ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პროდუქტები აკრძალულია
15:45
თქვენი საყვარელი ტკბილეული, გაზიანი სასმელი, ბოსტნეული და კენკრაც კი შეიძლება სხვადასხვა კულტურაში აკრძალული იყოს, თუმცა, ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს. სხვადასხვა ისტორიული და კულტურული გარემოებების გამო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი საკვები ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია.
იაპონია

ამ ქვეყანაში აკრძალულია კარტოფილის ფანტელი. ეს პროდუქტი საკვებ დანამატ E320 შეიცავს, რომელიც შენახვის ვადას ახანგრძლივებს. მღრღნელებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დანამატი შეიძლება ადამიანისთვის საზიანო იყოს, ამიტომ ის იაპონიაში კარტოფილის პიურესთან ერთად აიკრძალა.
შვედეთი

ამ ქვეყანაში M&M's-ის კანფეტები აკრძალულია. როდესაც კომპანია Mars-ი თავისი M&M's -ის კანფეტებით შვედეთის ბაზარზე შევიდა, ადგილობრივი კანფეტების ბრენდმა Marabou-მ ასო M თავისი სავაჭრო ნიშნის დარღვევად მიიჩნია და სასამართლო პროცესი მოიგო.
კანფეტებზე სრული აკრძალვა არ არსებობს, მაგრამ შვედეთში M&M's არ იყიდება.
კუბა

კუბაში სანქციების გამო, აშშ-დან კუბაში Coca-Cola 1962 წლიდან არ შედის. ამჟამად კუბაში მსგავსი პროდუქტი იწარმოება, ნამდვილი Coca-Cola მხოლოდ ზოგიერთ ტურისტულ ადგილას, არაოფიციალურად იყიდება.
კიდევ ერთი ქვეყანა, რომელშიც სანქციების გამო ეს სასმელი არ იყიდება, ჩრდილოეთ კორეაა.
ინდოეთი

ინდუსებს, რომლებიც ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს შეადგენენ, ძროხებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.
პირდაპირი აკრძალვა არ არსებობს - ინდოეთი კამეჩისა და საქონლის ხორცს სხვა ქვეყნებში ყიდის, მაგრამ რაც შეეხება ინდოეთს, აქ სწრაფი კვების რესტორნებში ბურგერები საქონლის ხორცის გარეშე, ბოსტნეულით ან ქათმის ხორცით მზადდება.
აშშ

აშშ-ში ქინდერ სიურპრიზი აკრძალულია. ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ ცხვირში ან პირში მოხვედრის შემთხვევაში შოკოლადის კვერცხებში მოთავსებული პატარა სათამაშოები ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ აკრძალულია.
ამერიკულ ბაზარზე 2018 წლიდან მსგავსი პროდუქტი - Kinder Joy იყიდება. მასში პლასტმასის სათამაშო და შოკოლადის ფილა ორ ნაწილად გაყოფილია.
ისრაელი

ისრაელში აკრძალულია ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლო კენკრა - ჟოლო. ისრაელელ ექიმებს მიაჩნიათ, რომ ადამიანმა შეიძლება, ჟოლოსთან ერთად, შემთხვევით, კენკრაში დამალული ჭიები და ხოჭოები მიირთვას.
მწერები ასევე ბროკოლში, ყვავილოვან კომბოსტოსა და მაყვალში გვხვდება. ეს პროდუქტები არაკოშერულ მაღაზიებში ხელმისაწვდომია, მაგრამ მორწმუნე ებრაელებს მათი ჭამა მკაცრად ეკრძალებათ.
სინგაპური

საღეჭი რეზინი, რომლის გარეშე ბევრს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, სინგაპურში აკრძალულია. 1992 წლამდე სინგაპურის ხელისუფლება ქუჩების საღეჭი რეზინისგან გასაწმენდად მნიშვნელოვან ფულს, ძალისხმევასა და დროს ხარჯავდა, ამიტომ მისი აკრძალვა გადაწყვიტეს.
ამ ქვეყანაში საღეჭი რეზინის შეძენა მხოლოდ სამედიცინო მიზეზების გამო, აფთიაქში შეიძლება. უცხოელებისთვის გამონაკლისი დაშვებულია - მათ ქვეყანაში ორ შეკვრაზე მეტი საღეჭი რეზინის შეტანა შეუძლიათ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები

ამ ქვეყანაში ფუნთუშებზე ყაყაჩოს თესლის მოყრა აკრძალულია.
ყაყაჩოს თესლი ნარკოტიკების დასამზადებლად გამოიყენება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი მკაცრი ანტინარკოტიკული კანონები და სიკვდილით დასჯაც კი მოქმედებს, ამიტომ, ყაყაჩოს თესლის იმპორტი აკრძალულია.
ერაყი

გაგიკვირდებათ, მაგრამ ერაყში სალათის ფურცლები აკრძალეს.
ერაყის ჩრდილოეთით მცხოვრები იეზიდური რელიგიური უმცირესობა თავის წმინდანებს „ხასს“ უწოდებს. ქურთულ ენაზე, „ხას“ სალათის ფურცლებსაც ნიშნავს, ამიტომ იეზიდებს სალათის ფურცლების ჭამა ეკრძალებათ.
***
ღვიძლისთვის სასარგებლო პროდუქტები
საკვების შენახვა - მარტივი ხრიკები
ნაბახუსევზე გამოსვლა - რა საკვები აქვთ ამისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან