იცით თუ არა

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფორმის მინის ჭიქებიდან?

fun time

16:00 ორშ. 18 აგვისტო, 2025 წელი

თურქული ჩაის კულტურა

14
დაკოპირებულია

თურქებისთვის ჩაი ძალიან მნიშვნელოვანი სასმელია, რომელსაც ყველგან და ნებისმიერ ხელსაყრელ სიტუაციაში სვამენ, მაგრამ  არა ფინჯნით, როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული, არამედ არმუდუს ჭიქებით. 

თურქული ჩაის ჭიქა არმუდუ შეიძლება იყო სხვადასხვა მასალის: ფაიფურის, თიხის, ვერცხლის... ყველაზე პოპულარული კი მინა და ბროლია - გამჭვირვალე მასალა ჩაის ფერის დანახვის საშუალებას იძლევა. ჭიქის შევიწროებულ ქვედა ნაწილში სითხე მაქსიმალურად დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას, ხოლო ზემო ნაწილი გაფართოებულია იმისთვის, რომ ჩაის მოყვარულმა ხელი არ დაიწვას.

***

არმუდუდან ჩაის დალევის ტრადიცია ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიაში დაიწყო. მანამდე თურქები ძირითადად, ყავას მიირთმევდნენ, მაგრამ აღმოსავლეთიდან ჩაის შემოტანის შემდეგ ის მათ საყვარელ სასმელად იქცა. თურქები ყავას პატარა ფინჯნებით მიირთმევდნენ, რომლებიც ჩაისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა, ამიტომ მინის ოსტატებმა ჭიქების ფორმა სპარსეთიდან და კავკასიიდან გადაიღეს და მათი თურქეთში წარმოება დაიწყეს.

თურქულ ენაზე „არმუდუ“ მსხალს ნიშნავს, თუმცა ეს ჭიქა ტიტასაც გვაგონებს, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სიმშვიდის სიმბოლო იყო, ხოლო თანამედროვე თურქეთში მეგობრობასა და სიყვარულთან ასოცირდება.
თურქებისთვის ჩაი — სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა, ამიტომაც ჩაის სმა არა მხოლოდ ჩვევა, არამედ ურთიერთობისა და სიახლოვის გამოხატვის საშუალებაა.

მინის მრეწველობის განვითარებამ უჩვეულო ფორმის ჭიქების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მანამდე სქელი მინის, სახელურიან ჭიქებს ამზადებდნენ, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მწარმოებლებმა თხელი მინის ჭიქების კეთება დაიწყეს. ჭიქებს სახელურები მოაშორეს და შუაში დაავიწროვეს, რათა ხელში დაჭერა უფრო მოსახერხებელი გამხდარიყო.

***

არმუდუს პატარა ლამბაქზე დებენ, სადაც შაქრისთვის პატარა კოვზიც დევს, თუმცა თურქეთში ჩაის შაქრით იშვიათად ატკბობენ და სასმელს კანფეტს ან სხვა ტკბილეულს აყოლებენ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა