ფულის ნუმეროლოგია — რომელ ციფრებს მოაქვს ფინანსური წარმატება?
13:00 ხუთ. 23 ივლისი
ნუმეროლოგია ეზოთერული სისტემაა, რომელიც შეისწავლის რიცხვებსა და მათ მისტიკურ კავშირს ადამიანის ხასიათთან, ბედისწერასთან და მიმდინარე მოვლენებთან. ადამიანებს უძველესი დროიდან სჯეროდათ, რომ რიცხვები განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებენ და ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე ახდენენ გავლენას.
ნუმეროლოგია გვასწავლის, რომ თითოეულ ციფრს თავისი უნიკალური ენერგეტიკა აქვს. მას შეუძლია ჩვენი თვისებების გაძლიერება, ახალი შესაძლებლობების ან, პირიქით, დაბრკოლებების შექმნა. ამ მხრივ, ე.წ. „ფულის ნუმეროლოგია“ ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა.
ზოგიერთი ციფრი ბარაქის მოსაზიდად, შემოსავლების გასაზრდელად და წარმატებული პროექტების განსახორციელებლად განსაკუთრებით ხელსაყრელად მიიჩნევა. რა თქმა უნდა, ციფრები ვერ შეცვლის შრომას, ცოდნასა და ფინანსების გონივრულ მართვას, თუმცა ნუმეროლოგებს სჯერათ, რომ კონკრეტული ციფრების ენერგეტიკა კეთილდღეობის შექმნაში გვეხმარება.
ციფრი 8 — ფულის მაგნიტი
ნუმეროლოგიაში რვიანი ყველაზე ძლიერ „ფინანსურ“ ციფრად ითვლება. მისი სიმბოლიკა მჭიდროდ უკავშირდება ძალაუფლებას, წარმატებას, მატერიალურ მიღწევებსა და რესურსების მართვის უნარს.
შემთხვევითი არ არის, რომ რვიანის ფორმა უსასრულობის ნიშანს — ენერგიის უწყვეტ ნაკადს მოგვაგონებს. ადამიანები, რომელთა დაბადების თარიღში რვიანი ხშირად გვხვდება, როგორც წესი, მეწარმის ჭკუითა და უნარებით გამოირჩევიან, შესანიშნავად ხედავენ ფინანსურ პერსპექტივებს და ყოველთვის მაღალი მწვერვალებისკენ ისწრაფვიან.
მიჩნეულია, რომ რვიანის ენერგია გვეხმარება:
- მსხვილი პროექტების მოზიდვაში,
- ბიზნესის წარმატებით მართვაში,
- გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში,
- საკუთარი ინიციატივით შემოსავლების გაზრდაში.
ციფრი 6 — სტაბილურობისა და ბარაქის ენერგია
თუ რვიანი დიდ ფულსა და ამბიციებს უკავშირდება, ექვსიანი მუდმივი კეთილდღეობის სიმბოლოა. ეზოტერიკულ ტრადიციაში ციფრი 6 სახლთან, სიმყუდროვესთან, ოჯახურ ბარაქასა და ნაშრომის შენარჩუნების უნართან იგივდება. ადამიანები, რომლებიც ამ ენერგეტიკის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რისკიან ავანტიურებზე იშვიათად მიდიან და უპირატესობას შემოსავლის საიმედო წყაროებსა და გრძელვადიან დაგეგმვას ანიჭებენ.
ექვსიანი საუკეთესო ციფრად ითვლება:
- დანაზოგების შესაქმნელად,
- უძრავი ქონების შესაძენად,
- გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის,
ციფრი 3 — ფინანსური ენერგია
სამიანი ურთიერთობების, შთაგონებისა და ახალი შესაძლებლობების ციფრია. ნუმეროლოგიური თვალსაზრისით, სამიანის გავლენით ფული იდეების, შემოქმედების, ურთიერთობებისა და საჯაროობის წყალობით მოედინება. სწორედ ამიტომ, ეს ენერგეტიკა ხშირად ხელოვნების, მარკეტინგის, მედიის, განათლებისა და კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ადამიანებში გვხვდება.
სამიანი აძლიერებს:
- შემოქმედებით უნარებს,
- ადამიანების დარწმუნების უნარს,
- ქარიზმას,
- კლიენტებისა და პარტნიორების მიზიდვის ნიჭს.
ციფრი 1 — ლიდერისა და ნოვატორის ენერგია
ერთიანი ახლის დასაწყისს, ინიციატივასა და დამოუკიდებლობას განასახიერებს. ფულის ნუმეროლოგიაში ეს ციფრი უკავშირდება ადამიანებს, რომლებიც იღბლის ლოდინის ნაცვლად, შესაძლებლობებს თვითონვე ქმნიან. ერთიანი საკუთარი საქმის წამოწყებაში, ახალი პროექტების ამოქმედებაში და ფინანსურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებაში გვეხმარება.
მიჩნეულია, რომ ციფრი 1 განსაკუთრებით ხელსაყრელია:
- ახალი საქმეების დასაწყებად,
- კარიერული ზრდისთვის,
- სამეწარმეო საქმიანობისთვის,
- საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
როგორ გამოვიყენოთ იღბლიანი ციფრები?
ნუმეროლოგიის მიმდევრებს სჯერათ, რომ ფინანსური ენერგეტიკის გაძლიერება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შესაძლებელია.
ზოგიერთი ამ ციფრებს ბიზნესის დაფუძნების, ხელშეკრულებების დადების თუ ახალი პროექტების ამუშავების თარიღის შერჩევისას ითვალისწინებს. სხვები ყურადღებას აქცევენ ტელეფონის, ავტომობილის, ბინის ან საბანკო ანგარიშის ნომრებს.
ასევე ძალიან პოპულარულია პირადი „ფინანსური ციფრის“ გამოთვლა. ამისათვის დაბადების თარიღის ყველა ციფრს შეკრებენ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებენ. მიღებული ციფრი გვიჩვენებს, თუ რომელი თვისებების წყალობით იქნება ადამიანისთვის ყველაზე ადვილი ფინანსური წარმატების მიღწევა.
***
გამოთვალეთ თქვენი ბედის რიცხვი
გამოთვალეთ ენერგეტიკული ვამპირი თქვენს გარემოცვაში
გამოთვალეთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით
სიახლეები ამავე კატეგორიიდან