იცით თუ არა

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ? — 13 საინტერესო ფაქტი ყურის შესახებ

fun time

15:25

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?

14
დაკოპირებულია

ყური ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე რთული ორგანოა, რომელიც არა მხოლოდ სმენაზე, არამედ წონასწორობაზეც პასუხს აგებს. ის სამი ნაწილისგან: გარეთა, შუა და შიდა ყურისგან შედგება, თუმცა ჩვენ მხოლოდ გარეთა ყურს ვხედავთ.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ყურის შესახებ:

მამაკაცებს ქალებზე ცუდად ესმით?

ძლიერი სქესის წარმომადგენლები სმენის დაქვეითების პრობლემას ქალებზე ხშირად აწყდებიან. საქმე ისაა, რომ მამაკაცები ხშირად ირჩევენ პროფესიებს, სადაც მაღალი ხმაურია, რაც ხშირად სმენის ორგანოს აზიანებს.

ხმამაღალი მუსიკა

რა თქმა უნდა, მუსიკა სმენისთვის საზიანო არ არის. პრობლემები მხოლოდ ხმამაღალი მუსიკის დროს იწყება, რომელიც კლუბებში, პაბებში თუ ყურსასმენებში ისმის. სხვათა შორის, ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა ყურში ბაქტერიების რაოდენობას 700-ჯერ ზრდის.

ყური ავისით იწმინდება

ყურის არხში არსებული ფორები გამოყოფენ გოგირდ ცერუმენს, რომელიც ყურს მტვრის, ბაქტერიებისა და მწერებისგან იცავს. ყური ისე მოწყობილი, რომ წვრილი ბუსუსები (წამწამები) გოგირდს ყურიდან გარეთ გამოდევნიან, ამიტომ ყურების ჩხირებით გაწმენდა ხშირად საზიანოა

სახიფათო დეციბელები

ყველაზე სუსტი ბგერის დონე, რომლის გაგონებაც ადამიანს შეუძლია, 0 დეციბელს შეადგენს. რეაქტიული ძრავის ხმის დონე 120 დეციბელია, ხოლო თოფის გასროლის — 140 დეციბელი. 8 საათის განმავლობაში 90 დეციბელზე მაღალი ხმაურის მოსმენამ შეიძლება თქვენი სმენა დააზიანოს. ყველაფერი, რაც 140 დეციბელს აჭარბებს, მყისიერ დაზიანებას იწვევს.

სმენის დაქვეითება

60 წლისა და უფროსი ასაკის ხუთი ადამიანიდან დაახლოებით სამი სმენის დაქვეითების ამა თუ იმ ფორმას აწყდება. აქედან 40 პროცენტს კი სმენის აპარატი სჭირდება.

ტალღების ხმა ნიჟარაში

ტალღების ხმა, რომელიც ზღვის ნიჟარის ყურზე მიდებისას გვესმის, სინამდვილეში ოკეანე კი არა, ყურის ვენებში სისხლის მოძრაობის ხმაა.

ყურის ინფექციები

ყურში მოხვედრილმა წყალმა შესაძლოა სმენის დაქვეითება გამოიწვიოს. ეს ყველაზე ხშირად ბავშვებში ხდება და შესაძლოა მტკივნეული ინფექციის მიზეზი გახდეს. ინფექციის განკურნება ადვილია, თუმცა მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

სმენა და წონასწორობა

ყურები წონასწორობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. შიდა ყურში არის სითხით სავსე ორგანო, რომელსაც ვესტიბულური აპარატი ეწოდება. ის წონასწორობის შენარჩუნებაში გვეხმარება და სივრცეში ჩვენი მდებარეობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის. სწორედ ამიტომ, ყურის ინფექციის დროს ზოგიერთ ადამიანს წონასწორობის დაცვა უჭირს.

სპორტი და ყურის ნიჟარის დეფორმაცია

მოკრივეების და მორაგბეების ყურის ნიჟარა ხშირად ყვავილოვან კომბოსტოს წააგავს. ეს მაშინ ხდება, როდესაც ყურის გარეთა ხრტილი, რომელიც ძვლებს არ შეიცავს, მრავალჯერად დაზიანებას განიცდის.

ყურის ბიბილოები

ყურის ბიბილოები ზრდას არასოდეს წყვეტენ. ასაკთან ერთად, გრავიტაციის გავლენით, ყურის ბიბილოები და ცხვირი მცირედით, მაგრამ მუდმივად იზრდებიან.

ყველაზე პატარა ძვლები

ადამიანის სხეულში ყველაზე პატარა ძვლები შუა ყურში მდებარეობს. ესენია: უზანგი, გრდემლი და ჩაქუჩი. ისინი იმდენად პატარაა, რომ სამივე ერთად ცერა თითის ძვალზე პატარაა.

სმენა 24/7-ზე მუშაობს

თვალებისგან განსხვავებით, რომლებსაც ვხუჭავთ, ყურები მუდმივად მუშაობენ, მაშინაც კი, როცა გვძინავს. უბრალოდ ტვინი ბგერების დამუშავებას წყვეტს, მაგრამ ყური მათ მიღებას მაინც განაგრძობს.

უნიკალურობა

თითის ანაბეჭდების მსგავსად, ადამიანის ყურის ნიჟარის ფორმაც უნიკალურია, შესაბამისად, დედამიწაზე ორ ერთნაირ ყურს ვერ ნახავთ.

***

როგორ გაჩნდა გამოთქმა „კედლებსაც ყურები აქვს“?

საზღვაო ცრურწმენები - რატომ ატარებდნენ მეკობრეები საყურეს?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeaker ან ყურსასმენები ტელეფონის მავნე ზემოქმედებას ამცირებს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა