იცით თუ არა

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმბოლოები და რეკორდები

fun time

15:18

სააღდგომო კვერცხი

14
დაკოპირებულია

კვერცხის შეღებვის ტრადიცია ქრისტიანების ცნობიერებაში პირველი საუკუნიდან დამკვიდრდა და აღდგომის დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარ სიმბოლოდ იქცა. ჩვენ გიამბობთ 5 საინტერესო ფაქტს ამ ტრადიციისა და ყველაზე ძვირად ღირებული სააღდგომო კვერცხების შესახებ.

აღორძინებისა და სიცოცხლის უძველესი სიმბოლო

კვერცხს ქრისტიანობამდელ ეპოქაშიც საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა:

მაგალითად, ეტრუსკების უძველესი ცივილიზაციისთვის (ჩვენს წელთაღრიცხვამდე I ათასწლეული) კვერცხი სიკვდილის შემდეგ ხელახლა დაბადების სიმბოლო იყო.

ძველი ეგვიპტეში კვერცხს ყოველივე ცოცხლის განსახიერებად მიიჩნევდნენ.

გადმოცემის თანახმად, ინდუიზმში ღმერთი ბრაჰმა ოქროს კვერცხიდან გამოვიდა და მისი ორი ნაწილისგან ცა და დედამიწა შექმნა.

ქრისტიანობაში მიიჩნევა, რომ ჯვარცმული ქრისტეს აკლდამის შესასვლელზე კვერცხის ფორმის ლოდი იყო აფარებული. ნაჭუჭის მოცილება სიმბოლურად მაცხოვრის აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის კარიბჭის გახსნას ნიშნავს.

კათოლიკეებში შეღებილი კვერცხები სააღდგომო კურდღელს მოაქვს

კათოლიკურ და პროტესტანტულ სამყაროში კურდღელი დღესასწაულის კიდევ ერთი სიმბოლოა, რადგან შეღებილი კვერცხები სწორედ მას მოაქვს. ეს ტრადიცია სათავეს წარმართული ეპოქიდან იღებს.

ლეგენდის თანახმად, ნაყოფიერებისა და გაზაფხულის კელტურმა ქალღმერთმა, ეოსტრესმა (Ēostre), რომელიც გაზაფხულს, განთიადს, ნაყოფიერებას, იღბლიანობას და რაიმე ახლის დასაწყისს განასახიერებდა, მომაკვდავი ჩიტი კურდღლად გადააქცია, თუმცა კვერცხის დადების უნარი შეუნარჩუნა. კურდღელი მადლიერების ნიშნად, თავის მხსნელს ყოველ წელს მოხატულ კვერცხებს აჩუქებდა. ეს ტრადიცია ენაშიც აისახა: ინგლისურად აღდგომას Easter ჰქვია, გერმანულად კი — Ostern.

შეჯიბრება კვერცხების ტეხვაში

დიდ ბრიტანეთში, აღდგომას კვერცხების ტეხვაში შჯიბრება ტარდება (dumping, shackling ან jarping).

შეჯიბრებას მარტივი წესი აქვს: ორი მეტოქე კვერცხებს ერთმანეთს არტყამს და იმარჯვებს ის, ვისი კვერცხიც მთელი დარჩება. 1983 წლიდან შეჯიბრება ინგლისის საგრაფო დარემში იმართება.

ყველაზე დიდი სააღდგომო კვერცხები

კანადის ქალაქ ვეგრევილში თვითმფრინავის ნარჩენებისგან დამზადებული გიგანტური კვერცხი დგას. მისი წონა 2.3 ტონაა, დიამეტრი კი — 5 მეტრი.

2012 წელს, არგენტინელმა კონდიტერებმა 4-ტონიანი შოკოლადის კვერცხი დაამზადეს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. კვერცხის სიმაღლე 8.5 მეტრი იყო.

2020 წელს ეკატერინბურგში, წმინდა პანტელეიმონის ტაძართან 500 კგ-იანი მბრუნავი კვერცხი დადგეს. ის ელექტროძრავითაა აღჭურვილია და წუთში 10 ბრუნს ასრულებს.

ყველაზე ძვირად ღირებული კვერცხი

მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი სააღდგომო კვერცხები კარლ ფაბერჟეს საიუველირო სახლმა შექმნა. 1885 წელს იუველირმა პირველი ძვირფასი კვერცხი იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მიართვა, რის შემდეგაც ის სამეფო კარის ოსტატი გახდა.

სამეფო კოლექციაში 50-მდე შედევრი შედიოდა. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებულია "ზამთრის კვერცხი", რომელიც ნიკოლოზ II-მ 1913 წელს დედას აჩუქა. იგი მთის ბროლისგან, პლატინისა და ალმასებისგანაა დამზადებული. 2002 წლის აუქციონზე ეს კვერცხი კატარის ემირმა 9.5 მილიონ დოლარად შეიძინა. დღეს ფაბერჟეს კვერცხები მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია გაბნეული, სულ მცირე, ოთხი მათგანის ბედი კი დღემდე უცნობია.

***

წითელი კვერცხის ისტორია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდრ...

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

ტიტანური ამორფოფალუსი — ყვავილი, რო...

ტიტანური ამორფოფალუსი

რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქ...

რატომ იპარსავდნენ შუა
საუკუნეებში ქალები
წარბებს?

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რათა...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ