იცით თუ არა

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეებს? - საინტერესო ფაქტები სამყაროდან

fun time

15:45 პარ. 2 იანვარი

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?

14
დაკოპირებულია

სამყარო სავსეა საინტერესო ამბებით და უნიკალური ადამიანებით, რომლებიც საკუთარ კვალს ტოვებენ. რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგირავეებს? რატომ არ უყვარდა აინშტაინს წინდების ტარება? რა კავშირშია ადამიანისა და მთვარის წონა ერთმანეთთან? რა ფერია მთვარის ბნელი მხარე? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ჩვენს სტატიაში მიიღებთ.

1. მოციგურავის ტვინს შეუძლია თავბრუდახვევა დათრგუნოს. ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად, მოციგურავის ტვინში „ფორმირდება“ ახალი ნეირონული კავშირები, რომლებიც სხეულს საშუალებას აძლევს, ხანგრძლივი ტრიალის დროს თავბრუდახვევას გაუმკლავდეს.

2. ფუტკრები სკაში მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებენ. როდესაც ტემპერატურა -33 გრადუსზე დაბლა ეცემა, ფუტკრები ფრთებს უფრო აქტიურად ამოძრავებენ და სითბოს გამოყოფენ. თუ პირიქით, ზედმეტად ცხელა, ისინი ფრთების ქნევით ცხელ ჰაერს გარეთ გამოდევნიან.

3. შემთხვევით მოვლენებში კანონზომიერების დანახვის ჩვევას და არარსებული კავშირების დანახვას „აპოფენია“ ეწოდება. აპოფენიით დაავადებული ადამიანები ჩვეულებრივ ნივთებში გარკვეულ „ნიშნებს“ ხედავენ და მოვლენებს, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, ერთ მოვლენათა რიგში აერთიანებენ.

4. აინშტაინს წინდების ტარება სძულდა. მეუღლისთვის მიწერილ წერილში დიდი ფიზიკოსი აღიარებდა, რომ წინდები ცერა თითის გამო შეიძულა - ის მუდამ ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობდა და წინდას ხვრეტდა.

5. თქვენი წონა მთვარეზე თქვენი ნამდვილი წონის 16,5%-ს შეადგენს.

6. მთვარის ბნელი მხარე სინამდვილეში ფირუზისფერია.

7. სუპერმარკეტებში, სათვალთვალო კამერების გარდა, არსებობენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაცვის თანამშრომლები. ისინი მაღაზიაში ჩვეულებრივი მყიდველებივით დადიან და თუ საეჭვო პირი შენიშნეს, ამის შესახებ კამერებთან მყოფ დაცვას ანიშნებენ.

8. როდესაც ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი BBC-ის რადიოში წამყვანად მუშაობდა, მას ხანგრძლივ და მოსაბეზრებელ თათბირებში მონაწილეობა უწევდა, რომლებიც 101-ე კაბინეტში ტარდებოდა. მოგვიანებით მან ეს ნომერი წამების ოთახს მიანიჭა თავის რომანში „1984“.

9. ადამიანები მორალურ და ფიზიკურ სისუფთავეს ქვეცნობიერად აიგივებენ. ამას შექსპირის გმირის პატივსაცემად, რომელსაც მკვლელობის შემდეგ ხელებზე სისხლის ლაქები ელანდებოდა, „ლედი მაკბეტის ეფექტს“ უწოდებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ იყიდება ინდაურის კვერცხი მ...

ინდაურის კვერცხი

რაზე მიანიშნებს თაფლის „დაშაქრება“...

თაფლის სისქე

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი