იცით თუ არა

მეცნიერები გვირჩევენ: როგორ მოვიქცეთ, თუ სახლში ობობა ვიპოვეთ?

fun time

12:00 ოთხ. 20 ოქტომბერი, 2021 წელი

მოვკლათ თუ არა ობობა
სახლში?

14
დაკოპირებულია

გამოჩენაზე ემოციურად რეაგირებს და მის მოკვლას ცდილობს, თუმცა, ენტომოლოგები გვირჩევენ, ობობას მის უაღრესად მნიშვნელოვან საქმიანობაში ხელი არ შევუშალოთ და თავად გავერიდოთ.  

ეზოტერიკოსები მიიჩნევენ, რომ ობობა ასუფთავებს ბინას ცუდი ენერგეტიკისგან, რომელიც სახლის კუთხეებში გროვდება - სწორედ იქ, სადაც ობობა შემდეგ ქსელს აბამს.

ობობის მოკვლა არ შეიძლება მეცნიერების განმარტებითაც, რადგან ამით სახლის ეკოსისტემას დააზიანებთ.

ობობები ყველაზე სუფთა და მოწესრიგებულ სახლებშიც კი ბინადრობენ. ენტომოლოგმა მეტ ბარტონმა და მისმა კოლეგებმა ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ჟურნალ The Conversation-ში გამოაქვეყნეს კვლევა ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე 50 სახლის შესახებ, სადაც ობობები აღმოაჩინეს.

👉მეცნიერების აზრით, ობობები ადამიანის საცხოვრებელი ადგილის შიდა ეკოსისტემების მნიშვნელოვანი წევრები არიან.

ეს უნივერსალური მტაცებლები თითქმის ყველაფრით იკვებებიან, რაც ხვდებათ: მკვდარი ბუზიდან დაწყებული, ცოცხალი კოღოთი დამთავრებული, რომელიც ადამიანის სისხლზე ნადირობს. ზოგჯერ ობობები სხვა ობობებსაც კი ჭამენ.

ობობის ბევრი მსხვერპლი დაავადების პოტენციური გადამტანია. არსებობს ობობის ისეთი სახეობაც, რომელიც აფრიკულ სახლებში დაავადების გადამტანი და სისხლის მსმელი მწერებით იკვებება.

ასე რომ, ობობას არ მოაქვს ბოროტება – პირიქით, ის სახლს მავნე მწერებისგან ათავისუფლებს, ადამიანს არ ეხება. შხამიანი ობობა იშვიათია და ისიც შენობაში არ ბუდობს.

სახლებში მობინადრე ობობები შხამიანი მონსტრები არ არიან. კვლევის დროს ბერტონეს ყველაზე ხშირად უვნებელი თივის ობობები ხვდებოდნენ.

დიახ, ობობების უმეტესობა შხამიანია, მაგრამ მათი შხამი იმდენად ძლიერი არაა, ადამიანებს ზიანი მიაყენოს. ობობების კბილები იმდენად სუსტია, რომ უმეტეს შემთხვევებში კანის დაზიანებასაც ვერ ახერხებენ.

👉გავრცელებული მითების საპირისპიროდ, ობობები თითქმის არასოდეს დაცოცავენ მძინარე ადამიანებზე. ხვრინვა და უბრალო სუნთქვაც კი საკმარისია, სახლის ობობა დააფრთხოთ და გაგეცალოთ.

თუ არაქნოფობიას განიცდით ან, უბრალოდ, არ გსურთ, რომ თქვენს სახლში ობობამ იცხოვროს, მეცნიერები გირჩევენ, რომ ობობა არ მოკლათ და ეს უწყინარი არსება, მოკვლის ნაცვლად, ქუჩაში გაუშვათ. ობობა წასასვლელს აუცილებლად იპოვის და არავინ დაზარალდება.

👇:

ფობიების ჩამონათვალი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად