საკნატუნო ამბები

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ მზეს“ აანთებს

fun time

14:02 ხუთ. 4 დეკემბერი, 2025 წელი

ჩინეთი 2027 წელს „ხელოვნურ
მზეს“ აანთებს

14
დაკოპირებულია

ჩინეთი 2027 წლისთვის ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის (Burning Plasma Experimental Superconducting Tokamak) მშენებლობის დასრულებას გეგმავს, რომელიც „ხელოვნური მზის“ სახელით არის ცნობილი - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მაო ნინი ავრცელებს. 

მაო ნინის თქმით, რეაქტორი, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება შეუძლია, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა. რეაქტორი ჰეფეიში, ანხუეის პროვინციაში შენდება.

400-ტონიანი ობიექტი გიგანტური თერმოსის მსგავსად მუშაობს. მისი მთავარი კორპუსის წონა 400 ტონაზე მეტია, დიამეტრი 18 მეტრს, სიმაღლე კი 5 მეტრს შეადგენს. ის ზეგამტარი მაგნიტებითაა აღჭურვილი, რომლებმაც დეიტერიუმისა და ტრიტიუმის ცეცხლოვანი პლაზმის შესაკავებლად მინუს 269 გრადუს ცელსიუსზე უნდა იმუშაონ.

ჩინეთში ადრე „ხელოვნური მზის“ სახელით ცნობილი იყო ბირთვული თერმობირთვული სადგური EAST (Experimental Advanced Superconducting Tokamak). 2025 წლის დასაწყისში, საბოლოო ექსპერიმენტის დროს, EAST-მა მაღალ ტემპერატურაზე უწყვეტი პლაზმური მუშაობა 1066 წამის განმავლობაში შეძლო, რაც მსოფლიოში ასეთი მოწყობილობის მუშაობის ყველაზე ხანგრძლივი დროა.

***

ჩინეთის დიდ კედელში 100-ზე მეტი საიდუმლო კარი აღმოაჩინეს

რას ნიშნავს აღმოსავლური ქვეყნების სახელები: პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ბანგლადეში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები