საკნატუნო ამბები

ლეონარდო და ვინჩის ორი „ჯოკონდა“ და მსოფლიო ხელოვნების სხვა საიდუმლოებები

fun time

14:00 ხუთ. 25 ნოემბერი, 2021 წელი

მონა ლიზა

14
დაკოპირებულია

ცამდე მართალი იყო სოკრატე, როცა თქვა: „მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი“.  ადამიანმა ათასი წელიც რომ იცხოვროს, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე დაგროვილი ცოდნის ერთ პროცენტსაც კი ვერ გაიაზრებს. მსოფლიოს გენიალური მწერლების, მხატვრების და მოქანდაკეების ქმნილებები დღემდე აოცებენ და ალბათ კიდევ ათასწლეულების მანძილზე გააოცებენ შთამომავლებს.  

„მონა ლიზა“

საუკუნეების მანძილზე ბევრი მხატვარი ცდილობდა ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატის ასლის შექმნას, მაგრამ ჯოკონდას ასლებს შორის ერთი განსაკუთრებულია. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ „Isleworth Mona Lisa“ მონა ლიზას გვიანი ასლია, სანამ 2013 წელს, ციურიხის მონა ლიზას ფონდის თანამშრომლებმა არ დაასკვნეს, რომ ეს ჯოკონდას ადრეული ვერსიაა, რომელიც თავად და ვინჩის ეკუთვნის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ ვერსიას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

ეიფელის კოშკი

პარიზის მთავარი სიმბოლოს შემქმნელმა გუსტავ ეიფელმა კოშკის ზედა იარუსზე პატარა ბინა მოაწყო: მისაღები, სამზარეულო, აბაზანა და ორი საძინებელი. აქ არქიტექტორი ისვენებდა, პარიზის ხედით ტკბებოდა და სტუმრებს მასპინძლობდა. ახლა აქ მუზეუმია, სადაც შეგიძლიათ ეიფელის და მისი მეგობრის თომას ედისონის ცვილის ფიგურები ნახოთ, რომელიც აქაურობას დროდადრო სტუმრობდა.

დიდი სფინქსი

ქალაქ გიზასთან ახლოს მდებარე დიდი სფინქსი დედამიწაზე შემორჩენილი უძველესი ქანდაკებაა. თავდაპირველად ის ღია ფერის საღებავით იყო დაფარული, რომლის ფრაგმენტები ქანდაკების მარჯვენა ყურის უკან შემორჩა. გარდა ამისა, სფინქსს ცხვირი და წვერიც ჰქონდა (ფრაგმენტები ბრიტანეთისა და ეგვიპტის მუზეუმებში ინახება). ზოგიერთი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ქანდაკებაზე ადამიანის სახე გაცილებით გვიან გამოიკვეთა. სავარაუდოდ, სფინქსს თავიდან ლომის ან ძაღლის თავი ჰქონდა, რასაც სხეულის პროპორციებთან შედარებით, პატარა თავიც ადასტურებს.

🔰:

„ჯოკონდას“ ქურდობა - როგორ შეცვალა ამ ფაქტმა მსოფლიო კრიმინალისტიკის განვითარება

ლეონარდო და ვინჩი საიდუმლო სერობა

საინტერესო ფაქტები ეიფელის კოშკზე



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები