ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ კიდებენ - 11 საინტერესო ფაქტი ნიდერლანდების შესახებ
16:00
ნიდერლანდების ხსენებაზე ბევრს ტიტები, ლეგალური მარიხუანა, ველოსიპედები და ქარის წისქვილები ახსენდება. ეს რა თქმა უნდა, ქვეყნის მნიშვნელოვანი სიმბოლოებია, თუმცა ამ ქვეყანას გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია.
ჩვენ გიამბობთ 11 საინტერესო ფაქტის შესახებ, რომელიც ამ პატარა, მაგრამ ძალიან უჩვეულო ქვეყანას სხვანაირად დაგანახვებთ.
ქვეყნის უდიდესი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლაა
ალბათ იცით, რომ ნიდერლანდები დაბლობზე მდებარეობს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ რამდენად.. ტერიტორიის დაახლოებით 26% ზღვის დონეზე დაბლაა, ხოლო კიდევ 29% ზღვის დონიდან სულ რაღაც მცირე სიმაღლეზე. უზარმაზარი ჯებირებისა და დამბების სისტემის გარეშე ხმელეთის უდიდესი ნაწილი წყლით დაიტბორებოდა. ყველაზე დაბალი წერტილი ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტის სიახლოვესაა - 6,7 მეტრი ქღვის დონის ქვემოთ.
ნიდერლანდელმა ჰიდროინჟინრებმა წყლისგან წართმეული მიწები ქალაქებად და ფერმებად აქციეს, სწორედ ამიტომ, ისინი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევიან.
ქვეყანას ორი ოფიციალური სახელწოდება აქვს
ჰოლანდია და ნიდერლანდები ერთი და იგივე არ არის. "ჰოლანდია" ქვეყნის მხოლოდ ნაწილია, რომელიც ორი პროვინციისგან - ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდიისგან შედგება. ისტორიულად, სწორედ ეს ნაწილები იყო ყველაზე მეტად განვითარებული და გავლენიანი. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში კი შედის უტრეხტი, გელდერლანდი, ფრისლანდია და სხვა.
2020 წლიდან ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე ოფიციალურად მხოლოდ „ნიდერლანდების“ სახელით მოიხსენიებენ. ასე რომ, თუ თქვენ „ჰოლანდიას“ იტყვით, შეიძლება ადგილობრივებმა შეგისწოროთ.
თითოეულ მცხოვრებზე საშუალოდ 1,3 ველოსიპედი მოდის
ნიდერლანდებში უფრო მეტი ველოსიპედია, ვიდრე ადამიანი! ოფიციალური მონაცემებით, 17,5 მილიონ ადამიანზე 23 მილიონზე მეტი ველოსიპედი მოდის. იდეალურად მოწყობილი ველობილიკები ხშირად ავტომაგისტრალებზე უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
ამსტერდამში რამდენიმე ათას ადგილზე გათვლილი ველოპარკინგებიც კი არსებობს, მათ შორის მიწისქვეშა, ორსართულიანი და ავტომატიზებული.
სახლები ფარდების გარეშე
თუ ნიდერლანდების ქალაქებში გისეირნიათ, ალბათ შენიშნავდით, რომ ბევრი სახლი სამყაროსთვის ღიაა — ფარდებისა და ჟალუზების გარეშე. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ხალხს მათი ჩამოკიდება დაავიწყდა, ეს კულტურული თავისებურებაა - ნიდერლანდელები ამით აჩვენებენ, რომ დასამალი არაფერი აქვთ.
ეს მიდგომა პროტესტანტული დროიდან მოდის, როდესაც „გამჭვირვალე ცხოვრების“ ჩვენება პატიოსნების სიმბოლო იყო. გარდა ამისა, ძალიან ლამაზია, როცა თოვლიანი ქუჩიდან მყუდრო მისაღები ოთახი და ბუხართან მჯდარი კატა ჩანს.
ქვეყანა, სადაც მასწავლებლებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ
მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში პედაგოგობი მცირე ხელფასს უჩივიან, ნიდერლანდებში მასწავლებლების ხელფასი 4-დან 6 ათას ევრომდე აღწევს. ეს ერთ-ერთი მიზეზია რატომ ხვდება ნიდერლანდების სასკოლო განათლება მუდმივად ევროპული რეიტინგების სათავეში.
დედაქალაქი ამსტერდამია, მაგრამ მთავრობა ჰააგაშია
ფორმალურად, ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამია, თუმცა ყველა პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრი ჰააგაში მდებარეობს. სწორედ აქ იკრიბება პარლამენტი, აქაა სამინისტროები და პრემიერ-მინისტრის რეზიდენცია. ასევე, ჰააგაში მდებარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, გაეროს საერთაშორისო სასამართლო და 100-ზე მეტი მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაცია.
ასე რომ, თუ სურთ პოლიტიკური ნიდერლანდები შეიგრძნოთ, ამსტერდამში კი არა, ჰააგაში უნდა წახვიდეთ.
ნიდერლანდებში "თიფსი" (სამადლობელი, იგივე „ჩაი“) სავალდებულო არ არის
ამ ქვეყანაში რესტორანში, სასტუმროში და სხვა დაწესებულებებში სამადლობელოს დატოვება სავალდებულო არ არის. ოფიციანტები და მომსახურების სფეროს თანამშრომლები სტაბილურ ხელფასს იღებენ, რომელიც კლიენტებზე არ არის დამოკიდებული. თუ მადლიერების გამოხატვა გსურთ, შეგიძლიათ ანგარიში 5-10% -ით დაამრგვალოთ, თუმცა ეს კეთილი ნებაა და არა ვალდებულება.
თითქმის არ არიან უსახლკარო ცხოველები
ნიდერლანდებში უსახლკარო ძაღლები არ არიან — ეს ოფიციალური ფაქტია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. ქვეყანამ უდიდესი რესურსი ჩადო შინაური ცხოველების სტერილიზაციაში, თავშესაფრებსა და ცხოველების ადაპტაციაში. ამ ქვეყანაში ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის შეიძლება 3 წლამდე პატიმრობით და 20 000 ევრომდე ჯარიმით „დაგასაჩუქრონ“.
ასე რომ, თუ ქუჩაში ძაღლი დაინახეთ, სავარაუდოდ, იქვე სადმე პატრონი სეირნობს.
სამეფო ოჯახი
ნიდერლანდებს ჰყავს მეფე — ვილემ-ალექსანდერი, თუმცა სამეფო ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, უარი თქვან სტატუსზე და "უბრალო მოკვდავებად" იქცნენ. ასეთი შემთხვევები უკვე მომხდარა - რამდენიმე პრინცესამ უარი თქვა ტიტულზე, რათა ცოლად "არამეფური" სისხლის ადამიანს გაჰყოლოდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა.
სამეფო ოჯახი ნიდერლანდებში სიმბოლურია და ნიდერლანდელები მონარქიას მშვიდად, ირონიული პატივისცემით ეპყრობიან.
ეროვნული კერძი
მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდური ყველის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის, ადგილობრივებისთვის ქაშაყი უფრო მნიშვნელოვანი პროდუქტია. ამ ქვეყანაში მას მთლიანად, გარნირის გარეშე მიირთმევენ. ამას "haring happen" ჰქვია და ბევრისთვის ეს ნამდვილი სიამოვნებაა. ნიდერლანდებში ქაშაყის დაგემოვნება ქუჩის კვების ობიექტებში ან სპეციალურ "ქაშაყის" დახლებთან შეგიძლიათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან