იცით თუ არა

როგორ შეცვალა „ჯოკონდას“ ქურდობამ მსოფლიო კრიმინალისტიკის განვითარება

fun time

14:00 ორშ. 4 ოქტომბერი, 2021 წელი

„ჯოკონდას“ ქურდობა

14
დაკოპირებულია

საუკუნის ძარცვა 1911 წლის 21 აგვისტოს მოხდა - ლუვრიდან მსოფლიო მნიშვნელობის შედევრი, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ გაქრა. ლუვრის დირექტორმა, რომელიც ტრაბახობდა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მოპარვა უფრო ადვილია, ვიდრე „ჯოკონდასი“, თანამდებობა დატოვა...

ცნობილი ფრანგი კრიმინალისტი, პარიზის პოლიციის იდენტიფიკაციის ბიუროს ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ალფონს ბერტილიონი (1853-1914) თავისი სფეროს აღიარებული ავტორიტეტი გახლდათ. ბერტილიონი სკეპტიკურად იყო განწყობილი დაქტილოსკოპიის მიმართ, ამიტომ დამნაშავის ამოცნობის საკუთარი მეთოდი - ანთროპომეტრია შექმნა.

ცნობისათვის - დაქტილოსკოპია თითებზე განლაგებული ე.წ. დვრილოვანი ქარგების, ანუ თითის ანაბეჭდის მიხედვით, პიროვნების დადგენას ახდენს. ანთროპომეტრია - ადამიანის მთელი სხეულის და მისი ცალკეული ნაწილების გაზომვას და აღწერას ითვალისწინებს.

ფოტოზე: ალფონს ბერტლიონი და მისი სისტემა

შედევრის გაქრობას მსოფლიო პრესაში უდიდესი ხმაური მოჰყვა.
დანაშაულის ადგილზე მყისიერად გაჩნდნენ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, პოლიციის შეფი და თავად ალფონს ბერტილიონი.

ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, ლუვრის ერთ-ერთ სამსახურებრივ კიბეზე სურათის ჩარჩო აღმოაჩინეს, რომელზეც თითის მკვეთრი ანაბეჭდი ჩანდა, თუმცა ბერტილიონს ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. გამოძიება, რომელიც შეიძლებოდა, ორ საათში გახსნილიყო, ორ წელიწადზე მეტს გაგრძელდა და საბოლოოდ, ჩიხში შევიდა...
ჯოკონდას პოვნის იმედი თითქმის აღარ არსებობდა.

„ჯოკონდას“ ქურდი

1913 წლის 2 დეკემბერს ფლორენციელ ანტიკვარიატის გამყიდველთან ახალგაზრდა კაცი მივიდა, ლეონარდოდ გაეცნო და „ჯოკონდა“ შესთავაზა.
გაოგნებული ანტიკვარი ახალგაზრდას სასტუმროში გაჰყვა, სადაც შედევრი საკუთარი თვალით იხილა.

რა თქმა უნდა, ლეონარდო, რომელსაც სინამდვილეში, ვინჩენცო პერუჯა ერქვა, პოლიციამ დაუყოვნებლივ დააპატიმრა. დაკითხვებზე მან დეტალურად გაიხსენა შედევრის მოპარვის ისტორია. მისი თითის ანაბეჭდების სურათის ჩარჩოზე აღმოჩენილთან შედარებამ დაადასტურა, რომ ჯოკონდას ქურდი ნამდვილად პერუჯა იყო. როგორც გაირკვა, ეს ახალგაზრდა კაცი პოლიციას ადრეც რამდენჯერმე ჰყავდა დაჭერილი და მისი თითის ანაბეჭდები კარტოთეკებში ინახებოდა.

ფოტოზე: ვინჩენცო პერუჯა სასამართლოზე

ამ შემთხვევამ მითი ბერტილიონის გენიალურობასა და შეუმცდარობაზე საკმაოდ შეარყია, რომელიც, დაქტილოსკოპიაზე მეტად, ანთროპომეტრიას ენდობოდა. „ჯოკონდას“ შემთხვევამ დაქტილოსკოპიის პოზიცია ბევრად გაამყარა.

თითის ანაბეჭდების და ქირომანტიის მნიშვნელობაზე

ხშირად, ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ასე მოხდა დაქტილოსკოპიის შემთხვევაშიც, რომელსაც აღმოსავლეთში ათასწლეულების წინ იცნობდნენ, თუმცა ევროპაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში შემოვიდა.

ამ სფეროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი ედმონდ ლოკარი ევროპული დაქტილოსკოპიის მამად იან პურკინეს მიიჩნევდა, რომელმაც 1832 წელს გამოსცა წიგნი „მხედველობის ორგანოებისა და კანის ფიზიოლოგიური კვლევის შესახებ“.

მე-7 საუკუნიდან მოყოლებული, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში მნიშვნელოვანი შეთანხმებების დადების დროს დოკუმენტზე, ბეჭდის ნაცვლად, საღებავში დასვრილ თითს ადებდნენ.

დაქტილოსკოპიასთან იყო დაკავშირებული ხელისგულზე არსებული ხაზებით მკითხაობა, იგივე ქირომანტია. ქირომანტიის მიმდევრები იყვნენ ძველი ბერძნები, რომაელები და ინდუსები.
სწორედ მათგან გავრცელდა ქირომანტია მთელ მსოფლიოში. ქირომანტიის მნიშვნელობის აღსანიშნავად, მოჰყავთ წინასწარმეტყველ იობის სიტყვები:

„უფალი ხელსა შინა ყოვლისა კაცისასა დანიშნავს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თვისი უძლურება“ (37:7)

ქირომანტიით გატაცებული იყო ცეზარი, სულა, ავიცენა, მეფეები და იმპერატორები.

მე-18 საუკუნის დასაწყისში ყოველ გერმანულ უნივერსიტეტში არსებობდა ქირომანტიის კათედრა. მოგვიანებით, წინასწარმეტყველების ეს უძველესი სისტემა სამეცნიერო მეთოდად - დაქტილოსკოპიად იქცა, რომელიც დაფუძნებულია თითის ანაბეჭდების სამ ძირითად თვისებაზე: ინდივიდუალობაზე, უცვლელობასა და შედარებაზე.

თითებზე განლაგებულია ე.წ. დვრილოვანი ქარგები, რომლებიც მუცლად ყოფნის პერიოდში ყალიბდება, თავის პატრონს მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება და არცერთ სხვა ადამიანში არ მეორდება.

1856 წელს ანთროპოლოგმა ჰენრიხ ველკერმა საკუთარი თითის ანაბეჭდი გააკეთა და შეინახა. 41 წლის შემდეგ მეცნიერმა ცდა გაიმეორა და დარწმუნდა, რომ თითის ანაბეჭდი ოდნავაც არ იყო შეცვლილი. ველკერმა თითები რამდენჯერმე მდუღარე წყლითა და ცეცხლით დაიწვა, არც მჟავაში თითების ჩაყოფას მორიდებია და საბოლოოდ, დარწმუნდა, რომ დაზიანებული კანის ადგილზე აღმოცენებული ახალი კანი ზუსტად ძველ დვრილოვან ქარგას იმეორებდა!

თითის ანაბეჭდების დახმარებით, დანაშაულის გახსნის პირველი შემთხვევა მე-20 საუკუნის ბოლოს ტოკიოში დაფიქსირდა. დაქტილოსკოპიით გატაცებული შოტლანდიელი ექიმის, ჰენრი ფულდზის სახლში ახლად შეღებილი ღობიდან ქურდი გადაძვრა. სანამ ფულდზი ქურდის თითის ანაბეჭდებს აკვირდებოდა, დამნაშავე დაიჭირეს. ფულდზმა მისი თითის ანაბეჭდები ქურდის დატოვებულს შეადარა და დაასკვნა, რომ მისი სახლი სხვა ადამიანმა გაძარცვა. რამდენიმე დღის შემდეგ სხვა ეჭვმიტანილი დააკავეს. დოქტორმა ანაბეჭდები კიდევ ერთხელ შეადარა და ისინი დაემთხვა.

ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, დღეს დაქტილოსკოპიის გარეშე, კრიმინალისტიკის წარმოდგენა შეუძლებელია და ამას საუკუნის ძარცვად აღიარებულმა ქურდობამაც შეუწყო ხელი.

🔰:

ფერწერული შედევრები, რომლებიც ქურდობისას განადგურდა

ვინ იყო ლეონარდო და ვინჩი: წმინდანი თუ ადამიანი, ვინც სული ეშმაკს მიჰყიდა?

ლეონარდო და ვინჩი და ჯოკონდა - ღიმილსმიღმა დაფარული სიყვარულის ამბავი

10 ფასდაუდებელი განძი, რომელიც ადამიანის სიბრიყვემ გაანადგურა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას გულისხმობდა რომაელი პოეტი, როდე...

დეციმუს იუნიუს იუვენალი

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს ს...

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად