ურთიერთობა

იატაკის საწმენდად გამოყენებული შედევრები - 3 ისტორია არშემდგარ მილიონერებზე

fun time

16:00 ოთხ. 16 ივნისი, 2021 წელი

კლოდ მონე „წახემსება
ბუნების წიაღში“ 1865-1866 წ

14
დაკოპირებულია

ხელოვნებას, ესთეტიკური სიამოვნების გარდა, ადამიანის გამდიდრებაც შეუძლია, თუ ფერწერაში ერკვევა და შედევრს ინტუიციით ამოიცნობს. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებმაც მილიონებად შეფასებული შედევრები სულელურად დაკარგეს...

1. ექიმი რეის პორტრეტი, 1889 წელი - ვან გოგის ნახატი, რომელსაც კედელში არსებული ხვრელის დასაფარად იყენებდნენ

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ვან გოგმა ექიმი ფელიქს რეი გაიცნო, რომელიც მხატვარს ნერვული აშლილობის დაძლევაში ეხმარებოდა. მადლიერების ნიშნად, გენიოსმა მხატვარმა თავისი ექიმის პორტრეტი დახატა, რომელიც ორიგინალს ძალიან ჰგავდა, თუმცა რეიმ, რომელიც ფერწერაში ვერ ერკვეოდა, ძღვენი სათანადოდ არ შეაფასა. მან ნახატი, როგორც უსარგებლო ნივთი, სხვენზე შეაგდო, სადაც სახლის რომელიღაც ბინადარმა იპოვა და კედელზე არსებული ნახვრეტის დასაფარად გამოიყენა. სწორედ ამ მდგომარეობაში შენიშნა პორტრეტი მხატვარმა შარლ კამოენმა. მას ნახატი უფასოდ გაატანეს. რამდენიმე წლის შემდეგ ექიმის პორტრეტი რუსმა კოლექციონერმა ივანე მოროზოვმა კამოენისგან 30 000 ფრანკად შეიძინა.

2. კლოდ მონეს „წახემსება ბუნების წიაღში“ 1865-1866 წ. - გადაგდებული შედევრი

კლოდ მონემ ხანგრძლივი და შემოქმედებითი თვალსაზრისით, მდიდარი ცხოვრებით იცხოვრა. მიუხედავად იმისა, რომ აღიარებას სიცოცხლეში მიაღწია, 40 წლამდე მისი იმპრესიონისტული ნახატები პუბლიკას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ამასთანავე, მხატვარი უბრალო წარმომავლობის ქალზე დაქორწინდა, რის გამოც მშობლებმა მემკვიდრეობის მიღების უფლება ჩამოართვეს. 10 წლის განმავლობაში, მონე „ორ ცეცხლს შუა იყო“. ხან მამის მხარეს იჭერდა და კამილასა და შვილს ტოვებდა, ხან ცოლ-შვილთან ბრუნდებოდა და სიღატაკეში ცხოვრობდა, რადგან მის სურათებს არავინ ყიდულობდა. 1878 წელს მონე იძულებული იყო, სასტუმრო ოჯახთან ერთად დაეტოვებინა, რადგან ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. ფულის ნაცვლად, მხატვარმა სასტუმროს მეპატრონეს 1966 წელს შექმნილი ტილო „წახემსება ბუნების წიაღში“ დაუტოვა. სურათი სპეციალურად ევროპის სამხატვრო გამოფენისთვის შეიქმნა და შთამბეჭდავი ზომების გახლდათ (4მX6მ) სამწუხაროდ, მხატვარმა საკუთარი შესაძლებლობები სწორად ვერ გათვალა. მონე გამოფენამდე რამდენიმე დღით ადრე მიხვდა, რომ ნახატის სასურველ კონდიციამდე მიყვანას ვერ მოასწრებდა და სურათი გამოფენაზე აღარ გაიტანა. საბოლოოდ, ეს უზარმაზარი ნახატი სასტუმროს მეპატრონეს დარჩა, რომელმაც ტილო უსარგებლო ნივთად მიიჩნია და სხვენზე დააგდო. 6 წლის შემდეგ, როცა მონეს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, ის სურათის წამოსაღებად სასტუმროში მივიდა, მაგრამ ტილო საშინელ მდგომარეობაში დახვდა. შედევრის ნაწილი ნესტს იმდენად გაეფუჭებინა, რომ მხატვარს დაზიანებული ნაწილების მოჭრა მოუწია. ამჟამად, „წახემსების“ გადარჩენილი ნაწილი პარიზის დ’ორსეს მუზეუმში ინახება, თუმცა სასტუმროს მეპატრონეს ამ ნახატით თავის დროზე უზარმაზარი ფულის შოვნა შეეძლო.

3. ტულუზ ლოტრეკის „ქალი ხელთათმანებში“, 1890 წ. და თითო ბოკალ ღვინოზე გაცვლილი 87 ტილო

ტულუზ ლოტრეკი გენეტიკური ანომალიით დაიბადა - მას მეტისმეტად მყიფე ძვლები ჰქონდა. ბავშვობის ასაკში ძვლის რამდენიმე მოტეხილობამ მისი ფეხის ზრდა საბოლოოდ შეაჩერა. ფერწერა ლოტრეკს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას აძლევდა, თუმცა მგზნებარე ტემპერამენტი და თანდაყოლილი ამბიციურობა ფიზიკურ ნაკლს ვერ ეგუებოდა. ამან მხატვარში თვითგანადგურების ინსტინქტი აამუშავა - ის ბევრს სვამდა და უწესრიგო სექსუალურ ცხოვრებას ეწეოდა.
1897 წელს მორიგი ცხოვრებისეული იმედგაცრუების შემდეგ, ტულუზ ლოტრეკმა იგრძნო, რომ ფერწერის მიმართ ინტერესს კარგავდა. ნაქირავები სახელოსნოს დატოვებისას, მხატვარმა ბინის კონსიერჟს თავისი 87 ტილო დაუტოვა! ამ ადამიანს შანსი ჰქონდა, მილიონერი გამხდარიყო, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ლოტრეკის ნახატებს თვალის ჩინივით გაფრთხილებოდა, 30 ტილო მორიგ კონსიერჟს - ექიმ ბიარს აჩუქა, დარჩენილი სურათების ნაწილი კი დუქნებში თითო ბოკალ ღვინოზე გადაცვალა.
ბევრი გენიოსი მხატვრისგან განსხვავებით, ტუზულ ლოტრეკმა სახელი და დიდება სიცოცხლეშივე მოიპოვა. განსაკუთრებული მოწონება მისი კაბარეს აფიშებს ხვდა წილად, რომლებსაც მთელ ქალაქში შეხვდებოდით. ამის მიუხედავად, ექიმი თავის მოახლეებს ნებას აძლევდა, ლოტრეკის სურათებს ისე მოპყრობოდნენ, როგორც სურდათ, და ისინიც ჩარჩოების ნატეხებით ბუხარს ანთებდნენ, თავად სურათებს კი იატაკის საწმენდ ტილოებად იყენებდნენ.
ასეთი ბარბაროსული მოპყრობის შედეგად, დაზიანებას ექიმის მხოლოდ ერთი სურათი გადაურჩა, თუმცა ისიც სულელურად დაკარგა, რაც ჟურნალისტებთან აღიარა კიდეც: „ჩემი ერთადერთი, დაზიანებას გადარჩენილი ლოტრეკი, რომელიც მოგვიანებით, 8000 ფრანკად გაიყიდა, ორმოც სუდ ღირებულ ნაჯღაბნში გავცვალე“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად