იცით თუ არა

რადგან არსებობს ახალი ზელანდია, სად გაქრა ძველი?

fun time

18:18

რადგან არსებობს ახალი
ზელანდია, სად გაქრა ძველი?

14
დაკოპირებულია

ახალი ზელანდია კუნძულოვანი ქვეყანაა, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ სამშობლოა, სადაც ცნობილი შუახმელეთი ცოცხლდება. ზღაპრული ქვეყანა თავისი მშვენიერი მთებითა და მწვანე გორაკებით რეჟისორების საყვარელი ადგილია, მაგრამ თუ დაფიქრებულხართ, სად არის ის „ძველი“ ზელანდია, რომლის პატივსაცემადაც ამ კუნძულოვან სახელმწიფოს „ახალი ზელანდია“ დაარქვეს?

პასუხი ევროპის რუკაზე, კერძოდ კი ნიდერლანდებში (ჰოლანდიაში) უნდა ეძებოთ.

ზელანდიის პროვინცია

ნიდერლანდების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს პროვინცია, რომელსაც ზეელანდია (Zeeland - ზღვის მიწა) ჰქვია. ეს არის კუნძულებისა და ნახევარკუნძულებისგან შემდგარი რეგიონი, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ტალღებს საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა.

როგორ გახდაზეელანდია“ — „ახალი ზელანდია“?

1642 წელს ჰოლანდიელი ზღვაოსანი აბელ ტასმანი გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც წყნარი ოკეანის სამხრეთით მდებარე უცნობ კუნძულებს მიაღწია და ამ ადგილს Staten Landt უწოდა.

მოგვიანებით, ჰოლანდიელმა კარტოგრაფებმა რუკების შედგენისას კუნძულებს სახელი შეუცვალეს. იმ დროს ნიდერლანდები საზღვაო ქვეყანა იყო და ახლად აღმოჩენილ ტერიტორიებს სახელებს მშობლიური კუთხეების პატივსაცემად არქმევდნენ:

ავსტრალიას თავდაპირველად ახალი ჰოლანდია უწოდეს (New Holland),

წყნარი ოკეანის კუნძულებს კი ზღვისპირა ზეელანდიის პროვინციის პატივსაცემად, ახალი ზელანდია (Nova Zeelandia / Nieuw Zeeland) დაარქვეს.

ინგლისური კვალი

მოგვიანებით, როდესაც კუნძულებს ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმს კუკი ეწვია, მან ჰოლანდიური დასახელება უბრალოდ ინგლისურ ყაიდაზე გადაიყვანა და ასე მივიღეთ დღეს ყველასთვის ნაცნობი New Zealand.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ახალი ზელანდიის შესახებ:

ქვეყანაში ადამიანზე მეტი ცხვარია: ქვეყანაში, დაახლოებით, 5.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ცხვრების რაოდენობა 25 მილიონს აჭარბებს. თითო მცხოვრებზე საშუალოდ 5 ცხვარი მოდის.

ახალ ზელანდიაში საერთოდ არ არიან გველები! გარდა ამისა, ადგილობრივ ბუნებაში თითქმის ვერ შეხვდებით ადამიანისთვის სახიფათო შხამიან ცხოველებსა თუ მწერებს.

საუკუნეების განმავლობაში კუნძულებზე ძუძუმწოვარი მტაცებლები არ ბინადრობდნენ, ამიტომ ბევრმა ადგილობრივმა ფრინველმა ფრენის უნარი დაკარგა.

ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი თვითმმართველი ქვეყანაა, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ — 1893 წელს.

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ბორცვის სახელი 85 ასოსგან შედგება და გინესის რეკორდებშია შტანილი:

Taumatawhakatangihangakoauauotamateaturipukakapikimaungahoronukupokaiwhenuakitanatahu (ტაუმატავაკატანგანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკაივჰენუაკიტანატახუ).

მაორის ენიდან ეს ფრაზა დაახლოებით ასე ითარგმნება:

„ადგილი, სადაც ტამატეამ — მამაკაცმა დიდი მუხლებით, მთებზე მცოცავმა, მიწების შემოსულმა და ყლაპიამ — თავისი ცხვირის ფლეიტაზე დაუკრა საყვარელი ადამიანისთვის.“

მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე ბუნებრივ წყალსატევად ოფიციალურად ითვლება ნელსონის ეროვნულ პარკში მდებარე „ლურჯი ტბა“ (Blue Lake) — მასში ხილვადობა 80 მეტრამდე აღწევს.

ახალი ზელანდია იმდენად შორს არის დანარჩენი მსოფლიოსგან, რომ ხშირად ავიწყდებათ მისი დატანა დედამიწის რუკების ნაწილზე.

***

მხოლოდ ერთი ასო - გეოგრაფიული ადგილების ყველაზე მოკლე დასახელებები

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რომლის სიგრძე მხოლოდ 85 მეტრია

დედამიწის მე-7 კონტინენტი, რომლის 94% წყალშია - სად მდებარეობს ის?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელია კაცის უძველესი პროფესია და...

რომელია კაცის უძველესი
პროფესია

როგორ უძლებს კოდალა ხეზე გამუდმებით...

როგორ უძლებს კოდალა ხეზე
გამუდმებით კაკუნს?

რატომ არ შეიძლება ეგვიპტიდან და მალ...

ნიჟარები და მარჯნები
ეგვიპტიდან და მალდივის
კუნძულებიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები