იცით თუ არა

„სტოპ“ ნიშნის ავტორს მანქანა არასდროს უტარებია - საინტერესო ფაქტები ჩვენ ირგვლივ

fun time

14:50 პარ. 27 მარტი

„სტოპ“ ნიშნის ავტორს
მანქანა არასდროს
უტარებია

14
დაკოპირებულია

ყოველი გამოგონების უკან დიდი შრომა და საინტერესო ისტორიაა, თუმცა, ზოგჯერ ისეთ უცნაურ შემთხვევებს ვხვდებით, რომ მათი დაჯერებაც კი რთულია.

მარკ ტვენმა ბიუსტჰალტერის შესაკრავი გამოიგონა

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სწორედ ამერიკელმა მწერალმა, მარკ ტვენმა გამოიგონა შესაკრავი, რომელიც ქალის თეთრეულს იდეალურად მოერგო. 35 წლის ასაკში მწერალი საკიდების (ე.წ. „პოდტიაჟკების“) ტარებამ ისე დაღალა, რომ გამოიგონა და დააპატენტა მექანიზმი, რომელსაც თავიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მწერლის გარდაცვალებისა და პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ მერი ფელპს ჯეიკობმა პირველი ბიუსტჰალტერი დააპატენტა. კომპანია Warner Brothers Corset-მა მას ზურგზე მარკ ტვენის გამოგონება დაამატა, რამაც ტანსაცმლის ისტორიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

ბუშტუკოვანი ფირი შპალერია?

ბუშტუკოვანი ფირის აღიარებამდე გრძელი და შეცდომებით სავსე გზა იყო. ავტორები წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მის პრაქტიკულ გამოყენებას. უფრო მეტიც, 1957 წელს ელ ფილდინგისა და მარკ შავანის მიერ შექმნილი ტექნოლოგია ჩაფიქრებული იყო, როგორც ორიგინალური, სამგანზომილებიანი შპალერი.

იდეამ არ გაამართლა და პროდუქტი არ გაიყიდა. კიდევ რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ავტორებმა მისი შესაფუთ მასალად გამოყენება მოიფიქრეს და უდიდეს წარმატებას მიაღწიეს.

სტოპნიშნის ავტორს ავტომობილი არასოდეს უტარებია

ალბათ ფიქრობთ, რომ უილიამ ფელპს ინო (William Phelps Eno, 1858–1945), რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები შეიმუშავა, გამოცდილი მძღოლი იყო. სინამდვილეში კი, „საგზაო უსაფრთხოების მამასა“ და „სტოპ“ ნიშნის გამომგონებელს ავტომობილი არასოდეს უტარებია და მართვის მოწმობაც კი არ ჰქონდა.

ინოს საგზაო მოძრაობის მოწესრიგების იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში, 1860-იან წლებში გაუჩნდა, როცა ნიუ-იორკის ქუჩებში ცხენოსანი ეტლების საცობებს აკვირდებოდა. ავტომობილების გამოჩენის შემდეგ მან საგზაო უსაფრთხოებისთვის მთელი სისტემა შექმნა და „სტოპ“ ნიშანიც გამოიგონა. მიუხედავად ამისა, ინო სიცოცხლის ბოლომდე ვერ იტანდა მანქანებს და მხოლოდ ცხენით გადაადგილდებოდა.

დივანი კაბის გამო გამოიგონეს

დღეს ამის დაჯერება რთულია, მაგრამ ყველაზე კომფორტული ავეჯი თავის დროზე მოსასვენებლად არ შექმნილა. ორადგილიანი რბილი სკამები, რომლებიც შემდეგ დივნებად იქცა, XVIII საუკუნეში ერთი ქალბატონისთვის გააკეთეს.

იმ დროს ქალები ისეთ უზარმაზარ და ფაშფაშა კაბებს ატარებდნენ, რომ ჩვეულებრივ სკამზე დაჯდომა შეუძლებელი იყო - კარებშიც კი გვერდულად შედიოდნენ.

ავეჯის ოსტატებმა განიერი სავარძელი შექმნეს, რათა დიდ კაბაში გამოწყობილ ქალს მიღებებზე დასვენება შეძლებოდა. მხოლოდ მომდევნო საუკუნეში, როდესაც კაბის სილუეტი შეიცვალა, დივანი მოსასვენებელ ადგილად იქცა.

ბამბის ნაყინის აპარატი სტომატოლოგმა შექმნა

უილიამ ჯ. მორისონი უბრალო სტომატოლოგი არ იყო. ის ტენესის შტატის სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლდათ, რომელიც გამომგონებლობით იყო გატაცებული და ქმნიდა ყველაფერს, საბავშვო წიგნებიდან დაწყებული, სასმელი წყლის გაწმენდის მეთოდებით დამთავრებული.

1897 წელს მან, კონდიტერჯონ უორტონთან ერთად, „კანფეტების მოსამზადებელი ელექტრო მანქანა“ შექმნა. აპარატი შაქარს ცენტრალურ კამერაში ადნობდა, შემდეგ კი ჰაერის ნაკადით ბადეში ატარებდა და ლითონის ჭურჭელში ყრიდა. სწორედ ასე გაჩნდა ყველასათვის საყვარელი „ბამბის ნაყინი“.

***

10 მნიშვნელოვანი გამოგონება, რომელთა ავტორები ქალები არიან!

მეცნიერები, რომელთა გამოგონებას მსოფლიო ნანობს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თუ სახლში შენიშნეთ, გაუფრთხილდით —...

რატომ არ უნდა მოკლათ
მრავალფეხა

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა