საკნატუნო ამბები

კაცობრიობის ისტორიაში პირველად: სახელმწიფო „საცხოვრებელ ადგილს“ იცვლის!

fun time

20:30 კვი. 29 მაისი, 2022 წელი

ტუვალუს საგარეო საქმეთა
მინისტრი საიმონ კოფე

14
დაკოპირებულია

საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ბარგის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა ყოველთვის უამრავ სირთულეს უკავშირდება. წარმოიდგინეთ სირთულის მასშტაბები, როცა საქმე ერთი ოჯახის კი არა, მთელი სახელმწიფოს გადაადგილებას ეხება. ეს არც ფანტაზიაა და არც ხუმრობა. სავარაუდოდ, პლანეტაზე მალე პირველი სახელმწიფო გაჩნდება, რომელსაც გლობალური დათბობის გამო „საცხოვრებელი ადგილის“ შეცვლა მოუწევს.

სხვა ტერიტორიაზე გადასაბარგებლად წყნარ ოკეანეში, ჰავაისა და ავსტრალიას შორის მდებარე სახელმწიფო - ტუვალუ ემზადება. მისი მოსახლეობა 11 000-ზე ოდნავ მეტია, ხოლო ფართობი მხოლოდ 26 კვადრატული კილომეტრს შეადგენს. ტუვალუ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა და მისი ზომა სწრაფად მცირდება იმის გამო, რომ ოკეანეში წყლის დონე იმატებს.

შარშან ტუვალუს მთავრობამ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე – COP26 – უჩვეულო გამოსვლით მიიქცია ყურადღება. გაეროს კონფერენციაზე აჩვენეს ვიდეომიმართვა, რომელშიც წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოფე ოკეანეში, მუხლებამდე წყალში, აკაპიწებული შარვლით დგას. მინისტრის თქმით, იმ ადგილას, სადაც ახლა დგას, ადრე მიწა იყო. თავისი უჩვეულო განცხადებით მინისტრმა თავისი ქვეყნის გასაჭირზე ღონისძიების მონაწილეთა ყურადღების მიქცევა სცადა.

„ჩვენ წარმოვიდგენთ ყველაზე ცუდ სცენარს, რომლის შემთხვევაშიც იძულებული გავხდებით, გადავსახლდეთ, რადგან ჩვენი მიწები დაიტბორება. ვეძებთ სამართლებრივ გზებს, რათა შევინარჩუნოთ აღიარება, როგორც სახელმწიფომ, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად,“ – უთხრა „როიტერსს“ საიმონ კოფემ.

ტუვალუსთვის გლობალური დათბობით გამოწვეული საფრთხე სავსებით რეალურია. კუნძულის უმაღლესი წერტილი წყლის დონიდან მხოლოდ 4,8 მეტრზე მდებარეობს და წყლის დონის აწევის შემთხვევაში კუნძულს გაქრობა ემუქრება.

ტუვალუ უკვე 5 ათასმა მცხოვრებმა დატოვა, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ტუვალელების უმეტესობა საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავიდა. საიმონ კოფემ სინანულით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მალე პირველი სახელმწიფო გახდება ტერიტორიის გარეშე. ამ მოვლენისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს, პირველ რიგში, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით.

ტუვალუს მთავრობისა და იურისტების წინაშე რთული დავალება დგას, რადგან ისტორიას მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადასულმა სახელმწიფომ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. შესაძლოა ტუვალუმ „ციფრული სახელმწიფოს“ ფორმატი აირჩიოს. სავარაუდოდ, ეს ერთადერთი არჩევანია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ტუვალუს მოქალაქეებს გააერთიანებს.

ესეც საინტერესოა:

6 ყველაზე პატარა კუნძული, სადაც ხალხი ცხოვრობს

ფრინველის სკინტლით გამდიდრებული კუნძულის სევდიანი ამბავი

კუნძული, სადაც ქალებს ფეხის დადგმა ეკრძალებათ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?