საკნატუნო ამბები

მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ქვეყანა, რომელსაც ყველა მხრიდან წყალი აკრავს, მაგრამ სასმელი წყალი არა აქვს

fun time

12:00 შაბ. 15 აპრილი, 2023 წელი

ტუვალუ

14
დაკოპირებულია

წყნარ ოკეანეში, პოლინეზიის რეგიონში მდებარე ტუვალუ მსოფლიოში მესამე ყველაზე მცირედ დასახლებული სახელმწიფოა და მისი ფართობი მხოლოდ 26 კმ²-ს შეადგენს. მისი მოსახლეობა კი სულ რაღაც 11 000 ადამიანია, რომლებიც 5 ატოლსა და 4 კუნძულზეა განთავსებული. ცნობისთვის, ატოლი წრიული ფორმის მარჯნის კუნძულია, რომლის ძირი ოკეანის ფსკერზე მდებარეობს.  

მდებარეობა

ტუვალუს ყველაზე დიდი კუნძულის, ვაიტუპუს ფართობი 5 კვადრატულ კილომეტრს ოდნავ აღემატება. ხოლო ყველაზე პატარა კუნძული - ნიულაკიტა მხოლოდ 0,4 კვადრატულ კილომეტრია.

ტუვალუს რუკა ქაღალდზე მიმოფანტულ წერტილებს ჰგავს, რადგან კუნძულები ერთმანეთისგან საკმაოდ შორ-შორ მდებარეობს. ყველაზე ახლომდებარე კუნძულებს ერთმანეთისგან 67 კილომეტრი აშორებს, ხოლო ყველაზე შორს მყოფებს - 172 კმ.

ტუვალუს თოვლივით თეთრი პლაჟები აქვს, მაგრამ არ აქვს მთები - აქ ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი მხოლოდ 5 მეტრია!

გასაკვირი არაა, რომ კუნძულზე წყალდიდობები ხშირია. 1972 წელს ოკეანის წყალმა კუნძულებიდან მთლიანად გადარეცხა ხეები და შენობა-ნაგებობები. ამიტომ დღეს ტუვალუზე ძველ შენობებს ვერ ნახავთ - ხალხი ევროპული სტილის სახლებში ცხოვრობს.

ქვეყნის მოწყობა

1974 წლამდე ტუვალუ ბრიტანეთის კოლონიის ნაწილი იყო. 1978 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა ფორმალურად, ტუვალუს ოფიციალურ მმართველად დღემდე ბრიტანეთის მონარქი ითვლება.

2008 წელს ტუვალუს მოქალაქეებმა რეფერენდუმი ჩაატარეს და ქვეყანაში მონარქიის დატოვება მოითხოვეს. ტუვალუს დროშა დღემდე დიდი ბრიტანეთის დროშას მოიცავს.

ტუვალუ გაეროს წევრია. ის ერთ-ერთია მცირერიცხოვან ქვეყანათა ჩამონათვალში, რომელმაც რუსეთის თხოვნით, 2011 წელს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

სამი წლის შემდეგ ტუვალუელებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და, ამჯერად უკვე საქართველოს თხოვნით, სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე უარი თქვეს.

კლიმატი

კლიმატი და ბუნებრივი მოვლენები ტუვალუსთვის ყველაზე მტკივნეული თემაა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ გლობალური დათბობის გამო რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ტუვალუ წყლის ქვეშ აღმოჩნდება.

ქვეყანას სჭირდება ფული, რომ ბუნებას შეებრძოლოს და ხმელეთის დასახლებული ნაწილები გაამაგროს, მაგრამ ტუვალუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და ამის რესურსები არ გააჩნია.

ტურიზმი

მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ 2016 წელს ტუვალუ ყველაზე იშვიათად მონახულებად სახელმწიფოდ აღიარა. 1982 წელს ტუვალუში ელისაბედ II და პრინცი ფილიპე იმყოფებოდნენ, 2012 წელს კი ქვეყანას პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ეწვივნენ.

მედიამ გაავრცელა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ადგილობრივებთან ერთად ცეკვავდნენ და ტუვალის დელიკატესებს მიირთმევდნენ მაგრამ ბრიტანეთის სამეფო კარის ვიზიტები ტუვალუს მსოფლიო პოპულარობაზე არ ასახულა.

შემოსავალი

წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ქვეყანაში, მართალია, მხოლოდ ორიოდე ათასი ტურისტი ჩადის, მაგრამ ეს მაინც ქვეყნის მშპ-ს 10 პროცენტზე მეტს უზრუნველყოფს.

კიდევ ერთი შემოსავლიანი სფერო ტუვალუსთვის ეროვნული დომეინის იჯარაა, რომელიც ასე იძებნება: tv (დომეინი - ეს არის ინტერნეტის უნიკალური მისამართი, რომელიც თქვენს საიტს ან კორპორაციულ ელექტრონულ ფოსტას სჭირდება).

შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა საფოსტო მარკების წარმოებაც, რომლებიც ფილატელისტებში ძვირად ფასობს.

წვიმის წყალი ... დასალევად!

დაბოლოს, ქვეყანას, რომელსაც ოთხივე მხრიდან წყალი აკრავს, სასმელი წყალი არ აქვს.

2010 წელს კუნძულზე მიწისქვეშა წყლები სასმელად უვარგისად აღიარეს და მოსახლეობას მისი დალევა აუკრძალეს.

ამჟამად ტუვალუში მტკნარი წყლის მთავარი წყარო წვიმაა. კრიზისულ სიტუაციებში ქვეყანაში წყალი ახალი ზელანდიიდან თვითმფრინავით ჩააქვთ.

ამ ბოლო ფოტოზე კი ტუვალუს აეროპორტს ხედავთ, რომელიც ერთადერთია ქვეყანაში 👇

ესეც საინტერესოა:

ქვეყნები, სადაც მოქალაქეობის მოპოვება შესაძლებელია მათ ტერიტორიაზე დაბადებით

შენ ოღონდ ჩამოდი! - ქალაქები, სადაც სახლს და ფულს გაჩუქებენ...

როცა არც საკუთარი ენა გაქვს, არც ვალუტა, მაგრამ მდიდარი ხარ!

ზღაპრული ქვეყანა ჯარის, ვალუტის, დანაშაულის, უმუშევრობის და საგარეო ვალის გარეშე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში