საკნატუნო ამბები

ამერიკაში მოტორიზებული თხილამურები გამოიგონეს

fun time

16:29 კვი. 15 მარტი

ძრავიანი თხილამური

14
დაკოპირებულია

ამერიკულმა კომპანიამ Frigid Dynamics-მა ელექტროძრავიანი თხილამურები - Vipera შექმნა. თხილამურებს 32 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და ერთი დატენვით 16 კილომეტრის გავლა შეუძლია.

შერეული სრიალისთვის განკუთვნილი თხილამურები უნივერსალური სამაგრებით, ჯოხებითა და უკანა ნაწილში დამონტაჟებული ელექტროძრავებით არის აღჭურვილი. ელექტროძრავს ლითიუმ-იონური დამტენი ამუშავებს.

თხილამურების მართვა ერთ-ერთი ჯოხის სახელურიდან ხდება, რომელშიც უსადენო პულტია ჩამონტაჟებული. მისი საშუალებით შეგიძლიათ: სიჩქარეს მოუმატოთ ან დაამუხრუჭოთ და მოძრაობის რეჟიმები გადართოთ.

თხილამურს ძრავა და დამტენი მარტივად ეხსნება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია მთაზე ელექტროძრავის დახმარებით ავიდეს, შემდეგ ის ზურგჩანთაში შეინახოს და დაღმართზე სრიალით დაეშვას. რაც მთავარია – საბაგიროსთან რიგში დგომა აღარ მოგიწევთ.

კომპანია Frigid Dynamics-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ თხილამურები, ორი ძრავი და დამყენი 2999 დოლარი ღირს. მოტორიზებული თხილამურები ჯერჯერობით მხოლოდ ევროპის ქვეყნებში, კანადასა და აშშ-ში გაიყიდება.

პრაქტიკული თვალსაზრისით, 3000 დოლარი საკმაოდ სოლიდური თანხაა და ამ ფასად მეორადი, მაგრამ კარგ მდგომარეობაში მყოფი თოვლმავლის (Snowmobile) ყიდვა შეიძლება, თუმცა, მწარმოებლები ამ შემთხვევაში, ფსონს არა სიმძლავრეზე, არამედ კომპაქტურობაზე დებენ. მათი ლოგიკა დაახლოებით ასეთია:

  • თოვლმავალის გადატანას მისაბმელი სჭირდება, თხილამურები კი ნებისმიერი მანქანის საბარგულში ეტევა.
  • თოვლმავალს ფარეხი სჭირდება, თხილამურები კი შეგიძლიათ კარადის კუთხეშიც კი მიაყუდოთ.
  • დაბოლოს, ეკოლოგია - თხილამურების ელექტროძრავი ჩუმად მუშაობს და ჰაერს არ აბინძურებს, რაც ზოგიერთ დაცულ ზონაში გადამწყვეტია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ