რატომ იპარსავდნენ შუა საუკუნეებში ქალები წარბებს?
15:00 შაბ. 14 მარტი
შუა საუკუნეების მოდა დაუნდობელი იყო - საკუთარი სტატუსის საჩვენებლად ქალბატონებს წარბებისა და წამწამების მოშორება უწევდათ. შესაბამისად, თვალის ერთი შევლება საკმარისი იყო, რომ ქალის საქმიანობა, სოციალური მდგომარეობა და რელიგიური მრწამსი დაგედგინათ.
სხეულიდან თმის მოცილების წესი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ინდოეთსა და რომში არსებობდა, სადაც ქალები ნიჟარებისგან დამზადებულ სამართებლებსა და გამდნარი შაქრის ცვილს იყენებდნენ.
ანტიკურ ხანაში უთმო და გაპრიალებული სხეული სიმდიდრისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის ნიშანი იყო. რენესანსის ეპოქაში სილამაზის ძველი სტანდარტები დაბრუნდა, თუმცა ოდნავ შეცვლილი ფორმით.
შუა საუკუნეების მედიცინა, რომელიც ორგანიზმში სითხეების ბალანსის თეორიას ეყრდნობოდა, მიიჩნევდა, რომ ჭარბთმიანი ქალი შინაგან დისბალანსში იმყოფებოდა. მიიჩნეოდა, რომ ასეთ ქალის გარეგნობა და ხასიათი მამაკაცურ თვისებებს იძენდა, ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ასეთ ფიზიოლოგიურ თავისებურებას უშვილობამდე მიყვანაც კი შეეძლო.
მაღალი შუბლი და „ზედმეტი“ წარბები
იმ დროს, როდესაც საზოგადოება სხეულზე თმის არსებობას ებრძოდა, არისტოკრატი მოდის მიმდევრები უფრო შორს წავიდნენ.
გათხოვილ ქალებს, რომლებიც თმას თავსაბურავის ქვეშ მალავდნენ, სურდათ, რომ უფრო მშვიდი და ნეტარი სახე ჰქონოდათ. შუბლის დასაგრძელებლად ისინი წინამოს იპარსავდნენ და წარბებ-წამწამს და სახის ღინღლს იშორებდნენ.
დაგრძელებული სახე და მაღალი შუბლი რენესანსის დროს იდეალად ითვლებოდა. ამ ტრენდის ერთ-ერთი პირველი დამნერგავი დედოფალი ელისაბედ I იყო, რომელმაც წარბების მოშორება გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ მოდის ეს უცნაური ფენომენი იმდროინდელ ხელოვნებაშიც აისახა. დააკვირდით „მონა ლიზას“ - ლეონარდო და ვინჩიმ თავისი შედევრი ჯოკონდა გარეშე გამოსახა.

შუა საუკუნეების ეპილაცია - კატის ექსკრემენტები და ძმარი
შუა საუკუნეების თმასთან ბრძოლის ხერხები საკმაოდ რადიკალური იყო.
მაგალითად, 1532 წლის ერთ-ერთ წიგნში შემონახული რეცეპტი გვირჩევს, რომ არასასურველი თმა კატის ექსკრემენტებისა და ძმრის ნარევით ჩამოვიბანოთ. მეორე რეცეპტი ერთი პინტა დარიშხანისა და ჩაუმქრალი კირისგან ხსნარის დამზადებას და კანზე წასმას გულისხმობდა. იქვე ავტორი გვაფრთხილებს - „როდესაც კანი გახურდება, სასწრაფოდ ცხელი წყლით ჩამოიბანეთ, რომ ხორცი არ მოგცილდეთ“.
მამაკაცისთვის თავის მოსაწონებლად გაპარსვა ცოდვაა
კათოლიკური ეკლესია დეპილაციის პროცედურებს გმობდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სილამაზისთვის კეთდებოდა. სასულიერო პირები მიიჩნევდნენ, რომ ქალები „სასიკვდილო ცოდვას“ ჩადიოდნენ, როდესაც თმას გარყვნილების გამო ან მამაკაცთა მოსაწონად იშორებდნენ.
***
სილამაზის უცნაური სტანდარტები სხვადასხვა ეპოქაში
გოგონების წინადაცვეთა - 21-ე საუკუნის საზარელი რეალობა!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან