იცით თუ არა

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით — რატომ არ უნდა მოკლათ მრავალფეხა?

fun time

16:33

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

14
დაკოპირებულია

სახლის ტუჩფეხიანი (Scutigera coleoptrata), იგივე მრავალფეხა მოყვითალო-ნაცრისფერი, სახლისთვის მეტად სასარგებლო ფეხსახსრიანია, რომელიც სახლის მავნებლებით: ბუზებით, ტარაკნებით, ჩრჩილით და რწყილებით იკვებება. მოკლედ, თქვენი სახლის მავნებლებს „უფასოდ და ქიმიის გარეშე“ ებრძვის.

მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად მწერად მოიხსენიებენ, მრავალფეხა ბიოლოგიურად ფეხსახსრიანთა კლასს მიეკუთვნება. მწერებს მხოლოდ 6 ფეხი აქვთ, ზრდასრულ მრავალფეხას კი — 15 წყვილი (ანუ 30 ფეხი).

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს სახლის ტუჩფეხიანის სასარგებლო თვისებების შესახებ:

ბუნებრივი ინსექტიციდია: იკვებება მავნე მწერებით: ბუზებით, ტარაკნებით, რწყილებით, ჩრჩილით და ობობებით.

ადამიანისთვის უსაფრთხოა: მიუხედავად იმისა, რომ წინა ფეხებზე შხამიანი მარწუხები აქვს, ადამიანის კანის გახვრეტას არ შეუძლია.

ხშირად ამბობენ, რომ მრავალფეხა საშიშია, მაგრამ სინამდვილეში, მისი „კბილები“ იმდენად სუსტია, რომ ადამიანის კანზე უბრალოდ უცურდება. თუ თავდაცვისას კბენა მაინც მოახერხა, შეგრძნება ფუტკრის ნესტარზე ბევრად სუსტი იქნება.

ინტერიერს არ აფუჭებს: სხვა „სტუმრებისგან“ განსხვავებით, სახლის ტუჩფეხიანი არ ღრღნის ავეჯს, არ ჭამს პროდუქტებს და ტანსაცმელს არ აზიანებს.

ნადირობისას მისი სიჩქარე წამში 40 სმ-ს აღწევს, რაც მსხვერპლს შანსს არ უტოვებს. ასეთი სისწრაფე მხოლოდ კუნთების დამსახურება არ არის. მრავალფეხას ძალიან განვითარებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა და ჟანგბადის მიწოდების მექანიზმი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, ასეთი პატარა სხეულით თავის სამყაროში „ფორმულა 1“-ის სიჩქარე განავითაროს.

თვალში არ გეჩხირებათ: სახლის ტუჩფეხიანი, ძირითადად, ღამის ცხოვრებით ცხოვრობს, ამიტომ თვალში იშვიათად მოგხვდებათ.

არ გადააქვს ინფექციები: ბუზებისა და ტარაკნებისგან განსხვავებით, სახლის ტუჩფეხიანებს არ გადააქვთ ინფექციები და დაავადებებს არ ავრცელებენ.

ის მონადირეა და არა პარაზიტი: არ იკვებება ოთახის ყვავილებით ან ნარჩენებით და მხოლოდ ცოცხალი ნადავლი იზიდავს. მრავალფეხა ძალიან „აზარტული“ მონადირეა. თუ ერთდროულად რამდენიმე მსხვერპლს წააწყდება, შეუძლია ერთი დაიჭიროს და შეჭამოს, დანარჩენები კი სანამ პირველს არ დაამთავრებს ფეხებით დააკავოს („დაარეზერვოს“).

ძალიან სუფთა არსებაა: გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მრავალფეხა ძალიან სუფთა არსებაა. ნადირობის შემდეგ ის თავისი 30-ვე ფეხის გასუფთავებაში დიდ დროს ატარებს, რათა მტვერი და ნებისმიერი ნარჩენი მოიშოროს.

და კიდევ:

მისი გამოჩენა იმის ნიშანია, რომ სახლში სხვა მავნებლებიც გყავთ, რომლებსაც ის თქვენ ნაცვლად ებრძვის.

საინტერესოა, რომ მრავალფეხას ფეხები სხეულის ბოლოდან თავისკენ თანდათან მოკლდება. ბოლო წყვილი ფეხი ყველაზე გრძელია (ხშირად სხეულზე გრძელიც კი) და ანტენებს ჰგავს. ეს მრავალფეხას ეხმარება, რომ სირბილის დროს საკუთარ ფეხებში არ აიხლართოს.

ავტოტომია — გადარჩენის ტაქტიკა. თუ მრავალფეხას მტაცებელი (მაგალითად, ჩიტი) ფეხში ჩაავლებს, მას შეუძლია ფეხი მოიწყვიტოს და გაიქცეს. მოწყვეტილი ფეხი კიდევ რამდენიმე ხანს აგრძელებს მოძრაობას, რაც მტერს აბნევს. მორიგი კანის გამოცვლისას (მოლტინგი) მრავალფეხას დაკარგული ფეხი ხელახლა ეზრდება.

სხვა მრავალფეხებისგან განსხვავებით, რომლებსაც ხშირად სუსტი მხედველობა აქვთ ან თვალები საერთოდ არ აქვთ, მრავალფეხას რთული, ფასეტური თვალები აქვს, რაც მას შესანიშნავ მონადირედ აქცევს.

სხვა მცირე ზომის არსებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე თვეს ცოცხლობენ, სახლის მრავალფეხას შეუძლია 3-დან 7 წლამდე იცოცხლოს, რაც ფეხსახსრიანებისთვის საკმაოდ დიდი დროა.

სახლის ტუჩფეხიანი 30 ფეხით არ იბადება. კვერცხიდან გამოჩეკილს მხოლოდ 4 წყვილი (8 ცალი) ფეხი აქვს, თუმცა ყოველი მომდევნო კანის გამოცვლისას მისი ფეხების რაოდენობა იზრდება.

თუ საფრთხე ემუქრება, სახლის ტუჩფეხიანის ზოგიერთ ქვესახეობას შეუძლია სახლის ტუჩფეხიანი უსიამოვნო სუნის მქონე სითხე გამოყოს, რომელიც მტაცებლებს აფრთხობს, თუმცა ის ადამიანებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

***

მოკლედ, თუ მას წააწყდებით, მოკვლას სჯობს, ფრთხილად დაიჭიროთ და გარეთ გაუშვათ, რადგან ის სახლში ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში გეხმარებათ.

თუ თქვენს ეზოში ან სახლში სადმე კუთხეში სწრაფად გაირბინა, იცოდეთ, რომ ეს პატარა „რობოკოპია“, რომელიც თქვენს სიმშვიდეს იცავს!

***

მეცნიერები გვირჩევენ: როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში ობობა ვიპოვეთ?

რომელი მწერის მოკვლა უტოლდება ბოშებში ადამიანის მკვლელობას?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები