თემატური ჰოროსკოპი

ნუმეროლოგია: გამოთვალეთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, რომელიც ცხოვრებაში ხელს გიშლით

fun time

16:00 ხუთ. 28 ოქტომბერი, 2021 წელი

გაქვთ თუ არა კარმული ვალი?

14
დაკოპირებულია

კარმა, ინდუიზმსა და აღმოსავლურ რელიგიებში, ადამიანის მიერ წინა ცხოვრებაში ფიზიკურად თუ აზრობრივად ჩადენილი სხვადასხვა ქმედებებია, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას, მის კეთილდღეობასა თუ წარუმატებლობას. ის გვასწავლის, რომ ადამიანს თავისი ფიქრი ან მოქმედება ოდესმე ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება. 

ნუმეროლოგიური გაანგარიშების შედეგად, შესაძლებელია გავარკვიოთ, აქვს თუ არა ადამიანს კარმული ვალი ანუ შეუსრულებელი ვალდებულებები უმაღლესი ძალების, სხვა ადამიანების ან საკუთარი თავის მიმართ. სწორედ კარმული ვალია ბარიერი, რომელიც ადამიანს მიზნების მიღწევაში ხელს უშლის.

იმისათვის, რომ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა კარმული ვალი, დაბადების თარიღში შემავალი ყველა ციფრი უნდა შეკრიბოთ. ჯამში მიიღებთ ორნიშნა რიცხვს, რომელიც თქვენი კარმული ვალის რიცხვია.

მაგალითად, თუ თქვენი დაბადების თარიღია 27/04/1997, ასე უნდა შეკრიბოთ:

2 + 7 + 0 + 4 + 1 + 9 + 9 + 7; გამოდის რიცხვი 39.

თუ ამ მარტივი გაანგარიშების შედეგად მიიღეთ ერთ-ერთი ამ ოთხი რიცხვიდან : 13, 14, 16 ან 19, ესე იგი, თქვენ კარმული ვალი გაქვთ. ჩვენ გიამბობთ რას ნიშნავს ეს რიცხვები და კარმა როგორ გაასუფთაოთ.

👉 13

თუ გაანგარიშებისას შედეგად რიცხვი 13 მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კარმული ვალი სიზარმაცესა და ეგოიზმთან ასოცირდება.

შესაძლოა, წინა ცხოვრებაში მიზნების მისაღწევად განსაკუთრებულ ძალისხმევას არ იჩენდით, საკუთარი მოვალეობების სხვებისთვის გადაბარებას ცდილობდით და სხვა ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდით. ამის გამო, ამჟამინდელ ცხოვრებაში წარმატების მიღწევას მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის შედეგად შეძლებთ.

კარმის გასაწმენდად, საქმის ბოლომდე მიყვანა უნდა ისწავლოთ და შეცდომების აღიარება არ უნდა გეშინოდეთ.

👉 14

რიცხვი 14 ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ღმერთის ნაბოძები ნიჭი სასიკეთოდ არ გამოიყენეთ და უაზროდ გაფლანგეთ. არ გსურდათ კომფორტის ზონის დატოვება, გეშინოდათ ცვლილებების და ბედის მინიჭებული შანსით არ ისარგებლეთ. სავარაუდოდ, არასოდეს ასრულებდით საკუთარ დაპირებებს.

ასეთი კარმული ვალის მქონე ადამიანმა საქმის ხვალისთვის გადადება უნდა შეწყვიტოს, ისწავლოს სიზარმაცეს ბრძოლა და საკუთარ მიზნებს მიაღწიოს.

👉 16

თუ გაანგარიშების შედეგად რიცხვი 16 მიიღეთ, ეს ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში სიყვარულს ხელი ჰკარით ან უღალატეთ მათ, ვინც გიყვარდათ. შესაძლოა, ამორალურ ცხოვრებას ეწეოდით, რისთვისაც გაგასამართლეს.

ამჟამად თქვენი ამოცანაა მოკრძალებულად ცხოვრება და ეგოიზმისგან გათავისუფლება ისწავლოთ.

👉 19

რიცხვი 19 ნიშნავს, რომ წინა ცხოვრებაში ძალაუფლებას და გავლენას ბოროტად იყენებდით და ადამიანებს იმორჩილებდით. იყავით ზედმეტად ამბიციური და ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ ინდობდით. ამიტომ, ამ ცხოვრებაში შესაძლოა, მარტოობისა და უმწეობის პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ.

კარმის გასაწმენდად, სხვებზე უანგაროდ ზრუნვა უნდა ისწავლოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომელიც სიბერ...

ბავშვობა სიბერემდე

რამდენია ძილის ოპტიმალური ხანგრძლივ...

ძილის ოპტიმალური
ხანგრძლივობა თქვენი
ზოდიაქოს ნიშნისთვის

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის