საკნატუნო ამბები

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღირებული ტილო, რომელიც ფასითაც გაგაოცებთ და ტექნიკითაც

fun time

16:51 პარ. 25 ოქტომბერი

ჟან-მიშელ ბასკია

14
დაკოპირებულია

გემოვნებაზე რომ არ დავობენ, სწორედ მაგის დასტურია თანამედროვე ხელოვნების ეს შედევრები:

1. ვილემ დე კუნინგი, „გაცვლა“ $300 მილიონი დოლარი

ჰოლანდიელი წარმოშობის ამერიკელი მოდერნისტი მხატვრის მიერ 1955 წელს შესრულებული ნახატი. ავტორის თქმით, უჩვეულო შედევრი ომის შემდგომი პერიოდის მახინჯ რეალობას ასახავს. 2019 წელს ცნობილმა მილიარდერმა, კოლექციონერმა კენ გრიფინმა „გაცვლა“ ჰოლივუდის მაგნატ დევიდ გეფენისგან 300 მილიონ დოლარად შეიძინა.

2. ჯექსონ პოლოკი, "ნომერი 17A", ფასი 200 მილიონი დოლარი

ეს ჯექსონ პოლოკის კოლექციაში ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია. ის ამერიკელმა მილიარდერმა კენეტ გრიფინმა 200 მილიონ დოლარად შეიძინა.

პოლოკი ფუნჯით არასოდეს ხატავდა. ის ტილოს იატაკზე ან კედელზე აჭედებდა და ზედ საღებავს ასხამდა. ამის შემდეგ ის ტილოზე თოკის დარტყმებით ნახატს ქმნიდა.

ჰორიზონტალურ ზედაპირზე საღებავის შეფრქვევით (ტექნიკა drip and splash) პოლოკმა საფუძველი ჩაუყარა ახალ მხატვრულ მიმართულებას - აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმს.

3. მარკ როტკო, "No6", ფასი $186 მილიონი დოლარი

ამერიკელმა მხატვარმა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის წარმომადგენელმა მარკ როტკომ "No6", 1951 წელს დახატა. სამხატვრო გალერეები, სადაც როტკოს ნამუშევრები გამოიფინებოდა, ვალდებულნი იყვნენ რამდენიმე მოთხოვნა დაეცვათ. კერძოდ, როტკოს ნახატები მხოლოდ განცალკევებით მყოფ დარბაზებში უნდა გამოეფინათ, სადაც სხვა მხატვრების ნახატები არ იქნებოდა გამოფენილი. დამთვალიერებლის ნახატთან უშუალო კონტაქტის უზრუნველყოფისთვის დარბაზში უნდა ყოფილიყო მინიმალური განათება. გარდა ამისა, როტკო ყოველგვარ ჩარჩოებს ერიდებოდა, თითქოს ნახატის სივრცეს საზღვრები არ ჰქონდა.

4. როი ლიხტენშტეინი, „შედევრი“, ფასი $165 მილიონი დოლარი

ნახატი პოპ-არტის სტილში ამერიკელმა მხატვარმა როი ლიხტენშტეინმა 1962 წელს შექმნა. მხატვარმა პოპ-არტს ყველაზე ცუდი და იდიოტური ვიზუალური ელემენტი უწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ლიხტენშტეინის სახელი პოპ-არტის სინონიმად იქცა. მხატვარი ნაწარმოების საფუძვლად კომიქსების სურათს იღებდა, კომპოზიციას ცვლიდა და ფერთა სპექტრს ამარტივებდა. ლიხტენშტეინის ნამუშევრების მახასათებელი ე.წ. „ბენ-დეის წერტილების ტექნიკა გახლდათ.

2017 წელს „შედევრი“ 165 მილიო დოლარად გაიყიდა. ის განიხილება, როგორც წინასწარმეტყველური ხუმრობა, რომელიც ლიხტენშტეინის კარიერას ასახავს. ნახატში, ქერა ქალი ამბობს: „რატომ, ბრედ ძვირფასო, ეს ნახატი შედევრია! მალე მთელი ნიუ-იორკი დაჟინებით მოითხოვს შენს ნახატს!".

5. ჟან-მიშელ ბასკია, „უსახელო“, ფასი $110,5 მილიონი დოლარი

ჟან-მიშელ ბასკია ჰაიტ-პუერტო-რიკოელი წარმოშობის ამერიკელი მხატვარი და მუსიკოსია. 17 წლის ასაკში მან ნიუ-იორკში კედლებზე ხატვა დაიწყო, შემდეგ კი მხატვართა ჯგუფს შეუერთდა, რომლებსაც მოგვიანებით, ნეო-ექსპრესიონისტები უწოდეს.

1982 წელს ბასკიამ ენდი უორჰოლი გაიცნო, რომელთანაც 1987 წლამდე - უორჰოლის გარდაცვალებამდე მუშაობდა. თავად ბასკია ერთი წლის შემდეგ, 27 წლის ასაკში, ჰეროინთან შერეული კოკაინის მიღების შედეგად გარდაიცვალა.

1982 წელს შესრულებული „უსახელო ნახატი“ ავტოპორტრეტის ერთგვარ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ. თავის ქალა თითქოს სიცოცხლესა და სიკვდილს შორისაა. დაღლილი თვალები, შინაგან სამყაროში ჩაძირული მზერა და ნაღვლიანი სახე გვაფიქრებს, თითქოს მხატვრის მელანქოლური განცდები ჩვენზეც გადმოდის, თუმცა ამავდროულად ბასკია ბოლომდე არ გვიხსნის გზას საკუთარი ქვეცნობიერისკენ.

ნახატი შესრულებულია ბასკიას სტილის განვითარების დროს. ის აქ აფრიკულ ნიღბებს მიმართავს და მას თანამედროვე გადმოსახედიდან წარმოგვიდგენს, ამავე დროს ნიღაბს იყენებს, როგორც იდენტობის ძიების საშუალებას.

ჟან-მიშელი ამ ნახატზე თვეების განმავლობაში მუშაობდა, როცა სხვა ნამუშევრებს რამდენიმე დღეში ასრულებდა. ნახატის ინტენსიურობა შეიძლება ასახავდეს ბასკიას მოუსვენრობას, შიშს, რომელიც სავარაუდოდ მისი, როგორც მხატვრის კომერციულად წარმატების ზეწოლით იყო გამოწვეული.

უსათაურო ნახატი Sotheby's-ზე 110,5 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც მხატვრის აუქციონის აბსოლუტური რეკორდი გახდა.

ესეც საინტერესოა:

ფერწერული შედევრები, რომლებიც ქურდობისას განადგურდა

კამილ პისარო და ერთ ცალ ღვეზელში გაცვლილი შედევრი

ორი „ჯოკონდა“ და მსოფლიო ხელოვნების სხვა საიდუმლოებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში

რატომ იკრძალება ამერიკულ სასამართლო...

რატომ იკრძალება ამერიკულ
სასამართლოებში ფოტოს
გადაღება?