იცით თუ არა

მხოლოდ ერთი ასო - გეოგრაფიული ადგილების ყველაზე მოკლე დასახელებები

fun time

20:44 შაბ. 15 ოქტომბერი, 2022 წელი

გეოგრაფიული სახელები

14
დაკოპირებულია

გსმენიათ რამე მდინარის შესახებ, რომელსაც სახელად „დ“ ჰქვია?  ან სოფელ „ა“-ს შესახებ თუ გაგიგიათ? მსოფლიოში რამდენიმე გეოგრაფიული ადგილია, რომლის სახელი მხოლოდ ერთი ასოსგან შედგება. 

1. სოფელი „ა“ - ნორვეგია

„ა“ ნორვეგიის, ლოფოტენის მუნიციპალიტეტის მეთევზეთა სოფელი და ტურისტების საყვარელი ადგილია. სოფელში ძირითადად, შებოლილ თევზს აწარმოებენ. „ა“-საკუთარი თევზის მუზეუმი აქვს.

2. მდინარე „დ“ - აშშ

მდინარე, სახელად „დ“ აშშ-ს ორეგონოს შტატის ქალაქ ლინკოლნში მოედინება. ოდესღაც უსახელო, 440 ფუტი (130 მ) სიგრძის მდინარე გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე მოკლე. „დ“-მ ტიტული 1989 წელს დაკარგა, როდესაც გინესის რეკორდების წიგნმა მსოფლიოში ყველაზე მოკლე მდინარედ მონტანას შტატის მდინარე როუ დაასახელა.

3. მდინარე „ე“ - დიდი ბრიტანეთი

ეს მდინარე შოტლანდიის მთიან რეგიონებში მოედინება. მისი სათავე ლოხ-ნესის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მდინარე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიედინება და, დაახლოებით, 10 კმ-ის (6 მილი) გავლის შემდეგ მჰორის ტბაში ჩაედინება. მდინარე ე-ს ყველაზე მოკლე მდინარის სახელი აქვს შოტლანდიაში და მის ფარგლებს გარეთ.

4. სოფელი "Å" - შვედეთი

Å (გამოითქმება, როგორც აი) შვედეთში, ოსტერგეტლანდის საგრაფოში მდებარე პატარა სოფელია. მისი მოსახლეობა დაახლოებით 200 ადამიანს შეადგენს. შვედეთში სულ მცირე, 12 სხვა ადგილია ანალოგიური სახელწოდებით და მათი უმეტესობა ფერმები ან სახლებია. სოფელში ხშირად შეხვდებით ტურისტს, რომლის მიზანი სოფლის სახელის აღმნიშვნელი აბრის ფოტოზე აღბეჭდვაა.

5. სოფელი „Y“ - საფრანგეთი

ეს სოფელი ჩრდილოეთ საფრანგეთში, სომის დეპარტამენტში მდებარეობს და მას მსოფლიოში ყველაზე მოკლე დასახელება აქვს. Y -ს მცხოვრებლები საკუთარ თავს „Ypsilonien(ne)s“-ს (ი ფსილონელები) უწოდებენ. სოფელი Y ქალაქ ამიენიდან აღმოსავლეთით, 32 მილის (50 კმ) დაშორებით, მდებარეობს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ფრაზა „აკუნა მატატა“?

ზანზიბარი - ტანზანიის
ავტონომიური კუნძულოვანი
რეგიონი ინდოეთის
ოკეანეში

კატის კრუტუნი სიცოცხლეს გვიხანგრძლი...

კატის კრუტუნი სიცოცხლეს
გვიხანგრძლივებს

კავშირი, რომელიც ზეცაში იქმნება — ზ...

ზოდიაქოს 4 წყვილი იდეალური
ფსიქოლოგიური
თავსებადობით

თავისუფლების ქანდაკების საიდუმლო —...

თავისუფლების ქანდაკების
საიდუმლო — ვისი სახე აქვს
მონუმენტს?

როგორ გაჩნდა დოლარის ნიშანი და რა კ...

ჰერკულესის სვეტები

რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბ...

რატომ უწოდებენ ინგლისს
„ნისლიან ალბიონს“?

რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს ა...

40 წლის იუბილე

პულენები — რა საიდუმლოს მალავს შუა...

პულენები — რა საიდუმლოს
მალავს შუა საუკუნეების
წვეტიანი ფეხსაცმელი?

რატომ აქვს ჟირაფს გრძელი კისერი?

ჟირაფის მახასიათებლები