Fun-ტესტი

როგორ ექცევით ფულს?

fun time

12:00 პარ. 15 აპრილი, 2022 წელი

ფული და ადამიანი

14
დაკოპირებულია

აირჩიეთ ერთ-ერთი სურათი და გაიგეთ, იცით თუ არა ფულის ყადრი...

თუ 1-ლი სურათი აირჩიეთ...

გულუხვი ადამიანი ხართ, თუმცა ამბიციები არ გაკლიათ. ცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოთ, მაგრამ ხარჯვაც გიყვართ. კოლეგებთან და პარტნიორებთან ყოველთვის ხელგაშლილი ხართ.

თუ მე-2 სურათი აირჩიეთ...

ორიგინალური ადამიანი ხართ. ეს თვისება გეხმარებათ, კარგად მართოთ ბიზნესი. ფულის შეგროვება გიყვართ, ხარჯვა კი - არა. იცით ფულის ფასი და ყოველთვის ცდილობთ, მიზანმიმართულად გამოიყენოთ.

თუ მე-3 სურათი აირჩიეთ...

თქვენ შეგიძლიათ პრაქტიკულად ფიქრი და კარგი ანგარიში. ფულთან ჭკვიანურად და გააზრებულად იქცევით. შავი დღისთვის გარკვეული თანხა ყოველთვის გადადებული გაქვთ. ითვლით თითოეულ კაპიკს და ზედმეტს არასდროს ხარჯავთ.

თუ მე-4 სურათი აირჩიეთ...

ფულს ყოველთვის არასწორი მიზნებისთვის ხარჯავთ. გიყვართ გართობა და ფულის უაზროდ ფლანგვა. შეგიძლიათ, ერთ დღეში თქვენი მთლიანი შემოსავალი ისე გააქროთ, რომ უკან არ მოიხედავთ.

თუ მე-5 სურათი აირჩიეთ...

კლასიკური ტიპის ადამიანი ხართ, რომლისთვისაც პრიორიტეტი პატიოსანი მუშაობა და კომპენსირების სახით ანაზღაურების დროული მიღებაა. თვის მანძილზე კარგად შეგიძლიათ თანხის გადანაწილება, შვებულებისთვის ფულის დაზოგვა და დეპოზიტზე შენახვაც კი.

თუ მე-6 სურათი აირჩიეთ...

ფულში სტაბილურობას ვერ ინარჩუნებთ. არასდროს გყოფნით თქვენი შემოსავლები და მთელი ცხოვრება ვალებს იღებთ, შემდეგ კი მათ გასტუმრებას უნდებით. ჯერ კიდევ ვერ მოძებნეთ ისეთი სამუშაო, რომლის ჯამაგირითაც კმაყოფილი დარჩებით.

თუ მე-7 სურათი აირჩიეთ...

გიყვართ ინვესტიციების განხორციელება. სტაბილური მომავალი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ფულს აბანდებთ სწავლაში და იცით, რომ ეს წლების შემდეგ კომპენსაციის სახით ისევ თქვენ დაგიბრუნდებათ.

თუ მე-8 სურათი აირჩიეთ...

გულისხმიერი და ენერგიული ადამიანი ხართ, ფულში პატიოსნება გიყვართ და არც ზედმეტს ითხოვთ. თუმცა, არასდროს გიმართლებთ. თქვენი შემოსავლები გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც შრომობთ

თუ მე-9 სურათი აირჩიეთ...

ფინანსურად წელში გამართული ხართ. ამის მისაღწევად რისკზეც წასულხართ, თუმცა იღბალმაც შეგიწყოთ ხელი. გიყვართ კარგი ცხოვრება და არც გარშემომყოფებისთვის იშურებთ ფულს. თქვენი მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ ძუნწი არ ხართ.

💲💲💲👇

ფულის ხე - მითი თუ რეალობა?

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი

რითი გამდიდრდებით

მოკლე IQ ტესტი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?

ამათგან პირველი რომელი აღმოჩნდება ს...

ამათგან პირველი რომელი
აღმოჩნდება საფრთხეში?

ტიბეტური ტესტი - 3 შეკითხვა, რომელი...

ტიბეტური ტესტი