იცით თუ არა

ხალხური სიბრძნე - როგორი საფულე უნდა ატაროთ, რომ ფული არ გამოგელიოთ?

fun time

15:53 სამ. 5 ნოემბერი, 2024 წელი

როგორ შევარჩიოთ საფულე

14
დაკოპირებულია

რატომ არ შეიძლება გაცვეთილი და გახვრეტილი საფულეს გამოყენება, რომელ ფერს აქვს ყველაზე ძლიერი ფინანსური ენერგია და რატომ ითვლიან ფულს ახალ მთვარეზე? 

არასოდეს ჩადოთ საფულეში ჭუჭყიანი ფული

ხალხში გავრცელებული რწმენის თანახმად, საფულეში არ უნდა შეინახოთ დახეული და ჭუჭყიანი ფული, რადგან დაზიანებული ბანკნოტები სიმდიდრეს განდევნის და უთანხმოებას იწვევს.

ზოგადად, ფულს ფაქიზად უნდა მოეპყროთ - სხვადასხვა ნომინალური ღირებულების ბანკნოტი საფულეს სხვადასხვა განყოფილებაში მოათავსეთ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათი დიდხანს ძებნა არ დაგჭირდეთ.

ყურადღება მიაქციეთ მონეტებსაც. გახსოვდეთ, რომ დაუდევრად მიმოფანტული მონეტები ცრემლებს და წარუმატებლობას იწვევს, ამიტომ საფულეში მათთვის ცალკე განყოფილება უნდა იყოს, რომელიც ელვა-შესაკრავით იკეტება.

საფულის სწორად შერჩეულ ფერს სიმდიდრისა და წარმატების მოზიდვა შეუძლია

საფულის ფერს განსაკუთრებული სიმბოლიკა აქვს. სწორედ ფერზეა დამოკიდებული ბიზნესში წარმატებას მოგიტანთ, თუ ფულის დაგროვებაში დაგეხმარებათ:

• შავი სტაბილურობის განასახიერებს. ის პიროვნულ ზრდაში, კარიერულ წინსვლაში და შემოსავალზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ.

• მზის და თბილი ენერგიის ფერი ბიზნესში წარმატებას და დამატებით შემოსავალს იზიდავს.

• ყავისფერ საფულეს ფულის დაგროვების და დაზოგვის უნარი აქვს.

• წითელი ფერი მფლობელს თავდაჯერებულობას მატებს, შემოსავლის ახალი წყაროს ძიებას შთააგონებს და კეთილდღეობას იზიდავს.

• მწვანე, როგორც ბუნების ფერი, ზრდისა და გამრავლებისკენ არის მიმართული და თქვენს დანაზოგს ქურდობისგან დაიცავს.

• ლურჯი საიმედოობასთან და სტაბილურობასთან ასოცირდება. ამ ფერის საფულე გონივრული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

იქონიეთ თილისმა ფინანსური კეთილდღეობისთვის

• ხალხში გავრცელებული რწმენის თანახმად, სტაბილური ფულადი ნაკადის მოსაზიდად, საფულეში თილისმა უნდა ჩადოთ.

• გირჩევთ, თილისმად საყვარელი მონეტა, კუპიურა ნომრით „5“, ვერცხლის კოვზი ან პატარა ცხენის ნალი აირჩიოთ და საფულის რომელიმე განყოფილებაში დამალოთ.

• რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ თლისმა დამატებითი ძალისხმევის გარეშე თქვენს გამდიდრებას შეძლებს, მაგრამ ის ყოველთვის შეგახსენებთ ფინანსური ზრდის გეგმების შესახებ.

კიდევ რამდენიმე რჩევა:

თუ საფულეში ნახვრეტია, სასწრაფოდ შეცვალეთ - გახვრეტილი ან დახეული საფულე ფულად ენერგიას კარგავს და სიღარიბეს იზიდავს. იმაზე აღარაფერს ვიტყვით, რომ ნახვრეტიდან შეიძლება ფული დაკარგოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის და ნატურალური ტყავისგან დამზადებული საფულის შეძენა, რომელიც დიდხანს მოგემსახურებათ.

გახსოვდეთ, რომ ფული მზის ჩასვლის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაითვალოთ. ამის გაკეთება დღის განმავლობაში ან ახალი მთვარის დროს ჯობია. ხალხური რწმენის თანახმად, მზის ჩასვლის შემდეგ ფულის დათვლას შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები მოჰყვეს. ახალი მთვარე კი პირიქით, ფულის გაზრდას და მისი მფლობელის კეთილდღეობას ეხმარება.

ესეც დაგაინტერესებთ:

ფულს სძულს ისინი - სამი ყველაზე ღარიბი ზოდიაქოს ნიშანი

ტესტი - როგორი მხარჯველი ხართ?

საიდან მოდის გამოთქმა: „Pecunia non olet“, ანუ ფულს სუნი არ ასდის



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სად შევინახოთ სახლის გასაღები, რომ...

სად შევინახოთ სახლის
გასაღები

ქვეყანა, სადაც ფანჯრებზე ფარდებს არ...

11 საინტერესო ფაქტი
ნიდერლანდების შესახებ

რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო...

რატომ უნდა ატაროთ
საქორწინო ბეჭედი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ჩინეთში...

როგორ შევხვდეთ ჩინურ ახალ
წელს

რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვ...

რატომ ატარებენ
სტიუარდესები ყელსახვევს?

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატა გამოა...

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი
კატა გამოავლინეს

შაქარი თუ ასპირინი? - როგორ გავუხან...

როგორ გავუხანგრძლივოთ
ნაძვის ხეს სიცოცხლე

ირმები, რომლებსაც სანტა კლაუსის ციგ...

ირმები, რომლებსაც სანტა
კლაუსის ციგა მიაქვთ,
მდედრები არიან

რატომ არ ეხვევათ თავბრუ მოციგურავეე...

რატომ არ ეხვევათ თავბრუ
მოციგურავეებს?