებზე, თუმცა ბევრ შტატში ისინი საზოგადოებრივი აზრის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საკუთარი უფლებების დასაცავად მათ აშშ-ის უზენაესი სასამართლოსთვისაც კი მიუმართავთ.

***

აშშ-ს დროშის დიზაინი სკოლის მოსწავლემ შექმნა

უცნაური კანონები აშშ-ს შტატებსა და ქალაქებში

დასახლება დედამიწაზე, სადაც გარდაცვალება კანონით არის აკრძალული


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?