საკნატუნო ამბები

დედამიწის მე-7 კონტინენტი, რომლის 94% წყალშია - სად მდებარეობს ის?

fun time

18:05 შაბ. 19 ივნისი, 2021 წელი

მე-7 კონტინენის შესახებ

14
დაკოპირებულია

ზოგჯერ საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი შეიძლება ახალმა აღმოჩენამ შეცვალოს. მაგალითად, 11 გეოლოგისგან შემდგარმა ჯგუფმა გაახმოვანა ჰიპოთეზა მეშვიდე კონტინენტის არსებობის შესახებ. ვცადოთ გავარკვიოთ, რომელ კონტინენტს გულისხმობენ მეცნიერები და სად მდებარეობს ის?

 

ზელანდია - ახალი კონტინენტია?

ახალი კონტინენტის შესწავლას ის ართულებს, რომ მისი 94%, წყლის ქვეშაა. წყლის ზემოთ მხოლოდ ხმელეთის 6% ჩანს და ის ახალ ზელანდიასა და ახალ კალედონიას მოიცავს.

გასული საუკუნის ბოლოს რამდენიმე მეცნიერმა ამ ტერიტორიის შესწავლა გადაწყვიტა. ყველაფერი უძველესი სუპერკონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილის, გონდვანას გამოყოფის კვლევით დაიწყო. სწორედ ეს გახდა ვარაუდის საფუძველი, რომ ახალი ზელანდია ავსტრალიის კი არა, მთელი კონტინენტის ნაწილია.

ამ რეგიონში დედამიწის ქერქის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ის არა კუნძულოვან, არამედ კონტინენტურ ტიპს მიეკუთვნება. მკვლევარებმა აღმოაჩინეს ვულკანური, მეტამორფული და დანალექი ქანები, რომლებიც ტემპერატურისა და წნევის ზემოქმედებით წარმოიქმნა. ამის საფუძველზე დაასკვნეს, რომ წარსულში ხმელეთი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა იმყოფებოდა.

2016 წლის დეკემბერში მეცნიერებმა თავიანთი არგუმენტები და ვარაუდები ამერიკის გეოლოგიურ საზოგადოებისთვის წარდგენილ სტატიაში ჩამოაყალიბეს. ამრიგად, საკითხი მეშვიდე კონტინენტის არსებობის შესახებ უკვე გლობალურ დონეზე დაისვა.

კონტინენტის მდებარეობისა და საზღვრების დადგენის მიზნით მეცნიერებმა სატელიტის დახმარებას მიმართეს. ფსკერის სტრუქტურის შესწავლის შედეგად, შესაძლებელი გახდა ზელანდიის ადგილმდებარეობის განსაზღვრა. როგორც გაირკვა, ახალი კონტინენტი მიმდებარე რელიეფზე გაცილებით მაღლა მდებარეობდა, დამახასიათებელი გეოლოგია, მკაფიო საზღვრები და ზღვის ფსკერთან შედარებით სქელი ზედაპირული ფენა ჰქონდა.

უფრო მეტიც, ზელანდიას საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს - დაახლოებით 4,9 მილიონი კმ. შედარებისთვის, გრენლანდიის ფართობი მხოლოდ 2.131 მილიონი კმ 2-ია. ავსტრალიასთან მიმართებით, რომელიც კონტინენტად ითვლება, ზელანდია მისი ტერიტორიის 2/3-ია.

მეცნიერთა აზრით, ზელანდია ავსტრალიას დაახლოებით, 60-85 მილიონი წლის წინ ჩამოსცილდა. მოგვიანებით, კონტინენტი ჩაიძირა და მრავალი ცვლილება განიცადა. ცვლილებებისერთ-ერთი მიზეზი ვულკანური ჯაჭვი, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩამოყალიბდა და ზელანდიის წყალქვეშა ნაწილის დეფორმაცია მოახდინა. ამ წარმონაქმნს, რომელიც 450 ვულკანისგან შედგება, ცეცხლოვან ბეჭედსაც უწოდებენ. გასაკვირი არ არის, რომ ამ ჯაჭვმა წყალქვეშა კონტინენტის იერზე გავლენა მოახდინა, რადგან მსოფლიოში მიწისძვრების 81% სწორედ ამ მიზეზით ხდება.

ზელანდია - დაკარგული ატლანტიდა?

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 340 წელს, ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა ჩაძირული და დაკარგული კუნძულოვანი სახელმწიფო, სახელად ატლანტიდა აღწერა. იქნებ ის სწორედ ახლად აღმოჩენილ კონტინენტზე წერდა?

თუმცა, ამ კითხვაზე მეცნიერებს უარყოფითი პასუხი აქვთ. მათი ვერსიით, ზელანდია წყლის ქვეშ ისე დიდი ხნის წინ წავიდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში წერილობითი სახით ვერ მოხვდებოდა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ წყალქვეშა კონტინენტი უამრავ საიდუმლოს მალავს, მაგრამ კვლევას წყალქვეშა სამყაროს შესასწავლისთვის საჭირო აღჭურვილობების არარსებობა ართულებს.

ზოგი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მატერიკზე ძველი სამყაროს ნაშთები შემონახულია. შესაძლოა, ზოგიერთმა ცივილიზაციამ შეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა.უფრო მეტიც, პალეონტოლოგები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ზელანდიაში პრეისტორიული ცხოველები ცხოვრობდნენ, რომლებიც აქამდე არავის უნახავს.

იმედია, ინჟინრები მალე გამოიგონებენ ოკეანის ფსკერის შესწავლისთვის საჭირო მოწყობილობებს და ჩაძირული ზელანდიის შესწავლა მოხდება.

სავარაუდოდ, მეშვიდე კონტინენტის არსებობა საბოლოოდ მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი