იცით თუ არა

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატომ არის საშიში?

fun time

18:59 კვი. 26 ოქტომბერი

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

14
დაკოპირებულია

სახლის დასუფთავება ახლახან დაასრულეთ, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი ისევ მტვრიანია? 

 

თავს ნუ იდანაშაულებთ, მტვერი უბრალო ჭუჭყი კი არა, მთელი მიკროსამყაროა, რომელიც თავის კანონებით ცხოვრობს.

მოდით, გავიგოთ, საიდან ჩნდება მტვერი და როგორ უნდა ვებრძოლოთ.

1. საიდან ჩნდება მტვერი?

გაგიკვირდებათ, მაგრამ სახლის მტვრის ძირითადი წყარო ჩვენ თავად ვართ:

ადამიანი ყოველდღიურად დაახლოებით 1 გრამ მკვდარი კანის უჯრედებს კარგავს, რაც წელიწადში თითქმის 365 გრამს შეადგენს! სწორედ ეს მიკროსკოპული ნაწილაკები ქმნიან სახლის მტვრის უდიდეს ნაწილს.

გარდა ამისა, მტვრის შემადგენლობაში შედის:

  • ტანსაცმლისა და თეთრეულის ბოჭკოები;
  • ქუჩიდან შემოტანილი ნიადაგის ნაწილაკები;
  • მცენარეების მტვერი;
  • ობის სპორები;
  • ავეჯისა და საოჯახო ტექნიკას უმცირესი ნაწილაკები.

2. რატომ არის მტვერი საშიში?

მტვერი მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის — ის შეიძლება ჯანმრთელობისთვისაც საშიში იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ალერგია ან სუნთქვის პრობლემები გაწუხებთ.

  • მტვერში მცხოვრები ტკიპები ძლიერ ალერგენებად ითვლება;
  • მტვერში შეიძლება ტოქსიკური ნივთიერებები იყოს, მაგალითად, ტყვია ძველი საღებავიდან;
  • მტვრის ნაწილაკები თვალის და სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს აღიზიანებს.

3. სველი დასუფთავება — თქვენი მთავარი იარაღი

სამწუხაროდ, მშრალი წმენდა ხშირად მტვრის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაა, სველი დასუფთავება კი მტვერს ნამდვილად ეფექტურად ებრძვის.

  • სველი დასუფთავებისთვის გამოიყენეთ მიკრობოჭკოვანი ტილოები — ისინი მტვერს შესანიშნავად აგროვებენ;
  • რეგულარულად დაიწმინდეთ იატაკი, განსაკუთრებით, თუ სახლში ცხოველები გყავთ;
  • არც ძნელად მისადგომი ადგილები დაივიწყოთ— კარადების თავები, რადიატორები და ა.შ.

4. სუფთა ჰაერი მტვრის მტერია

სწორი ვენტილაცია მტვრის რაოდენობას სახლში მნიშვნელოვნად ამცირებს, მაგრამ ამის სწორად გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია.

  • დღეში რამდენჯერმე გახსენით ფანჯრები 10–15 წუთით;
  • გამოიყენეთ ბადეები, რომ გარედან შემოსული მტვერი შეამციროთ;
  • იზრუნეთ ჰაერის გამწმენდი სისტემის დამონტაჟებაზე.

5. მცენარეები მტვრის წინააღმდეგ

ზოგი ოთახის მცენარე ჰაერს მტვრისა და ტოქსინებისგან წმენდს. მათ შორის:

  • ქლოროფიტუმი;
  • დრაცენა;
  • ფიკუსი;
  • სპატიფილუმი.

6. მტვერსასრუტი

მტვერსასრუტი მტვერთან ბრძოლის შეუცვლელი დამხმარეა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სწორად შეარჩიოთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მტვერსასრუტის არჩევისას:

  • შეწოვის სიმძლავრე: საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ოპტიმალურია 300–400 აეროვატი. ეს ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრეში არ აგერიოთ, რომელიც ჩვეულებრივ 2000–2200 ვატამდეა.
  • HEPA-ფილტრი: ამ ტიპის ფილტრი მტვრის 99.97%-მდე ნაწილაკებს აჩერებს, რომელთა ზომა 0.3 მიკრონია — მათ შორის მცენარეთა მტვერს, ობის სპორებსა და ბაქტერიებსაც კი.
  • დასუფთავების ტიპი: თუ სახლში ხალიჩები გაქვთ, უკეთესია ტურბოსახელურიანი მტვერსასრუტი შეიძინოთ, მყარი იატაკისთვის კი ჩვეულებრივი მოდელიც საკმარისია.
  • ხმაურის დონე: კარგი მტვერსასრუტი ძალიან ხმაურიანი არ უნდა იყოს — მოძებნეთ მოდელი, რომლის ხმაურის დონე 70–80 დეციბელს არ აღემატება.
  • მტვრის კონტეინერის მოცულობა: ბინისათვის 2–3 ლიტრიანი მოცულობა სრულიად საკმარისია. დიდი კონტეინერები მოსახერხებელია, რადგან ხშირად დაცლა არ სჭირდებათ.

გაითვალისწინეთ, რომ რეგულარულ სველ წმენდას ყველაზე მძლავრი მტვერსასრუტიც კი ვერ ჩაანაცვლებს, ამიტომ საუკეთესო შედეგისთვის ორივე მეთოდი ერთად გამოიყენეთ.

7. ტექსტილი სახლში

ხალიჩები, ფარდები და რბილი ავეჯი მტვრის დაგროვების ადგილებია. თუ ალერგიით იტანჯებით ან უბრალოდ გსურთ სახლში ნაკლები მტვერი გქონდეთ, ეცადეთ ინტერიერში ტექსტილის რაოდენობა შეამციროთ.

  • ხალიჩების ნაცვლად შეგიძლიათ ადვილად გასარეცხი იატაკის საფარები გამოიყენოთ;
  • მძიმე ფარდების ნაცვლად — ჟალუზები ან რომაული ფარდები;
  • რბილი ავეჯის ნაცცვლად ავეჯი პრიალა ზედაპირით, რომელიც ადვილად იწმინდება.

გახსოვდეთ, რომ მტვრისგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია, თუმცა ამ რეკომენდაციების დაცვით მის

რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებთ და თქვენი სახლი სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გახდება.

ესეც საინტერესოა:

დაიღალეთ მტვრის წმენდით?- გლიცერინი მტვრის არსებობას დაგავიწყებთ

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ

ფიკუსი სახლში - ცრურწმენები და რეალობა



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?

რატომ უწოდებენ იაპონიას ამომავალი მ...

რატომ უწოდებენ იაპონიას
ამომავალი მზის ქვეყანას?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცისარტყე...

ცისარტყელას ფერები

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის