ურთიერთობა

ვინ იყო ლეონარდო და ვინჩი: წმინდანი თუ ადამიანი, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდა?

fun time

16:00 ხუთ. 26 აგვისტო, 2021 წელი

„საიდუმლო სერობის“
საიდუმლოებები

14
დაკოპირებულია

აღორძინების ხანის იტალიელი გენიოსი წარსულის ყველაზე იდუმალი პიროვნება გახლავთ და მისი შემოქმედების ამოცნობაზე ამ დრომდე მუშაობენ ხელოვნების ისტორიკოსები. დღეს გიამბობთ იმ 5 საიდუმლოს შესახებ, რომელიც მხატვარს ამ შედევრში აქვს დაშიფრული.

შექმნის ისტორია

„საიდუმლო სერობა“ მილანის სანტა-მარია-დელე გრაციეს ტაძარში, უფრო სწორად კი, მის ერთ-ერთ სატრაპეზოში მდებარეობს.

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ოსტატმა ნახატზე განგებ გამოსახა ისეთივე მაგიდა და ჭურჭელი, როგორიც იმ დროისთვის ტაძარში იდგა. ამით მან სცადა, ეთქვა, რომ იესო და იუდა, ანუ კეთილი და ბოროტი, იმაზე ახლოსაა ადამიანებთან, ვიდრე გვგონია.

ეს ფრესკა იტალიელ ოსტატს მილანის ჰერცოგმა ლუდოვიკო სფორცამ 1495 წელს შეუკვეთა. ჰერცოგი თავაშვებული ცხოვრებითა და ნორჩი მეძავების სიყვარულით იყო ცნობილი, თუმცა მშვენიერი და თავმდაბალი ცოლი ჰყავდა. ბეატრიჩე დ’ესტეს თავისი ქმარი, მისი არაერთი ნაკლის მიუხედავად, გულწრფელად უყვარდა. ლუდოვიკო სფორცაც პატივს სცემდა მეუღლეს, თუმცა ნამდვილი სიყვარულის ძალა მხოლოდ ბეატრიჩეს ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ განიცადა.

ჰერცოგი ისეთმა მწუხარებამ მოიცვა, რომ 15 დღე ჩაბნელებული ოთახიდან არ გამოსულა, ხოლო როცა გამოვიდა, სამუდამოდ აკრძალა სასახლის ტერიტორიაზე ყველანაირი გართობა და ლეონარდო და ვინჩის იმ ფრესკის დახატვა შეუკვეთა, რომელსაც განსვენებული მეუღლე სთხოვდა.

საიდუმლო სერობა სატრაპეზოში

880X460 ზომის ფრესკა 1498 წელს შეიქმნა. ხელოვნების მოყვარულებს მიაჩნიათ, რომ „საიდუმლო სერობა“ ყველაზე უკეთ 9 მეტრის დაშორებიდან და 3,5 მეტრი სიმაღლიდან ჩანს. ჯერ კიდევ ავტორის სიცოცხლეში, ფრესკა მის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნეოდა, თუმცა ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ „საიდუმლო სერობას“ შეექმნა.

საქმე ის გახლავთ, რომ ოსტატი, სველის ნაცვლად, მშრალ თაბაშირზე ხატავდა, რათა რამდენჯერმე რედაქტირების საშუალება ჰქონოდა. მან ერთგვარი ექსპერიმენტიც ჩაატარა და კედელს ტემპერას სქელი ფენა წაუსვა, რომელმაც ნახატის შექმნიდან ოციოდე წლის შემდეგ ჩამოშლა დაიწყო.

ნაწარმოების იდეა

„საიდუმლო სერობაზე“ ასახულია ქრისტესა და მოციქულების უკანასკნელი ვახშამი მაცხოვრის დატყვევების წინ.

ბიბლიის თანახმად, ვახშმისას ქრისტემ თქვა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე გასცემდა.

ლეონარდო და ვინჩიმ სცადა, სრულად გადმოეცა იესოს სიტყვების მოსმენისას მოსწავლეების რეაქცია. ამისთვის დადიოდა ქალაქში, უბრალო ადამიანებს ესაუბრებოდა და მათ რეაქციებს აკვირდებოდა. ავტორის მიზანი იყო, ბიბლიური ტრაპეზი წმინდა ადამიანური პოზიციიდან აესახა. სწორედ ამიტომ დახატა მან ტრაპეზზე მყოფი ყველა ადამიანი ერთ რიგში და შარავანდედიც არავის დაახატა.

„საიდუმლო სერობაში“ დაფარული საიდუმლოები:

  1. ხელოვნების ისტორიკოსთა მტკიცებით, ლეონარდოს ყველაზე მეტად ორი პერსონაჟის: იესოსა და იუდას შექმნა გაუჭირდა, რადგან შესაფერისი ნატურის პოვნას დიდხანს ვერ ახერხებდა.

    ერთხელ, ოსტატმა საეკლესიო გუნდში მგალობელი ჭაბუკი შენიშნა, რომელიც იმდენად სუფთა და ამაღლებული ჩანდა, რომ ლეონარდომ ის იესოს პროტოტიპად აარჩია.

    ამის შემდეგ თითქმის სამი წელი გაგრძელდა იუდას პროტოტიპის ძიება. მხატვარი საათობით დადიოდა ისეთ ადგილებში, სადაც ბოროტმოქმედები და ყველასგან გარიყული ადამიანები იკრიბებოდნენ და შესაფერის ნატურას ეძებდა.
    მონასტრის წინამძღვარი ოსტატს გამუდმებით აჩქარებდა. ერთხელ მხატვარმა თავი ვერ შეიკავა და წინამძღვარს დაემუქრა, თუ შემოქმედებით პროცესში ჩარევას არ შეწყვეტდა, იუდას მის სახეს მისცემდა, თუმცა საქმე აქამდე არ მისულა...

    ერთ დღეს და ვინჩიმ ქუჩაში მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი და ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა და თანაშემწეებს მისი სახელოსნოში მიყვანა უბრძანა. კაცი ფეხზე ძლივს იდგა, თუმცა ლეონარდოს მუშაობაში ხელი არ შეშლია. ლეონარდომ შექმნა იუდა, რომლის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და ბედუკუღმართობა.

როცა მხატვარმა იუდას სახე დასრულდა, ამასობაში მაწანწალაც გამოფხიზლდა.
ის ფრესკას მიუახლოვდა და გაოგნებულმა თქვა:
- ეს სურათი ხომ ნანახი მაქვს?
- კი, მაგრამ საიდან? - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინათ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, ეკლესიის გუნდში ვმღეროდი და მომავლის იმედი მქონდა. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატავად გამოიყენა, - უპასუხა მაწანწალამ.

ამგვარად, ისტორიკოსების აზრით, და ვინჩის შედევრზე იესო და იუდა ერთი და იმავე ადამიანის სახეა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეთილი და ბოროტი ისე ახლოსაა, რომ ხანდახან ზღვარი შეუმჩნეველი ხდება.

2. „საიდუმლო სერობის“ განხილვისას ყველაზე ხშირად ინტერესდებიან იესოს ხელმარჯვნივ მყოფი ფიგურით. ზოგი ვერსიით, ის ქრისტეს კანონიერი მეუღლე მარიამ მაგდალინელია, რაზედაც მიანიშნებს ასო M (Matrimonio, ანუ ქორწინება), რომელსაც იესოსა და მარიამის სხეულის კონტურები ქმნის. ზოგიერთ ისტორიკოსს ეს მოსაზრება საკამათოდ მიაჩნია და ამტკიცებს, რომ სურათზე მარიამ მაგდალინელი საერთოდ არ არის და ის, რასაც ასო M-ად მიიჩნევენ, ასო V, რაც ლეონარდოს ხელმოწერას ნიშნავს.

ზოგადად, ფრესკაზე გამოსახული მოციქულების სახელები ყოველთვის საკამათო იყო. არსებული წარწერებით თუ ვიმსჯელებთ, ესენი არიან: ბართლომე, იაკობ ალფესი, ანუ უმცროსი, ანდრია, იუდა ისკარიოტელი (ხელში ქისით), პეტრე, იოანე (ქრისტეს უმცროსი მოწაფე), თომა, იაკობ დიდი (ზებედეს ძე), მათე, იუდა იაკობის ძე და სვიმონ კანანელი.

3. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ სურათზე მოწაფეების უჩვეულო განლაგება შემთხვევითი არ არის, რადგან ლეონარდომ ისინი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით განათავსა. ამ ლეგენდის თანახმად, თავად იესო თხის რქა იყო.

4. მეორე მსოფლიო ომის დროს, სანტა-მარია-დელე გრაციეს ტაძარს ჭურვი მოხვდა და ყველაფერი გაანადგურა, გარდა იმ კედლისა, რომელზეც „საიდუმლო სერობაა“ გამოსახული.

ფრესკა გადარჩა, თუმცა ზოგჯერ ადამიანები მას ბარბაროსულად ეპყრობოდნენ: 1500 წელს ტაძარი დაიტბორა, რამაც შედევრს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. რესტავრაციის ნაცვლად, 1566 წელს სასულიერო პირებმა ფრესკაზე კარი გამოჭრეს. მოგვიანებით, მაცხოვრის თავზე მილანის გერბი განათავსეს, ხოლო მე-17 საუკუნის ბოლოს სატრაპეზო, საერთოდ, საჯინიბოდ გადააკეთეს.

თუმცა, იტალიელი გენიოსის ქმნილებას თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავდა. საფრანგეთის მეფე ფრანცისკე პირველს ფრესკა ისე მოეწონა, რომ სერიოზულად ფიქრობდა კედლის თავის სახლში გადატანაზე.

5. საინტერესოა ისტორიკოსების აზრი მაგიდაზე გამოსახული საკვების შესახებაც. მაგალითად, იუდას ახლოს ლეონარდომ ცარიელი თეფში და დაბნეული მარილი დახატა (რაც ყველა დროში ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა), თუმცა ყველაზე მეტ კამათს სურათზე გამოსახული თევზის სახეობა იწვევს - ხელოვნებათმცოდნეები დღემდე ვერ თანხმდებიან, რომელი თევზია სუფრაზე - ქაშაყი თუ ელი.

როგორც ხედავთ, ერთ სურათზე იმდენი საიდუმლოა, რომ ყველას ამოხსნას თაობები დასჭირდება. ბევრი მათგანი კი, დიდი ალბათობით, ვერასდროს ამოიცნობა.

🔰🔰🔰:

და ვინჩის 7 საიდუმლო, რომელიც დღემდე ამოუხსნელია

იატაკის საწმენდად გამოყენებული შედევრები

და ვინჩის ჯოკონდა - ღიმილსმიღმა დაფარული სიყვარულის ამბავი

წყარო: www.leonardodavinci.net


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად