საკნატუნო ამბები

„ეიფელის ყავისფერი“ - მსოფლიოში ერთადერთი ნაგებობა, რომელსაც საკუთარი, დაპატენტებული ფერი აქვს

fun time

16:00 ხუთ. 24 ივნისი, 2021 წელი

ეიფელის ყავისფერი

14
დაკოპირებულია

პარიზის მთავარი სიმბოლო ყოველთვის იმ ფერის არ იყო, რაც დღესაა. თავდაპირველად მას ყვითლად ან მოწითელო-ყავისფრად ღებავდნენ. ეიფელის კოშკის ამჟამინდელი შეფერილობა დაპატენტებულია და მას „ეიფელის ყავისფერი“ ჰქვია - ის მსოფლიოში ერთადერთი შენობაა, რომელსაც საკუთარი ფერი აქვს.

1900 წელს გუსტავ ეიფელმა კოშკის შესახებ დაწერილ წიგნში ჩაწერა, რომ რეგულარული შეღებვა ლითონის კონსტრუქციის ხანგრძლივ სიცოცხლეს უზრუნველყოფს. საღებავი კოშკს დაიცავს ქარისგან, მზისა და ტენიანობისგან და ოსტატი სრულიად მართალი იყო.

დღეს მოქმედი რეგულაციების თანახმად, კოშკს ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ღებავენ.

ეიფელის კოშკი თავისი არსებობის მანძილზე 19-ჯერ შეიღება. ამისთვის ყოველ ჯერზე, 60 ტონაზე მეტი საღებავი, 1,5 ათასი ჯაგრისი და 2 ჰექტარი დამცავი სამშენებლო ბადე იხარჯება, რომელიც პარიზელებს კოშკიდან შემთხვევით ცამოცვენილი საგნებისგან იცავს. ბუნებრივია, ყოველი შეღებვის შემდეგ კოშკი რამდენიმე ათეული ტონით მძიმდება.

„ეიფელის ყავისფერს“ სამი შეფერილობა აქვს. მათ შორის ყველაზე მუქით კონსტრუქციის პირველ დონეს ღებავენ. შედარებით ღია ფერი შუა ნაწილის შესაღებად გამოიყენება, ხოლო ზედა ნაწილი ყველაზე ღია საღებავით იფარება. ეს იმისათვის კეთდება, რომ კოშკი ცის ფონზე უფრო ლამაზად და ჰარმონიულად გამოიყურებოდეს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

სამეფო კორგები — ელისაბედ II-ის მთა...

სამეფო კორგები

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება