თემატური ჰოროსკოპი

ნუმეროლოგია: ეს მარტივი გამოთვლა გიკარნახებთ, რითი გამდიდრდებით

fun time

16:00 ორშ. 25 ოქტომბერი, 2021 წელი

ნუმეროლოგია გამოთვლა

14
დაკოპირებულია

ნუმეროლოგები გვარწმუნებენ, რომ ციფრებს შეუძლიათ, გამდიდრების გზები გვიკარნახონ. ამისათვის საჭიროა დაბადების თარიღში შემავალი ყველა რიცხვი შევკრიბოთ, სანამ ერთნიშნა ციფრს არ მივიღებთ.

როგორ ხდება ნუმეროლოგიის გამოთვლა?

მაგალითად: თუ თქვენი დაბადების თარიღია 24.02.1995, შეკრიბეთ მასში შემავალი ყველა ციფრი: 2 + 4 + 0 + 2 + 1 + 9 + 9 + 5 = 32 და ბოლოს: 3 + 2 = 5. ამ შემთხვევაში თქვენი ცხოვრების ციფრია 5.

ახლა კი ვნახოთ, როგორ შეიძლება ცხოვრების ციფრის გამოთვლით ფულის შოვნა:

ციფრი 1

ერთიანი ლიდერების ციფრია, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური წარმატების მისაღწევად ხალხის ხელმძღვანელი, გუნდის ლიდერი უნდა გახდეთ. სანამ რიგითი თანამშრომელი ხართ და სხვისი ხელმძღვანელობით მუშაობთ, ფინანსური წარმატების იმედი ნუ გექნებათ.

ციფრი 2

იმის მიუხედავად, რომ ამ ცხოვრებისეული ნიშნის მქონე ადამიანები დიპლომატიურ უნარებს ფლობენ და საკუთარი თავის ფლობა შეუძლიათ, მარტო ყოფნის შემთხვევაში, ფინანსურ კეთილდღეობას ვერ მიაღწევენ. მათ სჭირდებათ ვინმე, ვინც მოქმედებისკენ უბიძგებს, რადგან თავად პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინიათ.

ციფრი 3

„სამიანი“ გარემო პირობებს სწრაფად და ადვილად ეგუება. ამ ცხოვრებისეული ციფრის მქონე ადამიანს რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა სჭირდება, რადგან ფინანსური წარმატების მიღწევას მხოლოდ სხვა ადამიანებთან კავშირებით შეძლებს.

ციფრი 4

ამ ცხოვრებისეული ნიშნის მქონე ადამიანები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და გამდიდრებაში სწორედ ეს თვისება დაეხმარებათ. ფინანსური წარმატებისთვის მათ სტაბილურობა და ბევრი მუშაობა სჭირდებათ.

ციფრი 5

„ხუთიანები“ ძალიან ენერგიულები და აქტიურები არიან. იმისათვის, რომ გამდიდრდნენ, ასეთ ადამიანებს პოზიტიური განწყობის გარდა, თითქმის არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ. სწორედ ამ პოზიტიურობისა და კეთილგანწყობისთვის მათ პლანეტები იღბლით აჯილდოვებენ.

ციფრი 6

ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ გარშემო მყოფთა კეთილგანწყობა და პატივისცემა დაიმსახურონ და არც ცდებიან. ნუმეროლოგებს მიაჩნიათ, რომ „ექვსიანები“ ფინანსურ წარმატებას მხოლოდ გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობით მიაღწევენ - შრომისმოყვარეობასთან ერთად, რასაკვირველია.

ციფრი 7

„შვიდიანებს“ კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზია აქვთ. ფიზიკური შრომა ან შემოქმედებითი საქმიანობა მათი საქმე არაა, რადგან ფინანსურ წარმატებას მხოლოდ სამეცნიერო მოღვაწეობით მიაღწევენ.

ციფრი 8

ადამიანებს, რომელთა ცხოვრების ნიშანი 8 გახლავთ, ძლიერი ნებისყოფა აქვთ და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ. ფინანსური წარმატების მისაღწევად მათ სულიერი ჰარმონიის მიღწევა და საკუთარ სურვილებში გარკვევა სჭირდებათ. თუ ეს შეძლეს, მათ ანგარიშებზე ფულის მდინარეები წამოვა.

ციფრი 9

ცხრიანი ყოველთვის იდეალისკენ ისწრაფის და ამ სწრაფვის დროს შეუძლია, საკუთარი თავი დაივიწყოს. ფინანსური წარმატების მისაღწევად ამ ადამიანებმა საკუთარი თავის მოსმენა უნდა ისწავლონ და შიში დაძლიონ. ნაკლები უსმინეთ სხვების რჩევა-დარიგებებს, რადგან ყველაზე კარგად თავად იცით რა გჭირდებათ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ნუმეროლოგია: რა რიცხვში იბადებიან ი...

ნუმეროლოგია: რა რიცხვში
იბადებიან იღბლიანი
ადამიანები?

რას არ გაპატიებთ ზოდიაქოს თითოეული...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ყველაზე ჯიუტი ბავშვები ზოდიაქოს ნიშ...

ყველაზე ჯიუტი ბავშვები
ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნუმეროლოგია: რა რიცხვშიც იბადება ად...

დაბადების თარიღის
ნუმეროლოგია

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნებს შო...

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს
ნიშანი

წელიწადის დროებიდან რომელია წარმატე...

წელიწადის სეზონები და
ზოდიაქოს ნიშნები

რატომ ითმენს მომწამლავ ურთიერთობას...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

პირველი პაემნის თარიღი და ურთიერთობ...

პირველი პაემნის თარიღი

ყველაზე ჭორიკანა ზოდიაქოს ნიშნები

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება