თემატური ჰოროსკოპი

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ ენერგეტიკული ვამპირი თქვენს გარემოცვაში

fun time

12:00 ოთხ. 27 ოქტომბერი, 2021 წელი

გამოთვალეტ ენერგეტიკული
ვამპირი

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგიის დახმარებით შესაძლებელია ენერგეტიკული ვამპირის ამოცნობა. ცნობისათვის - ეს ის ადამიანია, რომელთან ურთიერთობის შემდეგაც უიმედობა და აპათია გეუფლება.  

გინდათ იცოდეთ, თქვენი მეგობრებიდან ან კოლეგებიდან რომელია ენერგეტიკული ვამპირი?

ამისთვის იმ ადამიანის დაბადების თარიღის ყველა ციფრი უნდა შეკრიბოთ, სანამ საბოლოოდ ჯამში ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებთ (1-დან 9-ის ჩათვლით).

მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 24.02.1995:

2 + 4 + 0 + 2 + 1 + 9 + 9 + 5 = 32.

აგრძელებთ შეკრებას: 3 + 2 = 5.

ახლა კი თითოეული რიცხვის მნიშვნელობა ვნახოთ:

👉 1 და 2

1 და 2 ენერგეტიკული ვამპირების რიცხვებია, თუმცა ბევრი მათგანი ამას გაუაზრებლად, ქვეცნობიერად აკეთებს. სხვათა შორის, ამ რიცხვების მქონე ენერგოვამპირებს თავიანთი ნეგატიური თვისებებისგან გათავისუფლება შეუძლიათ. ამისთვის კი მხოლოდ საკუთარი თავისა და ემოციების მართვაა საჭირო.

👉 3, 6 და 8

ეს ადამიანები ნეიტრალურები არიან. მათ ძლიერი ენერგეტიკული ველი აქვთ, ამიტომ სხვისი ენერგიით არ იკვებებიან და არც სხვებს აძლევენ საკუთარი ენერგიით სარგებლობის საშუალებას.

👉 4

„ოთხიანი“ შეიძლება იყო როგორც ენერგეტიკული ვამპირი, ასევე ნეიტრალური ადამიანი, რადგან ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის უნიკალური უნარი გააჩნია. ყველაფერი მის ენერგიასა და ძალაზეა დამოკიდებული.

👉 5 და 7

ეს ორი რიცხვი ყველაზე მძიმედ განიცდის „ვამპირების“ გავლენას, ამიტომ მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

👉 9

ამ რიცხვის მქონე ადამიანს გარკვეული ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ენერგეტიკულ ვამპირებს არ მიეკუთვნება. პირიქით, მას ძლიერი დადებითი ენერგია გააჩნია.

🔰:

ქორწინების ნუმეროლოგია - გამოთვალეთ თქვენი წყვილის ქორწინების რიცხვი

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი

გამოთვალეთ თქვენი სულის ასაკი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის