იცით თუ არა

გოგონების წინადაცვეთა - 21-ე საუკუნის საზარელი რეალობა!

fun time

18:00 კვი. 20 ივნისი, 2021 წელი

გოგონების წინადაცვეთა
ჯაკარტაში

14
დაკოპირებულია

ფოტოგრაფმა სტეფანი სინკლერმა ჯაკარტაში ამ პროცესზე დასწრების უფლება მოიპოვა და სულის შემძვრელი ფოტოები გადაიღო.

გაეროს მონაცემებით, დღეს დედამიწაზე მცხოვრებ 200 მლნ-ზე მეტ ქალს და გოგოს წინადაცვეთა აქვს ჩატარებული. 6 თებერვალი გაერომ ამ რიტუალთან ბრძოლის დღედაც კი დააწესა...

მიუხედავად აკრძალვებისა, გოგონების წინადაცვეთის საშინელი ტრადიცია 21 საუკუნეშიც კი შენარჩუნებულია ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 30-მდე ქვეყანაში, მათ შორის: ფილიპინებში, მალაიზიაში, პაკისტანში, ინდონეზიაში, სამხრეთ იემენში, ომანში, ბაჰრეინში, ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში, პერუში...

ექიმები, რომლებიც ამ სასტიკ პროცედურას ასრულებენ, ამბობენ, რომ გოგონების წინადაცვეთისთვის უამრავი მიზეზი არსებობს - რელიგიიდან დაწყებული, საშვილოსნოს კიბოს პროფილაქტიკით დამთავრებული, თუმცა არაფერს დასძენენ იმაზე, რომ არც ერთი მიზეზი არ ამართლებს ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
ცნობილია, რომ წინადაცვეთის ოპერაციამ შეიძლება უნაყოფობა, სისხლდენა და ზოგჯერ, სიკვდილი გამოიწვიოს, რადგან ჭრილობის შეხორცების პროცესი ხანგრძლივად და არაერთგვაროვნად მიმდინარეობს.

წინასწარმეტყველი მუჰამედის დაბადების დღეს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას 284 ოჯახს მატერიალური წახალისება გადაეცა იმისთვის, რომ მასობრივი წინადაცვეთის პროცესში მიეღოთ მონაწილეობა.
სწორედ ამ პროცესზე დასწრების უფლება მოიპოვა ამერიკელმა ფოტოგრაფმა სტეფანი სინკლერმა (Stephanie Sinclair) და სულის შემძვრელი ფოტოები გადაიღო.

ცერემონიალის დაწყებამდე გოგონები და მათი ოჯახები სალოცავად დიდ დარბაზში შეიკრიბნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ექიმები საქმეს შეუდგნენ. გოგონას სასქესო ორგანოზე კლიტორის ჩუჩის და თავის მოსაჭრელად სპეციალურ მაკრატელს იყენებენ. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვებს სპეციალურ ტრუსებს აცმევენ, თუმცა ეს სწრაფი შეხორცების გარანტია არ გახლავთ.

რაც შეეხება გოგონების წინადაცვეთის მიზეზებს, მთავარი მიზეზი რელიგიაა. ზოგიერთ ქვეყანაში მიიჩნევენ, რომ წინადაუცვეთავი გოგონები მენსტრუალური ციკლის შემდეგ უწმინდურებად რჩებიან და ღმერთი მათ ლოცვას არ შეისმენს.
ამ ქვეყნებში გოგონას გათხოვებისა და სამკაულების ტარების უფლება მხოლოდ წინადაცვეთის შემდეგ ეძლევა, რადგან მიიჩნევენ, რომ პროცედურა გაუვლელი ქალი უწმინდური და მეტისმეტად აღგზნებულია, ამიტომ ოჯახის სათანადოდ მოვლა და, რაც ყველაზე უცნაურია, ბიჭის გაჩენა არ შეუძლია.

ამ რუკაზე მუქი ფერებით აღნიშნულია ის ქვეყნები, სადაც გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა არსებობს 👇


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოძრაობენ გემები ღამით, განათ...

როგორ მოძრაობენ გემები
ღამით

რატომ არის გასაიდუმლოებული სტივ ჯობ...

რატომ არის
გასაიდუმლოებული სტივ
ჯობსის საფლავი

რატომ უთითებენ წყლის ბოთლებზე ვარგი...

რატომ უთითებენ წყლის
ბოთლებზე ვარგისობის
ვადას

სასწავლო წლის დაწყების დრო მსოფლიოს...

სასწავლო წლის დაწყების
დრო მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში

მხედრული სალამი - რატომ მიაქვთ ამ დ...

რატომ მიაქვთ მხედრული
მისალმების დროს თავთან
ხელი?

„მეცხრე სიმფონიის წყევლა“ — რატომ ე...

მეცხრე სიმფონიის წყევლა

საინტერესო ფაქტები სასკოლო ფორმის შ...

სკოლა Christ's Hospital

რატომ ახურავთ მზარეულებს მაღალი ქუდ...

რატომ ახურავთ მზარეულებს
მაღალი ქუდები?

საინტერესო ფაქტები ადამიანის გულის...

ადამიანის გული