6 შეცდომა, რომელსაც სიბერეში აუცილებლად ინანებთ
16:00 პარ. 3 დეკემბერი, 2021 წელი
ალბათ მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ თუ არ გსურთ სიბერე სინანულში გაატაროთ, უნდა მოერიდოთ 6 მთავარი შეცდომის დაშვებას, რომელიც თქვენს ცხოვრებას აუტანელს გახდის. გახსოვდეთ ისინი, როგორც თქვენი ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვანი მტრები.
1. ნუ გაწყვეტთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანებთან
ადამიანების ბედნიერება ძირითადად ფულზე ან სტატუსზე კი არა, იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგი ურთიერთობა აქვთ მშობლებთან, და-ძმებთან და ნათესავებთან. როგორც წესი, სიბერეში მოდის სინანული, რომ ვერ შევძელით პატიების თხოვნა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენა.
2. ნუ იტყვით უარს საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე
ფული, სამსახური, შვილები და ყოველდღიური ვალდებულებები კარგია, მაგრამ თუ გაქვთ ცხოვრების ოცნება ან განსხვავებული უნარი, ეს ნიჭი ნებისმიერ ფასად უნდა გამოავლინოთ. გახსოვდეთ ეს, რადგან ახალგაზრდული ძალა და ენერგია ყოველთვის არ გექნებათ.
3. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ უნდა გარისკოთ
გონივრულ რისკზე უარის თქმა დიდი შეცდომაა. ზოგჯერ მომაბეზრებელი სამსახურის მიტოვება და რაღაც ახლის დაწყება გვსურს, მაგრამ გვეშინია, რომ შეიძლება საერთოდ უმუშევარი დავრჩეთ. მუდმივად შიშით ცხოვრება ძნელია. ოდესმე დადგება დრო, როდესაც საკუთარ თავს ჰკითხავთ - "რა მოხდებოდა ეს რომ გამეკეთებინა?".
4. სიყვარულში მცირედს ნუ დასჯერდებით
ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან სასიყვარულო საქმეებში დათმობებზე წასვლა და მცირედით დაკმაყოფილება არ შეიძლება. ნუ იჩქარებთ პარტნიორის პოვნას, თუნდაც მარტოობით დაიღალეთ. აჩქარება და შეცდომა, რომელიც შეიძლება ამ აჩქარებას მოჰყვეს, შეიძლება ძალიან ძვირი დაგიჯდეთ.
5. ნუ აიღებთ უზარმაზარ ვალებს
გრძელვადიანი იპოთეკური სესხი ზოგჯერ იდეალური გამოსავალია, მაგრამ ნუ აიღებთ სესხს იმისთვის, რის გარეშეც მარტივად გაძლებთ.
6. ნუ იცხოვრებთ მხოლოდ წარსულით ან მომავლით
ჩვენს რთულ და გამოწვევებით სავსე დროში უამრავი ადამიანი წარსულის მონატრებით ან აუხდენელ ოცნებებზე ფიქრით ცხოვრობს. ეს ფუნდამენტურად არასწორია, რადგან ბედნიერება ისაა, რაც აქ და ახლა ხდება. ეცადეთ, მთელი ყურადღება აწმყოზე გადაიტანოთ და მცირედით ტკბობა ისწავლოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან