იცით თუ არა

საზღვაო ცრურწმენები - რატომ ატარებდნენ მეკობრეები საყურეს?

fun time

16:00 ორშ. 13 თებერვალი, 2023 წელი

საზღვაო ცრურწმენები

14
დაკოპირებულია

კინოსა და ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა ეპოქის მეკობრეების აღწერას. ჩვენამდე მოღწეული ისტორიული წყაროების დამსახურებით საზღვაო ყაჩაღის სრულყოფილი სახე ჩამოყალიბდა - ახვეული თვალი, ხის ფეხი, ძვირფასეულობის ასხმა და მხარზე თუთიყუში. მასიური ოქროს საყურე აუცილებელ აქსესუარად ითვლებოდა. „ზღვის მგლებისთვის“  ეს განსაკუთრებული ნივთი იყო, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა.

XVII-XVIII საუკუნეების მეკობრეების ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ზოგიერთ მეცნიერს კარგად აქვს შესწავლილი საზღვაო წეს-ჩვეულებები - რას ჭამდნენ, რა ეცვათ და რას მღეროდნენ ზღვების დამპყრობლები. ასევე ის, თუ რა იყო მეკობრეების საყურის ნამდვილი დანიშნულება.

შავი დღისთვის

საქმე ის გახლავთ, რომ „ზღვის მგლების“ ბედი ხშირად შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული. ყაჩაღთა ცხოვრებაში გემის ჩაძირვა, ტყვეობა და სხვა ტრაგიკული სიტუაციები იშვიათობა არ ყოფილა. ასეთ დროს მეკობრეს მხოლოდ იმ ნივთების იმედად ყოფნა შეეძლო, რომელიც თან ჰქონდა.

ოქრო ყოველთვის ღირებული იყო, ამიტომ გასჭირში ჩავარდნილ მეკობრეს ყოველთვის შეეძლო საყურის გაყიდვა ან საჭირო ნივთში გაცვლა. ამასთან, ყურზე ჩამოკიდებული სამკაული უფრო რთული მოსაპარი იყოს.

ოქროს საყურეს რანგით მაღლა მდგომი მეკობრეები ატარებდნენ, „წვრილფეხობა“ კი ვერცხლით ან ბრინჯაოთი კმაყოფილდებოდა.

წარმატებისთვის

რაც უფრო საშიში და არაპროგნოზირებადია ადამიანის ცხოვრება, მით უფრო მიდრეკილია ცრურწმენისკენ. ცრურწმენების რაოდენობის მხრივ მეკობრეებს ვერავინ შეედრება. მათ სწამდათ, რომ ოქროს საყურეს ბრძოლაში წარმატება მოაქვს და ზღვის სიღრმეში სიკვდილისგან იცავს.

გაპატიოსნებისთვის

ზოგი მკვლევრის აზრით, ძვირფასი ლითონისგან დამზადებულ საყურეს მეკობრე საკუთარი დაკრძალვის საფასურად ინახავდა. სხეულზე დაკიდებული სამკაული ერთგვარი სადაზღვევო პოლისი იყო - მეკობრეს სწამდა, რომ ადამიანი, რომელიც ზღვის ნაპირზე გამორიყულ გვამს ნახავდა, საყურეს მისი ღირსეული დაკრძალვისთვის გამოიყენებდა.

ზოგი ყაჩაღი კიდევ უფრო წინდახედული იყო და საყურეზე თავის სახელს და იმ პორტის მისამართს აწერდა, სადაც დაკრძალვა სურდა. მას იმედი ჰქონდა, რომ პატიოსანი ადამიანები მის გვამს სამშობლოში გაგზავნიდნენ. მე-18 საუკუნეში ერთი ოქროს საყურე სრულიად საკმარისი იყო ცხედრის გაგზავნის ან დაკრძალვის საფასურის გადასახდელად.

პროტესტის დემონსტრირებისთვის

დაბოლოს, XVII-XVIII საუკუნეებში ევროპის ქვეყნებში ჩაცმულობაზე მკაცრი დრესკოდი არსებობდა. ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიასა და პორტუგალიაში არისტოკრატების მიერ გამოცემული დისკრიმინაციული კანონების თანახმად, დაბალი ფენის ადამიანებს „ფუფუნების ნივთების“ ტარების უფლება არ ჰქონდათ.

კოლონიალურ ამერიკაში 1634 წელს მიიღეს კანონი, რომელიც 200 ფუნტზე ნაკლები ფულის მქონე ადამიანს მაქმანის საყელოს, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ღილებისა და ბალთების, ოქროს ბეჭდებისა და საყურეების ტარებას უკრძალავდა.
ძვირფასი საყურე მეკობრის ყურში ერთგვარი პროტესტი იყო. მეკობრე იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ კანონის მიღმა იყო და სულელურ წესებს უგულებელყოფდა.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ავოკადო ბუნებრივი საღებავია - არ გა...

ავოკადო - ბუნებრივი
საღებავი

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის ნათესავი, რომ...

გიმპი-გიმპი - ჭინჭრის
ნათესავი

4 ნივთი, რომლის ბორტზე ატანას მსოფლ...

თვითმფრინავის ბორტზე
აკრძალული ნივთები

რამდენ ხანს ცოცხლობს და როდის კვდებ...

რამდენ ხანს ცოცხლობს და
როდის კვდება ღვინო?

რა მოხდება, თუკი კატა „ულვაშს დაკარ...

რა მოხდება, თუკი კატა
„ულვაშს დაკარგავს“?

ვინ აკრძალა ინდურ ფილმებში კოცნა? -...

ფილმი „ბობი“

რას ნიშნავს ნიანგის ცრემლები და როგ...

რას ნიშნავს ნიანგის
ცრემლები

მამაკაცის ფიზიოგნომიკა - როგორ ამოვ...

მამაკაცის ფიზიოგნომიკა

გავიალი - ნიანგის ერთადერთი სახეობა...

გავიალი - ნიანგის
ერთადერთი სახეობა,
რომელიც ადამიანს არ ერჩის