იცით თუ არა

როცა არც საკუთარი ენა გაქვს, არც ვალუტა, მაგრამ მდიდარი ხარ!

fun time

20:22 კვი. 5 თებერვალი, 2023 წელი

ლიხტენშტაინის დედაქალაქი
ვადუცი

14
დაკოპირებულია

დასავლეთ ევროპაში მდებარე ეს სახელმწიფო იმდენად პატარაა (ფართობი 160,48 კმ². საზღვრის სიგრძეა 76,6 კმ.), რომ ავტომობილით მის გადაკვეთას ერთ საათში მოახერხებთ. ლიხტენშტაინი ავსტრიასა და შვეიცარიას შორის მდებარეობს, მაგრამ თავისი დამოუკიდებლობით ამაყობს. 

ლიხტენშტაინს პრინცი მართავს, რომელსაც კანონის დამოუკიდებლად მიღება შეუძლია.

ჩვენ გიამბობთ 15 გასაოცარ ფაქტს ამ მშვენიერი ქვეყნის შესახებ:

1. ამ ჯუჯა სახელმწიფოს თავისი სახელი მმართველი დინასტიის პატივსაცემად ეწოდა. პლანეტაზე ასეთი მხოლოდ სამი სახელმწიფოა: იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო (ჰაშემიტების პატივსაცემად) და საუდის არაბეთი (საუდელების პატივსაცემად).

2. ლიხტენშტაინის გერბის გამოყენების უფლება მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ.

3. ლიხტენშტაინის ჰიმნის მელოდია იგივეა, რაც ბრიტანული "God Save the King/Queen", მხოლოდ განსხვავებული ტექსტით. სახელმწიფოს დევიზია: „ღმერთისთვის, უფლისწულისთვის და სამშობლოსთვის“.

4. სამთავროს ზღვაზე წვდომა არ აქვს და მეტიც - არც მის მოსაზღვრე ქვეყნებს აქვთ ზღვაზე წვდომა. მსოფლიოში მეორე ასეთი ქვეყანა უზბეკეთია.

5. ლიხტენშტაინს ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს - 114,262 აშშ დოლარი (2018 წლის მდგომარეობით). ქვეყანაში არ არსებობს საგარეო ვალი და გადასახადები დაბალია.

6. ლიხტენშტაინს ეროვნული ვალუტა არ აქვს და ანგარიშსწორებისთვის შვეიცარიულ ფრანკს იყენებს. სამთავროს უფლება აქვს, საკუთარი მონეტები მოჭრას, მაგრამ მათ მხოლოდ სუვენირების ფუნქცია ექნებათ.

7. ლიხტენშტაინს საკუთარი ენა არ აქვს. სამთავროს ოფიციალური ენა გერმანულია. ეს ერთადერთი გერმანულენოვანი ქვეყანაა, რომელიც გერმანიას არ ესაზღვრება.

8. ადგილობრივ პოლიციაში 100-ზე ცოტა მეტი ოფიცერია, ჯარი კი საერთოდ არ ჰყავს - ამაზე სამთავრომ უარი დიდი ხნის წინ თქვა.

9. ამჟამად სამთავროს ციხეში მხოლოდ 9 პატიმარია. მათი საკნები კარგი სასტუმროს ოთახებს ჰგავს. პატიმრებისთვის საკვები რესტორნიდან მიაქვთ - ასე უფრო იაფი ჯდება მათი შენახვა.

10. ლიხტენშტაინში ქურდობა არასოდეს ხდება, ამიტომ სახლების ფანჯრები და კარები არ იკეტება.

11. საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან სამთავროში მხოლოდ ავტობუსი მოძრაობს, თავად მოსახლეობა კი უპირატესობას ველოსიპედს ანიჭებს.

12. სამთავროს ერთადერთი სასტუმრო მხოლოდ ზაფხულობით მუშაობს.

13. ლიხტენშტაინს საკუთარი საფეხბურთო ნაკრები ჰყავს, მაგრამ იქ არა პროფესიონალები, არამედ მოყვარულები თამაშობენ.

14. მმართველი ოჯახი მუდმივად ვადუცის ციხესიმაგრეში ცხოვრობს, ამიტომ შიგნით შესვლა აკრძალულია.

15. დაბოლოს, ლიხტენშტაინის ერთი დღით ქირაობა 70 000 დოლარი დაგიჯდებათ. „მასპინძელს“ და მის 150 -მდე სტუმარს მიმდებარე მთებსა და ციხე-კოშკებს მოატარებენ, საკოლექციო ღვინოებით გაუმასპინძლდებიან და ლამაზი ფეიერვერკებით დაემშვიდობებიან.

სამთავროს ქირაობის პერიოდში შეგიძლიათ საკუთარი ვალუტა, გერბი და საგზაო ნიშნების სისტემა დააწესოთ. ეს იდეა რეპერ სნუპ დოგის ეკუთვნის. ის პირველი იყო, ვინც თავისი ვიდეორგოლის გადასაღებად ლიხტენშტაინი იქირავა. ქვეყნის ხელისუფლებამ თავიდან უარი უთხრა, თუმცა მოგვიანებით დათანხმდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად მდებარეობს მსოფლიოს უძველესი ქრ...

ანტიოქიის
მართლმადიდებელი ეკლესია

კუ — ევოლუციის საოცრება დინოზავრები...

კუ - ევოლუციის საოცრება

აშშ-ის შტატები, სადაც ათეისტებს სახ...

აშშ-ის შტატები, სადაც
ათეისტებს სახელმწიფო
თანამდებობების დაკავება
ეკრძალებათ

რატომ აშენებდნენ ქოხებს „ქათმის ფეხ...

ქოხი ქათმის ფეხებზე

სააღდგომო კვერცხი — ტრადიციები, სიმ...

სააღდგომო კვერცხი

ბიბლიური თემები კინოში — ქრისტეს რო...

ენრიკე ირასოკი

ბზობა - ერთადერთი შემთხვევა, როცა ზ...

ქრისტეს შესვლა
იერუსალიმში. XII საუკუნე,
მოზაიკა, პალატინის კაპელა,
იტალია.

როგორ შევინახოთ სააღდგომო კვერცხი,...

სააღდგომო კვერცხის
შენახვა

საკმევლის თვისებები

საკმევლის თვისებები