საკნატუნო ამბები

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მართლა ცვიოდა

fun time

16:00

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

14
დაკოპირებულია

გამოთქმა „ფულის წვიმა“ ყოველთვის გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა, გამონაკლისი ამ წესსაც მოეძებნება. ბოლო ასი წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა მოხდა, როდესაც ადამიანები ფულის წვიმაში მოჰყვნენ. ამ სტატიაში სწორედ 4 ასეთი შემთხვევის შესახებ გიამბობთ.

ვერტმფრენიდან გადმოყრილი მილიონი

2023 წელს ჩეხმა მილიონერმა, კამილ ბარტოშეკმა ერთგვარი თამაში წამოიწყო, რომლის გამარჯვებულებმა დაშიფრული კოდი მიიღეს. კოდი ჯილდოს მიღების ადგილზე მიუთითებდა. შედეგად, ჩეხეთის ქალაქ ლიზა-ნად-ლაბემის ერთ კონკრეტულ ადგილზე ოთხი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ბარტოშეკმა შეკრებილებს ვერტმფრენით გადაუფრინა და თავზე მილიონი ცალი 1-დოლარიანი კუპიურა გადმოაყარა. ხალხი მინდორში დარბოდა და ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ფული აეკრიფა. ამბობენ რომ მინდორში შეკრებილებს ვერტმფრენიდან გადმოყრილი კუპიურების ასაგროვებლად ერთი საათიც არ დასჭირვებიათ.

ფული და ვარდის ფურცლები

2025 წლის ზაფხულში დეტროიტის გადატვირთულ მაგისტრალზე მყოფ მძღოლებს თავზე დოლარები და ვარდის ფურცლები დაეყარათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მანქანების სამრეცხაოს მფლობელმა, დარელ ომასმა, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას ებრძოდა, სიკვდილის წინ დაიბარა, რომ მისი დაკრძალვის დროს ხალხისთვის თავზე ათასობით დოლარი გადაეყარათ. ომასი 15 ივ­ნისს, 58 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, დეტროიტელებს კი არასოდეს დაავწყდებათ დღე, როდესაც ციდან დოლარები და ვარდის ფურცლები ცვიოდა.

დოლარების წვიმა ჰონგ-კონგში

2018 წელს ჰონგ-კონგში, შამ-შუი-პოს რაიონში, ხალხმრავალ ფუკ ვას ქუჩაზე 100-დოლარიანი კუპიურების ცვენა დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ხალხმა სწრაფად დაიწყო „ციდან ჩამოყრილი“ სიმდიდრის შეგროვება, თუმცა პოლიცია, რომელმაც თავიდან აქციის მიზანი არ იცოდა, ყოველნაირად ცდილობდა ამისთვის ხელი შეეშალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო დაგეგმილი აქცია, რომელიც კრიპტოვალუტის გვერდის მფლობელმა ყურადღების მისაქცევად მოაწყო.

ავიაკატასტროფა

ეს შემთხვევა სულ ახლახან, 2026 წლის თებერვალში მოხდა. სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელსაც ბოლივიაში ცენტრალური ბანკისთვის განკუთვნილი ნაღდი ფული გადაჰქონდა, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა და ელ-ალტოს რაიონში კატასტროფა განიცადა. დაზიანებული თვითმფრინავიდან ჩამოყრილი ფული ხალხს პირდაპირ თავზე დაეყარა და მათაც შანსი ხელიდან არ გაუშვეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც კი გამოიყენა, რათა იოლი ფულის მაძიებელთა ბრბო დაეშალა.

***

„სისხლიან ფულს ვერ მივიღებ“ - რატომ თქვა გამომგონებელმა 60 მილიონ დოლარზე უარი?

ხალხური სიბრძნე - როგორი საფულე უნდა ატაროთ, რომ ფული არ გამოგელიოთ?

ნუმეროლოგია: ეს მარტივი გამოთვლა გიკარნახებთ, რითი გამდიდრდებით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია