იცით თუ არა

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა? — გავრცელებული ცრურწმენის ვერსიები

fun time

12:35 ოთხ. 5 აგვისტო

40 წლის იუბილე

14
დაკოპირებულია

30 ან 50 წლისგან განსხვავებით, 40 წლის იუბილე განცალკევებით დგას. ეს არის ზღვარი, რომელიც ყველა სოციალური სტანდარტით "ახალგაზრდობას" "ხანდაზმულობისგან" ყოფს.

ბევრ ქვეყანაში 40 წლის იუბილეს მოკრძალებულად ან საერთოდ არ აღნიშნავენ, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს:

რიცხვი 40 რელიგიაში

რიცხვი 40 რელიგიურ ტექსტებში ხშირად გვხვდება და უმეტესად, განსაცდელს, მარხვასა და მიცვალებულთა მოხსენიებას უკავშირდება:

  • ძველი აღთქმის თანახმად, წარღვნის დროს წვიმა 40 დღესა და 40 ღამეს გრძელდებოდა.
  • მას შემდეგ, რაც მთის მწვერვალები გამოჩნდა, ნოემ კიდობანში კიდევ 40 დღე დაიცადა, სანამ ყორანს გაუშვებდა.
  • მოსეს ებრაელი ხალხი უდაბნოში 40 წელი დაჰყავდა.
  • მოსე სინას მთაზე 40 დღესა და ღამეს დარჩა, სანამ ღმერთი ქვის ფილაზე ამოკვეთილ ათ მცნებას გადასცემდა.
  • ახალი აღთქმის თანახმად, იესო ქრისტე იუდეის უდაბნოში 40 დღესა და 40 ღამეს მარხულობდა.
  • აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე ქრისტე 40 დღე დარჩა დედამიწაზე.
  • მართლმადიდებლობაში აღდგომის წინა დიდმარხვა 40 დღეს გრძელდება. ასევე სჯერათ, რომ გარდაცვლილის სული დედამიწაზე 40 დღეს რჩება.

სწორედ აქედან იღებს სათავეს გარდაცვალებიდან ორმოცი დღის თავზე მიცვალებულის მოხსენიების ტრადიცია.

უიღბლო რიცხვი

აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის მცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ ოთხი უბედურების მომტანი რიცხვია, შესაბამისად „შავ სიაშია“ 14, 40 და 44. იაპონიაში ზოგ შენობას მეოთხე სართული საერთოდ არ აქვს. საქმე ისაა, რომ იეროგლიფი, რომელიც ოთხიანს აღნიშნავს,„სიკვდილის“ იეროგლიფს ძალიან წააგავს.

რიცხვ ოთხის შიშს სპეციალური ტერმინიც კი აქვს — ტეტრაფობია.

კოგნიტიური ცდომილებები

ზოგს ამ ვერსიების შესახებ არაფერი სმენია, მაგრამ ცრურწმენის მაინც სჯერა. ეს შეიძლება კოგნიტიური ცდომილებებით — ანუ აზროვნებაში დაშვებული შეცდომებითა და შაბლონური გადახვევებით აიხსნას. ერთ-ერთი ასეთი ცდომილებაა დადასტურების მიკერძოება (confirmation bias) ანუ ტენდენცია, ეძებო, განმარტო ან უპირატესობა მიანიჭო ინფორმაციას, რომელიც უკვე არსებულ თვალსაზრისს ემთხვევა.

მაგალითად, ადამიანმა, რომელსაც სმენია, რომ 40 წლის აღნიშვნა არ შეიძლება, გაიგო, რომ ვიღაც დაბადების დღის გადახდის შემდეგ ავად გახდა და დაასკვნის, რომ დაავადების მიზეზი ცრურწმენის დარღვევაა. ამ რწმენას შეიძლება რომელიმე ცნობილი ადამიანის მაგალითიც დაემატოს. მაგალითად, არსებობს ასეთი შემთხვევა — 1967 წელს, გაფრენამდე ორმოცი დღით ადრე, საბჭოთა კოსმონავტმა, ვლადიმერ კომაროვმა, რომელსაც ცრურწმენების არ სჯეროდა, 40 წლის იუბილე აღნიშნა. 27 აპრილს ის საცდელი ფრენისას დაიღუპა, თუმცა, ამბობენ, რომ კოსმოსურ ხომალდთან დაკავშირებული პრობლემები კომაროვის დაბადების დღემდე ბევრად ადრე დაიწყო.

რატომ ეშინიათ 40 წლის აღნიშვნის ფსიქოლოგების აზრი

RBC Life-ის მიერ გამოკითხული ფსიქოლოგების აზრით, ცრურწმენებისადმი მიდრეკილება შეიძლება მიუთითებდეს, რომ:

ადამიანი მიდრეკილია ყურადღება მიაქციოს წვრილმან და უმნიშვნელო ფაქტებსა თუ მოვლენებს და მიანიჭოს იმაზე დიდი მნიშვნელობა, ვიდრე სინამდვილეში აქვთ.

ცრურწმენები ასახავენ სასწაულის რწმენას და იმედს, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება.

ცრურწმენებს ფესვები იმ დროიდან აქვს გადგმული, როცა მეცნიერება ფეხს იდგამდა, ხოლო ადამიანებს ბუნებრივ მოვლენებსა და ადამიანის მდგომარეობას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა და ახსნა უჭირდათ.

რიტუალები და ცრურწმენები ადამიანებს ბედნიერებასთან და პრობლემების გადაჭრასთან არ აახლოებს. როგორც წესი, მათ მხოლოდ ახალი შფოთვები მოაქვთ. ცრურწმენა იმდენად ბევრია, რომ მათი სრულად დაცვა შეუძლებელია. დავუშვათ, ადამიანმა გადაწყვიტა არ აღნიშნოს ორმოცი წლის იუბილე და წინა დღეს სოციალურ ქსელებში დაბადების დღის აღმნიშვნელი მონიშვნა წაშალა, მაინც რჩება ალბათობა, რომ რომელიმე მეგობარს ეს დღე გაახსენდება, მიულოცავს და ერთ ჭიქა ღვინოს შესთავაზებს. ასეთ დროს იუბილარს შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომ აკრძალვა დაარღვია და ახლა რაღაც ცუდი დაემართება. უარყოფითი ფიქრების ეს ჯაჭვი კი შესაძლოა, აპათიამდეც მივიდეს.

დაბოლოს, ამ შიშის დაძლევის მთავარი პრინციპი ასეთია:

არ გაექცეთ: როცა 40-ს დაინახავთ, არ ეცადოთ თვალის არიდებას. გაქცევა ტვინს უმტკიცებს, რომ რიცხვი "მართლაც საშიშია".

შეცვალეთ აღქმა: შეახსენეთ თავს, რომ 40 უბრალოდ ციფრია და მას ზიანის მოყენება არ შეუძლია.

შეეჩვიეთ ეტაპობრივად: სპეციალურად დაწერეთ 40 ფურცელზე ან თქვით ხმამაღლა. თავიდან შფოთვა მოიმატებს, 2-3 წუთში კი ტვინი მიხვდება, რომ არაფერი ცუდი არ ხდება და დამშვიდდება.

***

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქარდა - ბოლო 70 წლის მონაცემები

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს ადამიანის ცხოვრებაში?

6 შეცდომა, რომელსაც სიბერეში აუცილებლად ინანებთ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის ჯოხს პატარა...

რატომ აქვს ჩუპა-ჩუპსის
ჯოხს პატარა ხვრელი

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად...

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ