საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რომლის სიგრძე მხოლოდ 85 მეტრია

fun time

18:02 ორშ. 16 სექტემბერი, 2024 წელი

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში ყველაზე პატარა საზღვრის სიგრძე 100 მეტრზე ნაკლებია. აფრიკის ჩრდილოეთით მიწის პატარა, კლდოვანი მონაკვეთი, სახელად პენიონ დე ველეს დე ლა გომერა მდებარეობს, რომელიც დღეისთვის ქვეყნებს შორის ყველაზე მოკლე საზღვარს წარმოადგენს.

ყველამ იცის, რომ ევროპის ტერიტორიაზე ესპანეთი პორტუგალიასა და საფრანგეთს ესაზღვრება და ეს საზღვრები 2 ათას კილომეტრზე გადაჭიმულია, თუმცა ესპანეთს სხვა ტერიტორიებიც აქვს.

ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარეობს პატარა ტერიტორიული ერთეულების ჯგუფი, რომელიც ოდესღაც ესპანეთის კოლონია იყო და დღემდე ესპანეთი აკონტროლებს. ეს მიწები ესაზღვრება ანდორას, გიბრალტარს (ბრიტანეთის ტერიტორია) და მაროკოს.

სწორედ მაროკოსა და ესპანურ პენიონ დე ველეს დე ლა გომერას შორის მდებარეობს პლანეტაზე ყველაზე პატარა, 85-მეტრიანი საზღვარი.

***

კლდოვანი ნახევარკუნძული, რომლის ფართობი კილომეტრზე ნაკლებია, მე-16 საუკუნეში 13 ათასი ჯარისკაცისგან შემდგარმა ესპანურმა რაზმმა დაიპყრო. მაროკოელები მას შემდეგ აცხადებენ მიწაზე პრეტენზიას, მაგრამ ესპანეთის მტკიცე უარს აწყდებიან.

სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ესპანეთმა ამ პატარა ნახევარკუნძულზე თავისი სამხედრო გარნიზონი განათავსა.

დღესაც აქ წესრიგს არა მაროკოელი, არამედ ესპანელი ჯარისკაცები იცავენ, რომლებიც თვეში ერთხელ იცვლებიან. კომფორტს მიჩვეული ესპანელები ნახევარკუნძულზე ძველ შენობაში ცხოვრობენ, სადაც ელექტროენერგია და წყალი არაა. ჯარისკაცებს საკვებს და საჭირო ნივთებს ესპანეთის საზღვაო ძალების გემებით აწვდიან.

***

აღსანიშნავია, რომ პენიონ დე ველეს დე ლა გომერა ყოველთვის კუნძული იყო, მაგრამ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების შუა ხანებში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა და კლდოვანი კუნძული ხმელეთს დაუკავშირდა. ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე მოკლე სახმელეთო საზღვარი 90 წელია არსებობს.

როგორც ესპანეთში, ისე აქაც მთავარი ვალუტა ევროა.

ესეც დაგაინტერესებთ:

მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ქვეყანა, რომელსაც ყველა მხრიდან წყალი აკრავს, მაგრამ სასმელი წყალი არა აქვს



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?