იცით თუ არა

„ფულის ხე“ - მითი თუ რეალობა?

fun time

16:00 შაბ. 20 თებერვალი, 2021 წელი

ბარაქის ხე - კრასულა

14
დაკოპირებულია

ბარაქის ხეს ბევრ ოჯახში ნახავთ. კრასულა, რომელსაც ბარაქის ან ფულის ხის სახელით ვიცნობთ, ადამიანების დიდი ნდობითა და სიყვარულით უდავოდ სარგებლობს.

 

🌱ბევრს სჯერა, რომ ბარაქის ხე ოჯახში სიმდიდრის, ბარაქისა და ფინანსური სტაბილურობის მომტანია და თუკი თქვენც იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ამ ჯადოსნურ ხეს იმედით შეჰყურებს ან, უბრალოდ, ახლა გადაწყვიტეთ, თქვენც დაუთმოთ მას ოჯახში საპატიო ადგილი, რათა თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგაინტერესებთ.

🌱მისი მოპოვება რთული ნამდვილად არ არის. შეგიძლიათ, სპეციალურ მაღაზიაში შეიძინოთ, სადაც მცენარის ნერგები იყიდება. ან, სულაც, ერთი ფოთოლი ნაცნობ-მეგობრებში „ისესხოთ“. მაგრამ იმასაც ამბობენ, თუ გსურთ, რომ ფულის ხემ „გაამართლოს“ და უკეთ გაიზარდოს, მისი ფოთოლი აუცილებლად უნდა მოიპაროთ.

🌱სანამ „ნასესხებ“ ფოთოლს დარგავთ, მიეცით მას შეშრობის საშუალება - 3-5 საათის შემდეგ დარგეთ მიწით სავსე ქოთანში.

🌱იმისთვის, რომ მცენარის დაზიანებისგან დაზღვეული იყოთ, დაახურეთ „ფულის ხეს“ შუშის ქილა, მაგრამ დღეში ერთხელ გადახადეთ და მიეცით მას სუნთქვის საშუალება. ხოლო, როცა მიხვდებით, რომ მცენარე წამოიზარდა და საფრთხე აღარ ემუქრება, შეგიძლიათ, ქილა მას საბოლოოდ მოაშოროთ.

🌱ბარაქის ხე უპრეტენზიო მცენარეა. მორწყვას მხოლოდ მაშინ საჭიროებს, როდესაც მიწა გამოუშრება. გაითვალისწინეთ წყლის ტემპერატურაც. ძალიან ცივი წყალი „ფულის ხეს“ აზიანებს. ეცადეთ, წყალი ოთახის ტემპერატურის იყოს.

🌱დადგით ქოთანი ნათელ ადგილზე - „ფულის ხეს“ ძალიან უყვარს მზის სხივები.

🌱ფენ-შუის თანახმად, „ფულის ხე“ უნდა დადგათ სახლის სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში, სასურველია, ფანჯრის რაფაზე. სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარე - ეს სიმდიდრის ზონაა, ამიტომაც „გასამდიდრებლად“ ის შესანიშნავი ადგილია.

🌱ხშირად, „ფულის ხესთან“ ერთად ქოთანში სხვადასხვა მონეტებს ყრიან - ეს ეფექტის გასაძლიერებლად. იმავე მიზნისთვის ფულის ხეს საახალწლოდ მონეტებითა და ფულის კუპიურებით რთავენ.

🌱იმასაც ამბობენ, რომ, თუკი „ფულის ხეს“ ახალი, მბზინავი საფარი წამოეზრდება და სწრაფად ზრდას დაიწყებს, ეს სასიამოვნო ფინანსურ მოულოდნელობებზე მიგანიშნებთ. ხოლო თუკი ხე ჭკნება ან მას ფოთლები სცვივა, მაშინ ფინანსურ სირთულეებს უნდა ელოდოთ.

👇

ფულის ნუმეროლოგია - გამოთვალეთ პირადი ფინანსური კოდი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ისტორიული ფაქტები, რომელთა დაჯერება...

ჩინელი მეკობრე ქალი ჟენგ ი
საო

შეამოწმეთ — ხართ თუ არა დედამიწის პ...

პლანეტა დედამიწა და
ინფორმაცია მისი
მოსახელობის შესახებ

როგორ უმკლავდებოდნენ სიცხეს მსოფლიო...

ნიუ იორკი, 1911 წელი, სიცხე

რატომ უნდა შეეხოთ მთქნარებისას ენას...

რატომ უნდა შეეხოთ
მთქნარებისას ენას?

ვინ გამოიგონა ლუდი?

ვინ გამოიგონა ლუდი?

რისთვის სჭირდება ადამიანს თითის ანა...

თითის ანაბეჭდები

როგორ იქცა ამერიკული აბრევიატურა OK...

ამერიკული აბრევიატურა OK

შექმნეს ნაყინი, რომელიც არ დნება (v...

Kanazawa Ice cream

მამაკაცებს ქალებზე ცუდი სმენა აქვთ?...

მამაკაცებს ქალებზე ცუდი
სმენა აქვთ?